
სკოლის შესახებ
Sportech Academy ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია იტალიაში, რომელიც მოზარდებს პროფესიულ და სპორტულ საზაფხულო პროგრამებს სთავაზობს. სპეციალიზირებული პროგრამები მოზარდებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროფესიონალებთან, მიიღონ პრაქტიკული და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული ცოდნა.
აკადემია თანამშრომლობს 10-ზე მეტ წამყვან ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის და მედიცინის დარგში, მათ შორისაა: AC Milan, Dallara Academy, UNISR (Università Vita-Salute San Raffaele), Raffles Milano, Moncler, Teatro alla Scala, Congusto Institute, Armani Silos, Technogym, Fondazione Prada და Eataly.
სასწავლო პროგრამები მოიცავს ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტულ დარგებს:
სპორტის მიმართულებით მოზარდებს ექნებათ წვრთნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად, განავითარებენ სპორტულ უნარებს, სტრატეგიულ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობას.
ბავშვებს საფეხბურთო წვრთნები ჩაუტარდებათ AC Milan-ის ოფიციალურ Vismara სპორტულ ბაზაზე, რომელიც აერთიანებს 7 სავარჯიშო მოედანს, სპორტულ დარბაზებს, გასახდელებს, კაფეტერიასა და მოსასვენებელ სივრცეებს.
სასწავლო პროგრამების მონაწილეები ისწავლიან წამყვან სპეციალისტებთან, გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს საკუთარი უნარების განვითარებისთვის. სასწავლო პროცესი აერთიანებს აკადემიურ და პრაქტიკულ სწავლას, სემინარებს, ვორქშოფებსა, დარგის წამყვან კომპანიებში და ინოვაციურ ჰაბებში ვიზიტებს რაც სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ კომბინაციას — აკადემიური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და მზადყოფნა წარმატებისთვის თანამედროვე პროფესიულ სამყაროში.
საცხოვრებელი
Quark Hotel Milano
ბავშვები იცხოვრებენ 4 ვარსკვლავიან სასტუმრო Quark Hotel Milano-ში, რომელიც მდებარეობს Vismara საფეხბურთო ბაზასთან 10 წუთის სავალზე.
- ორადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილით, საშხაპით
- საერთო მოხმარების სივრცე განტვირთვის და სოციალიზაციისათვის
- სავარჯიშო დარბაზი
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- 24/7 სუპერვიზირება (House Parents)
- Wi-Fi
ვარჯიშები და წვრთნები
ბავშვებს საფეხბურთო წვრთნები ჩაუტარდებათ AC Milan-ის ოფიციალურ Vismara სპორტულ ბაზაზე, რომელიც აერთიანებს 7 სავარჯიშო მოედანს, სპორტულ დარბაზებს, გასახდელებს, კაფეტერიასა და მოსასვენებელ სივრცეებს. პროგრამა შემუშავებულია მილანის ოფიციალური ტექნიკური შტაბის მიერ.
მონაწილეები ივარჯიშებენ AC Milan აკადემიის მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად. ექნებათ ექსკლუზიური წვდომა გუნდის სათამაშო ტაქტიკებზე, გაიუმჯობესებენ ტექნიკურ და ინდივიდუალურ უნარებს, ექნებათ ტურნირები და ამხანაგური მატჩები, თამაშების ვიდეო გადაღება და ანალიზი, გაივლიან ფსიქოლოგიურ მომზადებას, მიიღებენ მილანის ოფიციალურ ფორმებს და სპორტულ აღჭურვილობას.
პროგრამა მოიცავს საფეხბურთო წვრთნებს - 30 საათი
- ვარჯიშები ცნობილ იტალიელ ფეხბურთელებთან
- ინდივიდუალური ვარჯიშები
- ფსიქოლოგიური და მენტალური მომზადება
- ტურნირები და ამხანაგური მატჩები
- ვარჯიშების ვიდეო ჩანაწერი და ანალიზი
- ტაქტიკური მომზადების ვორქშოფი
- AC Milan-ის ოფიციალურ ფორმებს და სპორტულ აღჭურვილობა
კულტურული პროგრამა
აკადემიური ნაწილის გარდა, პროგრამა მოიცავს:
უპირატესობები
მოთხოვნები
- პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ადგილობრივი კურატორების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან
- საცხოვრებელში, ვარჯიშებზე და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით (სპეციალური კვება სპორტსმენებისთვის)
- ვარჯიშებს ცნობილ იტალიელ ფეხბურთელებთან
- ვარჯიშების ვიდეო ჩანაწერს და ანალიზს
- ამხანაგურ მატჩებს
- ექსკურსიებს
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- 24/7 სუპერვიზირებას
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება