მთავარ კონტენტზე გადასვლა

წესები და პირობები | One World

1. შესავალი
ეს წესები და გამოყენების პირობები არეგულირებს ვებსაიტის გამოყენებას და One World-ის მიერ გაწეულ საგანმანათლებლო საკონსულტაციო და საშუამავლო მომსახურებას. ვებსაიტით სარგებლობით ან მომსახურების მიღებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ პირობებს. თუ არ ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ვებსაიტის გამოყენება და მომსახურების მიღება დაუყოვნებლივ.

2. კომპანიის სტატუსი
One World წარმოადგენს საგანმანათლებლო საკონსულტაციო და საშუამავლო კომპანიას.
კომპანია:
• არ წარმოადგენს უნივერსიტეტს ან კოლეჯს;
• არ გასცემს აკადემიურ ხარისხს;
• მოქმედებს როგორც შუამავალი სტუდენტსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციას შორის.
მომსახურების ძირითადი მიმართულებები:
• საზღვარგარეთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები
• სასკოლო პროგრამები
• საზაფხულო სკოლები
• ენის კურსები
• პროფესიული და მოსამზადებელი პროგრამები

3. მომსახურების შინაარსი
კომპანია უზრუნველყოფს:
• სასწავლებლის და პროგრამის შერჩევას;
• სრული სააპლიკაციო პროცესის მართვას, მათ შორის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ფორმების შევსებასა და დროულ გადაგზავნას;
• ვიზის საკითხების მხარდაჭერას (Visa Support), საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და კომუნიკაციას საელჩოებთან;
• საცხოვრებლისა და ლოჯისტიკის ორგანიზებას საზღვარგარეთ;
• საზაფხულო სკოლებში სუპერვიზირებული ჯგუფების და ინდივიდუალურად არასრულწლოვნის გაგზავნას, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე;
• პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას, პროგრამებში რეგისტრაციის ორგანიზებას და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
კომპანია არ:
• იღებს გადაწყვეტილებას ჩარიცხვაზე;
• იძლევა გარანტიას ჩარიცხვაზე ან ვიზაზე;
• არ აკონტროლებს მესამე მხარის გადაწყვეტილებებს (უნივერსიტეტი, საელჩო, სხვა ორგანო).

4. არასრულწლოვანი პირები
არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავება და პროგრამაში ჩართვა ხდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. კომპანია არ აგებს პასუხს არასრულწლოვნის ქცევაზე საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, გარდა შემთხვევებისა, რომელიც ცხადად განსაზღვრულია ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში.

5. ფასები და გადახდები
5.1 მომსახურების საფასური: ფასები შეთანხმებულია ინდივიდუალური ხელშეკრულებით.
5.2 გადახდის მეთოდები:
• კომპანიის ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე;
• პირდაპირ პარტნიორ საგანმანათლებლო ორგანიზაციაში (ხელშეკრულებით განსაზღვრული);
• სხვა, წინასწარ შეთანხმებული მეთოდით.
5.3 გადახდის შეუსრულებლობით:
• ჩერდება მომსახურება;
• უქმდება რეგისტრაცია;
5.4 თანხის დაბრუნება: საკონსულტაციო მომსახურების საფასური ჩვეულებრივ არ არის დაბრუნებადი, გარდა ინდივიდუალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია არ აგებს პასუხს:
• ვიზის უარყოფაზე;
• ჩარიცხვის უარყოფაზე;
• პროგრამის პირობების ცვლილებაზე;
• მესამე მხარის ქმედებაზე;
• ვალდებულების შეუსრულებლობაზე, რაც გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებით (პანდემია, ომი, რეგულაციების ცვლილება, კანონით განსაზღვრული სხვა გარემოება). ასეთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გადავადდება შესაბამისი შემაფერხებელი გარემოების არსებობის ვადით. თუ ვალდებულების გადავადება აზრს უკარგავს მის შესრულებას, მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ მომსახურების შეწყვეტაზე ინდივიდუალურად განსაზღვრული პირობებით.

7. ინტელექტუალური საკუთრება
ვებსაიტზე არსებული ყველა მასალა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. აკრძალულია მასალის კომერციული გამოყენება წერილობითი ნებართვის გარეშე.

8. წესების ცვლილება
კომპანია იტოვებს უფლებას განაახლოს წესები ნებისმიერ დროს. განახლებული ვერსია ძალაში შედის ვებსაიტზე გამოქვეყნების მომენტიდან.

9. მოქმედი სამართალი და დავები
წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავების შემთხვევაში მხარეები ცდილობენ დავის მოლაპარაკებით გადაჭრას. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს სასამართლოში.

10. პრიორიტეტულობა
მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება ამ წესების შესაბამისად. ამ წესებით განსაზღვრული პირობები წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების შემავსებელ პირობებს. ამასთან, თუ მომხმარებელთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ წესებისგან განსხვავებული პირობები, უპირატესობა ენიჭება მხარეთა შორის გაფორმებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას.