მთავარ კონტენტზე გადასვლა
Italian Business Excellence Management (IBEM)

Italian Business Excellence Management (IBEM)

26 მარტი 2026

იტალია2 კვირა15-18

სკოლის შესახებ

Sportech Academy ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია იტალიაში, რომელიც მოზარდებს პროფესიულ და სპორტულ საზაფხულო პროგრამებს სთავაზობს. სპეციალიზირებული პროგრამები მოზარდებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროფესიონალებთან, მიიღონ პრაქტიკული და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული ცოდნა.

აკადემია თანამშრომლობს 10-ზე მეტ წამყვან ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის და მედიცინის დარგში, მათ შორისაა: UNISR (Università Vita-Salute San Raffaele), Raffles Milano, AC Milan, Moncler, Teatro alla Scala, Congusto Institute, Dallara Academy, Armani Silos, Technogym, Fondazione Prada და Eataly.

სასწავლო პროგრამები მოიცავს ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტულ დარგებს:

ბიზნესი და მეწარმეობა
დიზაინი და მოდა
კულინარია
ინჟინერია
მედიცინა
ტექნოლოგიები
სპორტი (ფეხბურთი ან ჩოგბურთი)

მონაწილლები ისწავლიან წამყვან სპეციალისტებთან, გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს საკუთარი უნარების განვითარებისთვის. სასწავლო პროცესი აერთიანებს აკადემიურ და პრაქტიკულ სწავლას, სემინარებს, ვორქშოფებსა, დარგის წამყვან კომპანიებში და ინოვაციურ ჰაბებში ვიზიტებს რაც სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ კომბინაციას — აკადემიური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და მზადყოფნა წარმატებისთვის თანამედროვე პროფესიულ სამყაროში.

სპორტის მიმართულებით მოზარდებს ექნებათ წვრთნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად, განავითარებენ სპორტულ უნარებს, სტრატეგიულ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობას.

საცხოვრებელი

Aparto Student Residence 

მილანში ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტური საცხოვრებელი ქალაქის ცენტრში. კამპუსის ტერიტორიაზეა: კინოდარბაზი, ფიტნეს დარბაზი, იოგას ოთახი, ტერასები, გასართობი, მოსასვენებელი დასასწავლო სივრცეები.

  • ერთადგილიანი სტუდიოს ტიპის ოთახი საკუთარი სველი წერტილით, საშხაპით და პატარა სამზარეულოთი
  • საერთომოხმარებისსივრცეგანტვირთვისდა სოციალიზაციისათვის
  • კინოდარბაზი
  • ფიტნეს დარბაზი
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო  და  ყოველკვირეული  დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება (House parents)
  • Wi-Fi

საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამა

პროგრამა ტარდება ლომბარდიაში — იტალიის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ინდუსტრიულ რეგიონში — და აერთიანებს აკადემიურ სწავლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. მისი მიზანია სტუდენტებმა გაიღრმავონ ცოდნა ბიზნეს სტრატეგიის, ლიდერობის, ინოვაციების, მდგრადობისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით.

სასწავლო პროგრამა მოიცავს 30 საათიან თეორიულ  და 30 საათიან პრაქტიკულ სწავლებას.

სწავლების პროცესში სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებში და პრაქტიკულ სემინარებში. ექნებათ ვიზიტები წამყვან კომპანიებში, შეხვედრები დირექტორებთან (CEO), მეწარმეებთან და მენეჯერებთან, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას უშუალოდ გაეცნონ რეალურ ბიზნეს გარემოს.

აკადემიური პროგრამა შედგება ორი ძირითადი კურსისგან:

  1. ბიზნესის საფუძვლები (Business Foundations): რომელიც ფოკუსირებულია ლიდერობის, სტრატეგიის, ფინანსებისა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ ასპექტებზე
  2. პრაქტიკული გამოცდილება და ინდუსტრიული სიღრმეები (Practice & Industry Deep Dive): რაც გულისხმობს უშუალო ჩართულობას რეალურ ბიზნეს გარემოში — წამყვან იტალიურ კომპანიებსა და ინოვაციურ ჰაბებში ვიზიტებისა და პრაქტიკული ვორქშოფების მეშვეობით.

პროგრამის ძირითადი მიმართულებები:

  • Leadership & Entrepreneurial Mindset - ლიდერული თვისებების განვითარება
  • Strategy, Internationalization & Finance - ბიზნეს სტრატეგია და ფინანსები
  • Supply Chain & Sustainability - ფუფუნების საგნების ინდუსტრიაში მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანი მართვა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა
  • Industry Visits - ვიზიტები მოდის, ავტოინდუსტრიის, იახტების წარმოების, იუველირიისა და დიზაინის სფეროების ლიდერ ბრენდებთან

პროგრამა სრულდება ფინალური ჯგუფური პროექტით, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ბიზნეს გამოწვევაზე და მონაწილეებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გამოიყენონ პროგრამის განმავლობაში მიღებული ცოდნა.

კულტურული პროგრამა

აკადემიური ნაწილის გარდა, პროგრამა მოიცავს:

  • შეხვედრებს წარმატებულ მენეჯერებთან და CEO-ებთან.
  • ვიზიტებს მუზეუმებში, ინოვაციების ჰაბებსა და კრეატიულ სივრცეებში.
  • ერთობლივ სოციალურ აქტივობებს სხვა პროგრამების მონაწილეებთან
  • კულტურული პროგრამა და პროფესიული კონტაქტების გაფართოება(networking)

უპირატესობები

მომავალი პროფესიის გაცნობა
პრაქტიკული გამოცდილება

მოთხოვნები

  • პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ადგილობრივი კურატორების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიSportech Academy
ქვეყანაიტალია
ვიზიტებიდარგის წამყვან კომპანიებში
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი15-18
თარიღები
5 -18 ივლისი

ფასები

პროგრამის საფასური
5050EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • სასწავლო პროგრამას
  • პრაქტიკულ სემინარებს და ვორქშოფებს
  • სასწავლო მასალას
  • სერტიფიკატს
  • კომპანიებში ვიზიტებს
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • 24/7 სუპერვიზირებას
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა 

5

დოკუმენტები

საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება