
საზაფხულო სკოლა ბუდაპეშტში
27 ნოემბერი 2024
Business in Digital Era + Creative Arts
სკოლის შესახებ
One World - მა 2022 წელს საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან ტრადიციას - ჩვენ შევქმენით პირველი დამოუკიდებელი ქართული საზაფხულო სკოლა ევროპაში. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროპული საზაფხულო სკოლა სრულად ქართული კომპანიის მიერ იქნა ორგანიზებული. ბერლიცის (Berlitz) საერთაშორისო ენის სკოლასთან მრავალწლიანმა ნაყოფიერმა პარტნიორობამ მოგვცა საშუალება, 2025 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი სტანდარტის სასწავლო, კულტურული და გასართობი პროგრამები. ამ ოთხი წლის განმავლობაში უამრავმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა ბუდაპეშტის სკოლაში.
2026 წლიდან პროგრამა გადადის განვითარების შედმგომ ეტაპზე. წლევანდელი პროგრამა განხორციელდება ჩვენს პარტნიორ ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტთან Budapest Metropolitan University (METU) - თან თანამშრომლობით.
ლექციები ტარდება METU - ში, უნგრეთის ყველაზე დიდ კერძო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტს აქვს მრავალფეროვანი აკადემიური პორტფოლიო ბიზნესის, კომუნიკაციის, ტურიზმისა და ვიხზუალური ხელოვნების მიმართულებით. უნივერსიტეტი არის Arizona State University-ის (ASU) პარტნიორი.
მონაწილეები გაიუმჯობესებენ არა მხოლოდ ინგლისური ენის უნარებს, არამედ შეისწავლიან ინოვაციური ბიზნესის საფუძვლებს და დაესწრებიან კრეატიული ხელოვნების ინტერაქტიურ ლექციებს.
პროგრამის მონაწილეები განთავსდებიან ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის, Central European University (CEU) - ს თანამედროვე და კომფორტულ რეზიდენციაში.საცხოვრებელი
მონაწილეები იცხოვრებენ უნივერსიტეტის პარტნიორ სტუდენტურ საცხოვრებელში CEU Residence Center, რომელიც მდებარეობს METU-ს კამპუსიდან ტრანსპორტით 15 წუთის სავალ მანძილზე. მონაწილეები განთავსდებიან ორადგილიან ოთახებში. ყველა ოთახს აქვს საკუთარი სველი წერტილი. ოთახებში ბავშვების განაწილება ხდება სქესის და ასაკის მიხედვით.
- ორადგილიანი ნომრები ინდივიდუალური სველი წერტილით
- პროგრამაში შედის ორჯერადი კვება, საუზმე და ლანჩი.
*მესამე კვებისთვის მონაწილეებს შეეძლებათ CEU-ს კაფეტერიით სარგებლობა, საორიენტაციო ხარჯი - 10 ევრო ერთი კვება. - 24/7-ზე მიმღების და ტექნიკური პერსონალის მომსახურება
უფასო Wi-Fi - სადღეღამისო დაცვის სამსახური
- საერთო სამზარეულო და მყუდრო მისაღები სივრცეები
- ფეხბურთის, კალათბურთისა და ჩოგბურთის მოედნები,
- ბილიარდი, პინგპონგი, მაგიდის ფეხბურთი
- თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ტრენაჟორების დარბაზი
- დამატებითი მომსახურება (ფასიანი): სამრეცხაო სივრცე
სასწავლო პროგრამა
კომბინირებულ პროგრამა - Business in Digital Era + Creative Art
ლექციებს კითხულობენ უნივერსიტეტის ლექტორები. პროგრამა ადაპტირებულია მოზარდებზე.
რვა ლექცია, დღეში 3 საათი:
Business in Digital Era - 6 ლექცია
Creative Art - 2 ლექცია
Business in Digital Era (ბიზნესი ციფრულ სამყაროში)
პროგრამა ორიენტირებულია სტარტაპების შექმნისა და ბრენდების წარმატების სტრატეგიების შესწავლაზე. კურსის განმავლობაში განიხილება მეწარმეობა, მარკეტინგი, ინოვაციები და ციფრული ბიზნესი ინტერაქტიური მეთოდოლოგიით. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით და ჯგუფური აქტივობების მეშვეობით, ხდება კრეატიული იდეების გარდაქმნა რეალურ ბიზნეს კონცეფციებად. სტუდენტები იღებენ სიღრმისეულ ცოდნას თანამედროვე ბიზნეს მოდელების, ბრენდინგისა და ციფრული ინოვაციების შესახებ პრაქტიკული ვორქშოფებისა და ქეისების (Case studies) გამოყენებით.
Creative Art (კრეატიული ხელოვნება)
პროგრამა ფოკუსირებულია ციფრულ შემოქმედებასა და ვიზუალიზაციაზე. კურსი მოიცავს ექსპერიმენტებს ციფრულ ხელოვნებაში, დიზაინსა და იმ შემოქმედებით ინსტრუმენტებში, რომლებიც გამოიყენება გრაფიკულ დიზაინში, მედიასა და ანიმაციაში. სასწავლო პროცესი ასახავს იდეების ვიზუალურ ისტორიებად გარდაქმნის გზებს და ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სინთეზს. სესიები შემუშავებულია METU-ს ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამების მიხედვით, რაც ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას, თვითგამოხატვასა და ინოვაციურ ექსპერიმენტებს ციფრულ გარემოში.
სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.
უნივერსიტეტის შესახებ
Budapest Metropolitan University (METU) არის უნგრეთის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს დაახლოებით 7,000 სტუდენტი, მათ შორის 1,100-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. METU გამოირჩევა მრავალფეროვანი აკადემიური პორტფოლიოთი ბიზნესის, კომუნიკაციის, ტურიზმისა და ხელოვნების მიმართულებით. უნივერსიტეტი არის Arizona State University-ის (ASU) გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. METU სთავაზობს სტუდენტებს თანამედროვე შენობებს, მეგობრულ ატმოსფეროსა და უახლეს ტექნოლოგიებს (მათ შორის 400-ზე მეტ კომპიუტერულ სადგურს, მულტიმედია ბიბლიოთეკას, რადიო და ტელე-სტუდიებს).
კულტურული პროგრამა
- ტურები გიდების თანხლებით: Buda Castle District, Bécsi Kapu – Mathias Church – Fisherman bastion, Dísz tér, Karmelita, Sándor Palace, Budavári Palace, Castle garden Bazaar, Vörösmarty Square, Váci Street, Deák Ferenc Square, Erzsébet Bridge, Párizsi Udvar, Szechenyi square, Stephen’s Basilica;
- ვიზიტები: Museum of Illusions, VR Vidámpark ვირტუალური რეალობის ცენტრი, Heroes Square, Városliget, ზოოპარკი, House of Music, Margaret Island
- შოპინგის დღე და აქტივობები პარკში
კვება
ღირებულება მოიცავს ორჯერად კვებას: საუზმე, სადილი
საუზმე:
შვედური მაგიდა საცხოვრებლის ტერიტორიაზე: კვერცხი, სოსისი, ბურღულეული, სხვადასხვა სახის პური, ყველი და შაშხი, ხილი, ბოსტნეული.
სადილი:
სერვირდება METU-ს კაფეტერიაში, ლექციების შემდეგ.
ვახშამი:
მონაწილეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ საკვები CEU-ს კაფეტერიის მენიუდან. თითო კვებისთვის რეკომენდირებული თანხა - 10 ევრო.
სკოლა ითვალისწინებს დიეტურ პრეფერენციებსა და ალერგიებს.
უპირატესობები
მოთხოვნები
- ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- CEU Residence Center - ში მუშაობს 24 საათიანი დაცვის სამსახური
- ყველა კულტურული პროგრამა და ექსკურსია ტარდება METU-ის მენტორების და ჯგუფის ლიდერების თანხლებით
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- საცხოვრებლის ტერიტორიაზე აკრძალულია ხმაური ღამის 10 საათის შემდეგ
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- Central European University (CEU) - ს საცხოვრებელს ორჯერადი კვებით
- აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
- უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამას
- სასწავლო მასალას
- METU - ს და One World - ის სერტიფიკატებს
- ჯგუფის კურატორის 24 საათიან მეთვალყურეობას
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათს
- საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
- ექსკურსიებს და შემეცნებით აქტივობებს
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ფორმის შევსება და 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე სრულად გადახდა
დოკუმენტები
ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება