
Design Summer Program in Raffles Milano International Design Institute
31 მარტი 2026
სკოლის შესახებ
Sportech Academy ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია იტალიაში, რომელიც მოზარდებს პროფესიულ და სპორტულ საზაფხულო პროგრამებს სთავაზობს. სპეციალიზირებული პროგრამები მოზარდებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროფესიონალებთან, მიიღონ პრაქტიკული და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული ცოდნა.
აკადემია თანამშრომლობს 10-ზე მეტ წამყვან ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის და მედიცინის დარგში, მათ შორისაა: Raffles Milano, AC Milan, Moncler, Teatro alla Scala, Congusto Institute, UNISR (Università Vita-Salute San Raffaele), Dallara Academy, Armani Silos, Technogym, Fondazione Prada და Eataly.
სასწავლო პროგრამები მოიცავს ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტულ დარგებს:
დიზაინის საზაფხულო სკოლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინის და მოდის ინსტიტუტის ბაზაზე — Raffles Milano International Design Institute-ში გაიმართება. მონაწილეები ისწავლიან წამყვან სპეციალისტებთან, გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს საკუთარი უნარების განვითარებისთვის.
სასწავლო პროცესი აერთიანებს აკადემიურ და პრაქტიკულ სწავლას, სემინარებს, ვორქშოფებსა, დარგის წამყვან კომპანიებში და ინოვაციურ ჰაბებში ვიზიტებს რაც სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ კომბინაციას — აკადემიური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და მზადყოფნა წარმატებისთვის თანამედროვე პროფესიულ სამყაროში.
სპორტის მიმართულებით მოზარდებს ექნებათ წვრთნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად, განავითარებენ სპორტულ უნარებს, სტრატეგიულ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობას.
საცხოვრებელი
Aparto Student Residence
მილანში ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტური საცხოვრებელი ქალაქის ცენტრში. კამპუსის ტერიტორიაზეა: კინოდარბაზი, ფიტნეს დარბაზი, იოგას ოთახი, ტერასები, გასართობი, მოსასვენებელი დასასწავლო სივრცეები.
- ერთადგილიანი სტუდიოს ტიპის ოთახი საკუთარი სველი წერტილით, საშხაპით და პატარა სამზარეულოთი
- საერთო მოხმარების სივრცე განტვირთვის და სოციალიზაციისათვის
- კინოდარბაზი
- ფიტნეს დარბაზი
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- 24/7 სუპერვიზირება (House parents)
- Wi-Fi
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინის და მოდის ინსტიტუტის ბაზაზე — Raffles Milano International Design Institute ჩატარდება. პროგრამის ბოლოს მონაწილეებს მიენიჭებათ კრედიტები (4 ECTS), რომელიც მოდის დარგში ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ნებისმიერი უნივერსიტეტის მიერ იქნება აღიარებული.
სასწავლო პროგრამა მოიცავს 15 საათიან თეორიულ და 15 საათიან პრაქტიკულ სწავლებას.
პროგრამა აერთიანებს თეორიულ მომზადებასა და ინტენსიურ პრაქტიკულ საქმიანობას. ბავშვები გაეცნობიან ინტერიერის და პროდუქტის დიზაინის ძირითად პრინციპებს, შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების და ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებას უნიკალური ვიზუალების შესაქმნელად. იმუშავებენ პროფესიულ გარემოში სფეროს ექსპერტებთან ერთად, განავითარებენ ინოვაციური დიზაინის კონცეფციებს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო კამპუსი მოიცავს ფოტოგრაფიის, მოდისა და დიზაინის ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას და კომფორტულ საერთო სივრცეებს.
აკადემიური პროგრამა შედგება ორი ძირითადი კურსისგან:
-
ინტერიერის დიზაინი (Interior Design)• ინტერიერის დიზაინის საფუძვლები: ფერი, განათება, სივრცე, ბალანსი და პროპორციები• კრეატიული კონცეფციების შექმნა• ხელოვნული ინტელექტი დიზაინში• პრაქტიკული პროექტები
-
პროდუქტის დიზაინი (Product Design)• პროდუქტის დიზაინის ძირითადი პრინციპები - ფუნქციონალი, ესთეტიკა და მომხმარებლის გამოცდილება• პროდუქტის დიზაინის შექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით• ესკიზების შექმნა და პროტოტიპირება
კულტურული პროგრამა
აკადემიური ნაწილის გარდა, პროგრამა მოიცავს:
უპირატესობები
მოთხოვნები
- პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ადგილობრივი კურატორების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- სასწავლო პროგრამას
- პრაქტიკულ სემინარებს და ვორქშოფებს
- სასწავლო მასალას
- სერტიფიკატს
- კომპანიებში ვიზიტებს
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- 24/7 სუპერვიზირებას
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება