
სკოლის შესახებ
Sportech Academy ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია იტალიაში, რომელიც მოზარდებს პროფესიულ და სპორტულ საზაფხულო პროგრამებს სთავაზობს. სპეციალიზირებული პროგრამები მოზარდებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროფესიონალებთან, მიიღონ პრაქტიკული და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული ცოდნა.
აკადემია თანამშრომლობს 10-ზე მეტ წამყვან ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის და მედიცინის დარგში, მათ შორისაა: Dallara Academy, UNISR (Università Vita-Salute San Raffaele), Raffles Milano, AC Milan, Moncler, Teatro alla Scala, Congusto Institute, Armani Silos, Technogym, Fondazione Prada და Eataly.
სასწავლო პროგრამები მოიცავს ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტულ დარგებს:
სპორტის მიმართულებით მოზარდებს ექნებათ წვრთნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად, განავითარებენ სპორტულ უნარებს, სტრატეგიულ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობას.
ბავშვებს ვარჯიშები ჩაუტარდებათ იტალიის ერთ-ერთ ცნობილ საჩოგბურთე ბაზაზე - საწვრთნელ კომპლექსში, სადაც პროფესიონალი მოთამაშეები და ეროვნული გუნდები საერთაშორისო ტურნირებისთვის ემზადებოდნენ.
სასწავლო პროგრამების მონაწილეები ისწავლიან წამყვან სპეციალისტებთან, გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს საკუთარი უნარების განვითარებისთვის. სასწავლო პროცესი აერთიანებს აკადემიურ და პრაქტიკულ სწავლას, სემინარებს, ვორქშოფებსა, დარგის წამყვან კომპანიებში და ინოვაციურ ჰაბებში ვიზიტებს რაც სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ კომბინაციას — აკადემიური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და მზადყოფნა წარმატებისთვის თანამედროვე პროფესიულ სამყაროში.
საცხოვრებელი
Hotel Le Balze
ბავშვები იცხოვრებენ 4 ვარსკვლავიან სასტუმრო Hotel Le Balze-ში, რომელიც სპეციალურად საჩოგბურთო წვრთნებისთვისაა შექმნილი. საცხოვრებელი აღჭურვილია სპორტული და თანამედროვე ინფრასტრუქტურით - ჩოგბურთის კორტები, სპეციალური სივრცეები დასვენებისთვის და ფიზიკური აღდგენისთვის.
- ორ ან სამადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილით, საშხაპით
- საერთო მოხმარების სივრცე განტვირთვის და სოციალიზაციისათვის
- ჩოგბურთის კორტები
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- 24/7 სუპერვიზირება
- Wi-Fi
ვარჯიშები და წვრთნები
ბავშვებს ვარჯიშები ჩაუტარდებათ იტალიის ერთ-ერთ ცნობილ საჩოგბურთე ბაზაზე - საწვრთნელ კომპლექსში, სადაც პროფესიონალი მოთამაშეები და ეროვნული გუნდები საერთაშორისო ტურნირებისთვის ემზადებოდნენ
პროგრამა მოიცავს საჩოგბურთო წვრთნებს - 30/35 საათი
- ვარჯიშები ცნობილ იტალიელ ჩოგბურთელებთან
- ინდივიდუალური ვარჯიშები
- ფსიქოლოგიური და მენტალური მომზადება
- ტურნირები და ამხანაგური მატჩები
- ვარჯიშების ვიდეო ჩანაწერი და ანალიზი
- ტაქტიკური მომზადების ვორქშოფი
მონაწილეები ივარჯიშებენ ცნობილ იტალიელ ჩოგბურთელებთან იანიკ სინერთან და ლორენცო მუსეტთან ერთად, გაიუმჯობესებენ ტექნიკურ და ინდივიდუალურ უნარებს, ექნებათ ტურნირები და ამხანაგური მატჩები, თამაშების ვიდეო გადაღება და ანალიზი, გაივლიან ფსიქოლოგიურ და მენტალურ მომზადებას. სპეციალურად ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის შექმნილი კვების რაციონი კი უზრუნველყოფს ბავშვების ჯანმრთელ ზრდას და სპორტული შედეგების გაუმჯობესებას
კულტურული პროგრამა
აკადემიური ნაწილის გარდა, პროგრამა მოიცავს:
უპირატესობები
მოთხოვნები
- პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ადგილობრივი კურატორების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან
- საცხოვრებელში, ვარჯიშებზე და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით (სპეციალური კვება სპორტსმენებისთვის)
- ვარჯიშებს ცნობილ იტალიელ ჩოგბურთელებთან
- ვარჯიშების ვიდეო ჩანაწერს და ანალიზს
- ამხანაგურ მატჩებს
- ექსკურსიებს
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- 24/7 სუპერვიზირებას
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება