
სკოლის შესახებ
Sportech Academy ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია იტალიაში, რომელიც მოზარდებს პროფესიულ და სპორტულ საზაფხულო პროგრამებს სთავაზობს. სპეციალიზირებული პროგრამები მოზარდებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროფესიონალებთან, მიიღონ პრაქტიკული და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული ცოდნა.
აკადემია თანამშრომლობს 10-ზე მეტ წამყვან ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის და მედიცინის დარგში, მათ შორისაა: Congusto Institute, UNISR (Università Vita-Salute San Raffaele),Teatro alla Scala, Raffles Milano, AC Milan, Moncler, Dallara Academy, Armani Silos, Technogym, Fondazione Prada და Eataly.
სასწავლო პროგრამები მოიცავს ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტულ დარგებს:
კულინარიის ხელოვნების საზაფხულო სკოლა იტალიის ერთ - ერთი საუკეთესო სკოლის Congusto Institute-ის ბაზაზე ჩატარდება. პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ პრაქტიკული გამოცდილება იტალიური კულინარიის, ცხობისა და საკონდიტრო ხელოვნების მიმართულებით, იმუშავებენ იტალიის წამყვან შეფებთან და საკონდიტრო ხელოვნების ექსპერტებთან, გაიუმჯობესებენ კრეატიულ და ტექნიკურ უნარებს.
სასწავლო პროცესი აერთიანებს აკადემიურ და პრაქტიკულ სწავლას, სემინარებს, ვორქშოფებსა, დარგის წამყვან კომპანიებში და ინოვაციურ ჰაბებში ვიზიტებს რაც სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ კომბინაციას — აკადემიური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და მზადყოფნა წარმატებისთვის თანამედროვე პროფესიულ სამყაროში.
სპორტის მიმართულებით მოზარდებს ექნებათ წვრთნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად, განავითარებენ სპორტულ უნარებს, სტრატეგიულ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობას.
საცხოვრებელი
Aparto Student Residence
მილანში ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტური საცხოვრებელი ქალაქის ცენტრში. კამპუსის ტერიტორიაზეა: კინოდარბაზი, ფიტნეს დარბაზი, იოგას ოთახი, ტერასები, გასართობი, მოსასვენებელი დასასწავლო სივრცეები.
- ერთადგილიანი სტუდიოს ტიპის ოთახი საკუთარი სველი წერტილით, საშხაპით და პატარა სამზარეულოთი
- საერთო მოხმარების სივრცე განტვირთვის და სოციალიზაციისათვის
- კინოდარბაზი
- ფიტნეს დარბაზი
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- 24/7 სუპერვიზირება (House parents)
- Wi-Fi
სასწავლო პროგრამა
კულინარიის ხელოვნების საზაფხულო სკოლა იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლის Congusto Institute-ის ბაზაზე ჩატარდება.
სასწავლო პროგრამა მოიცავს 40 საათიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ პრაქტიკული გამოცდილება იტალიური კულინარიის, ცხობისა და საკონდიტრო ხელოვნების მიმართულებით.
ბავშვები იმუშავებენ იტალიის წამყვან შეფებთან და საკონდიტრო ხელოვნების ექსპერტებთან, გაიუმჯობესებენ კრეატიულ და ტექნიკურ უნარებს, იმუშავებენ სხვადასხვა ტექსტურასა და ინგრედიენტებზე, დაესწრებიან პროდუქტის დეტალური დამუშავების პროცესს, გაეცნობიან კულინარიულ და სტუმარმასპინძლობის თანამედროვე კონცეფციებს.
საკლასო ოთახები მოწყობილია პროფესიონალური სამზარეულოსა და საკონდიტრო ლაბორატორიის სტანდარტების შესაბამისად.
პროგრამას აქვს ორი აკადემიური მიმართულება:
-
იტალიური სამზარეულო და კულინარიული ინოვაციები• იტალიური კულინარიის ძირითადი პრინციპების გაცნობა• კერძების მომზადების პროცედურები და პრეზენტაციის ტექნიკები• პასტის მომზადების ტექნოლოგია• ვიზიტი ადგილობრივ ბაზარში და ინგრედიენტების შერჩევის ვორქშოფი• რესტორნების ბიზნეს-მოდელებისა და თანამედროვე კულინარული კონცეფციების მიმოხილვა• ყველის კულტურისა და საკონდიტრო ხელოვნების საფუძვლები: ტირამისუს მომზადება• პიცისა და ფოკაჩას მასტერ-კლასი• ბოსტნეულის დაჭრისა და თერმული დამუშავების ტექნიკები• ტრადიციული აპეტაიზერების რეცეპტების შესწავლა• საგანმანათლებლო დეგუსტაციური ბუფეტი• სტუდენტებს შორის კულინარიული კონკურსი
-
იტალიური გასტრონომია და კვების ბიზნესი• დეგუსტაცია: გემოების სპექტრი — ტკბილიდან მჟავემდე• თანამედროვე ტექნიკები რთული დესერტების მომზადებაში• სუპებისა და შიგთავსიანი პასტების შექმნა (აგნოლოტი, ტორტელი, ნეაპოლიტანური რაგუ)• ვიზიტი არტიზანული ჯელატერიაში და რესტორნების ბიზნეს-მოდელებისა გაცნობა• ფოკაჩასა და პიცის მასტერ-კლასი• იტალიური რეგიონული სამზარეულოს სპეციალიტეტების მომზადება (მაგ., არანჩინი)• ბოსტნეულთან მუშაობის პრაქტიკული უნარები• პრაქტიკული სწავლება - გასტრონომიული ფოტოგრაფია• სტუდენტებს შორის კულინარიული კონკურსი
კულტურული პროგრამა
აკადემიური ნაწილის გარდა, პროგრამა მოიცავს:
უპირატესობები
მოთხოვნები
- პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ადგილობრივი კურატორების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- სასწავლო პროგრამას
- ვორქშოფებს და სემინარებს
- სასწავლო მასალას
- სერტიფიკატს
- ექსკურსიებს
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- 24/7 სუპერვიზირებას
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება