
სკოლის შესახებ
Village Camps შვეიცარიაში დაფუძნებული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 50 წელზე მეტია აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებსა და თინეიჯერებს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებში — შვეიცარიაში, ავსტრიაში და პორტუგალიაში.
სასწავლო პროგრამები მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და რეკრეაციულ აქტივობებს, რომლებიც აერთიანებს სწავლას, თავგადასავალსა და პიროვნულ განვითარებას და ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობას, გუნდურ მუშაობას და კულტურულ ინტეგრაციას, რაც ახალგაზრდებს ამზადებს საერთაშორისო გარემოში წარმატებისთვის.
Village Camps ოპერირებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და ფლობს საკუთარ ინფრასტრუქტურას შვეიცარიაში, მათ შორის ცნობილ Swiss Alpine Centre-ს Leysin-ში, რომელიც მდებარეობს ალპებში და უზრუნველყოფს უსაფრთხო და შთამბეჭდავ გარემოს საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
Village Camps განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას — კვალიფიციური პერსონალი, მათი ინტენსიური ტრენინგი და მაღალი ზედამხედველობის სტანდარტები უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის დაცულ და კომფორტულ გარემოს.
პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის:
• ლიდერობის პროგრამა (Leadership Camp)
• ლაბორატორიული მკვლევარები (Lab Explorers Camp)
• თინეიჯერთა სათავგადასავლო ბანაკი (Adventure Camp)
• ინგლისური ან ფრანგული ენის ბანაკები (Language Camp)
• სპორტული ბანაკი (Sports Camp)
• ჩოგბურთის ბანაკი (Tennis Camp)
• სერფინგის ბანაკი (Surf Camp)
საცხოვრებელი
Kitzsteinhorn Klub
უნიკალური ოჯახური სასტუმრო ცელერის ტბიდან რამდენიმე წუთის სავალზე. სასტუმროს ტერიტორიაზეა სპორტული მოედნები, საცურაო აუზი და საერთო ოთახები თამაშებისთვის და დასვენებისთვის.
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა მოზარდებისთვის, რომლებიც სურთ განივითარონ ლიდერული უნარები, თავდაჯერებულობა და დამოუკიდებელი აზროვნება საერთაშორისო გარემოში.
სპეციალურად შექმნილი სესიები, მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებს, გუნდურ გამოწვევებს და ინტერაქტიულ ვორქშოფებს.
პროგრამის მთავარი მიზანია მონაწილეებს დაეხმაროს შემდეგი უნარების განვითარებაში:
- ლიდერობა და პასუხისმგებლობა
- კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
- მიზნების დასახვა და მიღწევის სტრატეგიები
- კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნება
- თვითდაჯერებულობა და ინიციატივა
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:
- დაესწრებიან საერთაშორისო სპიკერების პრეზენტაციებს
- მონაწილეობას მიირებენ ლიდერულ თამაშებსა და ქეის-სტადი აქტივობებში
- იმუშავებენ გუნდებში სხვადასხვა გამოწვევის გადასაჭრელად
კულტურული პროგრამა
კულტურულ/შემეცნებითი პროგრამა მოიცავს:
ექსკურსიები:
- ზალცბურგი - Hellbrunn-ის სასახლე და ქალაქის ტური
- ზიგმუნდ ტუნ კლამი (Sigmund Thun Klamm)
- კრიმლის ჩანჩქერები (Krimml Waterfalls)
- ღამის გათევა მთის ქოხში (Mountain Hut Overnight)
გარე აქტივობები (რეგიონში):
- ლაშქრობისა და ველოსიპედის ბილიკები
- წყალზე სასრიალო ფიცარი (Paddle boarding) და კაიაკინგი
- ვინდსერფინგი
- რესტორნებისა და მაღაზიების მონახულება
- მინი გოლფი
- ადგილობრივი ვიზიტები
საღამოს აქტივობები:
- დისკოთეკები
- შიდა ოლიმპიადა
- ნივთების ძიება (Scavenger Hunt)
- ნიჭიერთა საღამო
- ბანაკის კოცონი
- კარნავალის საღამო
- კარაოკე საღამო
- კინო საღამო (Movie Madness)
- ბოულინგი
უპირატესობები
მოთხოვნები
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
- გადამზადებული სამაშველო პერსონალი
- სანაპიროზე უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- სტუდენტურ საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- ლიდერობის სასწავლო პროგრამა
- ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
- 24 საათიან სუპერვიზირებას
- აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
დარჩენილი თანხის გადახდა 1 მაისამდე
დოკუმენტები
საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება