მთავარ კონტენტზე გადასვლა
მედიცინის საზაფხულო სკოლა

მედიცინის საზაფხულო სკოლა

2 აპრილი 2026

მილანი1 ან 2 კვირა15-18

სკოლის შესახებ

Sportech Academy ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია იტალიაში, რომელიც მოზარდებს პროფესიულ და სპორტულ საზაფხულო პროგრამებს სთავაზობს. სპეციალიზირებული პროგრამები მოზარდებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროფესიონალებთან, მიიღონ პრაქტიკული და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული ცოდნა.

აკადემია თანამშრომლობს 10-ზე მეტ წამყვან ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის და მედიცინის დარგში, მათ შორისაა: UNISR (Università Vita-Salute San Raffaele), Teatro alla Scala, Raffles Milano, AC Milan, Moncler, Congusto Institute, Dallara Academy, Armani Silos, Technogym, Fondazione Prada და Eataly.

სასწავლო პროგრამები მოიცავს ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტულ დარგებს:

• მედიცინა
• სასცენო ხელოვნება და ოპერა
• დიზაინი და მოდა
• ბიზნესი და მეწარმეობა
• კულინარია
• ინჟინერია
• ტექნოლოგიები
• სპორტი (ფეხბურთი ან ჩოგბურთი)

სამედიცინო საზაფხულო პროგრამა ტარდება UNISR-ში (Università Vita-Salute San Raffaele) — იტალიის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტში. მონაწილეები პრაქტიკოს ექიმებთან და სპეციალისტებთან ერთად სიმულაციურ დიაგნოსტიკურ პრაქტიკებში ჩაერთვებიან. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში გაივლიან CPR-ის, ნაკერების დადების, ულტრაბგერითი კვლევის ტრენინგებს და გამოიმუშავებენ მნიშვნელოვან უნარებს გადაუდებელ დახმარებასა და პაციენტის მოვლაში.

სასწავლო პროცესი აერთიანებს აკადემიურ და პრაქტიკულ სწავლას, სემინარებს, ვორქშოფებსა, დარგის წამყვან კომპანიებში და ინოვაციურ ჰაბებში ვიზიტებს რაც სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ კომბინაციას — აკადემიური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და მზადყოფნა წარმატებისთვის თანამედროვე პროფესიულ სამყაროში.

სპორტის მიმართულებით მოზარდებს ექნებათ წვრთნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად, განავითარებენ სპორტულ უნარებს, სტრატეგიულ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობას.

საცხოვრებელი

Aparto Student Residence 

მილანში ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტური საცხოვრებელი ქალაქის ცენტრში. კამპუსის ტერიტორიაზეა: კინოდარბაზი, ფიტნეს დარბაზი, იოგას ოთახი, ტერასები, გასართობი, მოსასვენებელი დასასწავლო სივრცეები.

  • ერთადგილიანი სტუდიოს ტიპის ოთახი საკუთარი სველი წერტილით, საშხაპით და პატარა სამზარეულოთი
  • საერთომოხმარებისსივრცეგანტვირთვისდა სოციალიზაციისათვის
  • კინოდარბაზი
  • ფიტნეს დარბაზი
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო  და  ყოველკვირეული  დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება (House parents)
  • Wi-Fi

საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამა

პროგრამა ტარდება UNISR-ში (Università Vita-Salute San Raffaele) — იტალიის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც გამოირჩევა სწავლებისა და კვლევის მაღალ დონეზე ინტეგრაციით.

უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი მჭიდრო კავშირი მსოფლიოში ცნობილ San Raffaele Research Hospital-თან, რომელიც თანამედროვე სამედიცინო და სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთი ლიდერია.

სასწავლო პროგრამა მოიცავს 50 საათიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

მონაწილეები პრაქტიკოს ექიმებთან და სპეციალისტებთან ერთად სიმულაციურ დიაგნოსტიკურ პრაქტიკებში ჩაერთვებიან. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში გაივლიან CPR-ის, ნაკერების დადების, ულტრაბგერითი კვლევის ტრენინგებს და გამოიმუშავებენ მნიშვნელოვან უნარებს გადაუდებელ დახმარებასა დაპაციენტის მოვლაში.

ლექციები და თეორიული სწავლება
ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესავალი
ნეირომეცნიერების შესავალი
სამედიცინო ფსიქოლოგიის შესავალი
ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა — კომუნიკაციის უნარები ჯანდაცვაში
კარდიოლოგიისა და რადიოლოგიის შესავალი
ქირურგიის შესავალი
გინეკოლოგიის შესავალი
ინფექციური დაავადებები
ეპიდემიოლოგიისა და დაავადებების შესავალი
ონკოლოგიისა და სამედიცინო კვლევის შესავალი
 ლაბორატორიები და პრაქტიკული სწავლება
• უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია
ნევროლოგიური ლაბორატორია: რეფლექსები და მონიტორინგი
ვორქშოფები
• რენტგენი (X-ray) და ულტრაბგერა
სიმულაციები და პრაქტიკული ტრენინგი
ტრავმა და პირველადი სამედიცინო დახმარება
ანესთეზიის მართვის ვორქშოფი
ეპიდემიოლოგიური სიმულაცია: დაავადების გავრცელების კვლევა

კლინიკურ მომზადებასთან ერთად სტუდენტები გაეცნობიან მედიცინისა და ჯანდაცვის საფუძვლებს. პროგრამის აკადემიური ნაწილი მოიცავს საერთაშორისო სამედიცინო ფაკულტეტზე ჩარიცხვის ტესტისთვის (IMAT) მომზადებას.

კულტურული პროგრამა

აკადემიური ნაწილის გარდა, პროგრამა მოიცავს:

ვიზიტები მილანის წამყვანი სამედიცინო ცენტრებში
მედიცინის სპეციალისტების პროფესიული სემინარები
მილანის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობების დათვალიერება
ექსკურსია კომოს ტბაზე

უპირატესობები

მომავალი პროფესიის გაცნობა
პრაქტიკული გამოცდილება

მოთხოვნები

  • პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ადგილობრივი კურატორების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიSportech Academy
ქვეყანაიტალია
ქალაქიმილანი
ენებიინგლისური
ხანგრძლივობა1 ან 2 კვირა
ასაკი15-18
თარიღები
5-18 ივლისი

ფასები

1 კვირიანი პროგრამის საფასური
2750EUR
2 კვირიანი პროგრამის საფასური
5050EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • სასწავლო პროგრამას
  • ლექციებს, სემინარებს, კვლევებს, ვორქშოფებს
  • სასწავლო მასალას
  • სერტიფიკატს
  • ექსკურსიებს
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • 24/7 სუპერვიზირებას
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა 

5

დოკუმენტები

საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება