
პროფესიული საზაფხულო პროგრამები ლონდონში
20 აპრილი 2026
სკოლის შესახებ
საზაფხულო სკოლა ლონდონში, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის University College London (UCL)-ის ბაზაზე, რომელიც 2026 წლის QS მსოფლიო უნივერსიტეტთა რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.
პროგრამა შექმნილია Malvern International-ის ჯგუფში შემავალი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის Innovative Summer Academy-ის მიერ, რომელიც 25 წელზე მეტია მოზარდებს სთავაზობს მაღალი სტანდარტების პროგრამებს: ინგლისური ენის სკოლებს, პროფესიულ და პრაქტიკაზე დამყარებულ მოკლე პროგრამებს.
სასწავლო კურსი აერთიანებს მაღალი დონის აკადემიურ და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების (Project Based Learning – PBL) მეთოდოლოგიას, რაც მიზნად ისახავს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას. ინდივიდუალური კონსულტაციების, ლაბორატორიული ექსპერიმენტების, ინტერაქტიული ვორქშოფების და ექსპერტების მიერ წარმართული სემინარების მეშვეობით, სტუდენტები მიიღებენ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას სხვადასხვა კარიერული მიმართულებების შესახებ.
საცხოვრებელი
მონაწილეები იცხოვრებენ ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტურ საცხოვრებელში ლონდონის საუნივერსიტეტო უბანში - Bloomsbury (Zone 1). კამპუსიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ღირშესანიშნაობები.
Garden Hall - უსაფრთხო და თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი
- ერთადგილიანი ნომრები ინდივიდუალური სველი წერტილით, საშხაპითა და Queen size საწოლით.
- თითოეულ ოთახში განთავსებულია სამუშაო მაგიდა, ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა.
- ბავშვებისთვის გამოყოფილი საერთო მოხმარების სივრცე განტვირთვის და სოციალიზაციისათვის.
- ხელმისაწვდომია თამაშების და მუსიკის ოთახები, კინოთეატრი
- კამპუსის წინ არის დიდი გამწვანებული სივრცეები და პარკი
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- უფასო Wi-Fi
- 24/7-ზე მიმღების და ტექნიკური პერსონალის მომსახურება
- სადღეღამისო დაცვის სამსახური
სასწავლო პროგრამა
პროგრამის განმავლობაში ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ ვორქშოფებში ლონდონის წამყვან უნივერსიტეტებსა და კომპანიებში. ასევე ისწავლიან მოწვეულ ლექტორებთან აკადემიკოსებთან ისეთი უნივერსიტეტებიდან როგორებიცაა Cambridge University, Imperial College London, King’s College და University of Edinburgh.
ინდივიდუალური კონსულტაციების, ლაბორატორიული ექსპერიმენტების, ინტერაქტიული ვორქშოფების და ექსპერტების მიერ წარმართული სემინარების მეშვეობით, სტუდენტები მიიღებენ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას სხვადასხვა კარიერული მიმართულებების შესახებ.
Capstone Project პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც სწავლას რეალურ გამოწვევად გარდაქმნის. აკადემიური წრეებისა და ინდუსტრიის ექსპერტების წინაშე, სტუდენტები ქმნიან ინოვაციურ პროექტებს თავიანთ სფეროში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე პრეზენტაციების, პოსტერების, მოდელების ან პროტოტიპების მეშვეობით.
Business, Finance and Enterprise - სტუდენტები გაეცნობიან ბიზნესის ძირითად მიმართულებებს - მენეჯმენტს, მარკეტინგს და ფინანსებს. ისწავლიან ფინანსურ მართვასა და მეწარმეობას, გაეცნობიან ბიზნეს დინამიკას, ფინანსურ სისტემებსა და მეწარმეობრივ სტრატეგიებს.
Computer Science and Artificial Intelligence - სტუდენტები სიღრმისეულად გაეცნობიან კომპიუტერული მეცნიერების ძირითად მიმართულებებს, მათ შორის პროგრამირებას, მონაცემთა ანალიზსა და მანქანურ სწავლებას. შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის ტექნიკურ, ეთიკურ და სოციალურ ასპექტებს.
Engineering and Science - სტუდენტები გაეცნობიან ინჟინერიის ძირითად კონცეფციებს - მექანიკური, ქიმიური, სამოქალაქო და ელექტროინჟინერიის მიმართულებებს და გამოიყენებენ ცოდნას პრაქტიკულ პროექტებში.
Medicine, Health and Biomedical Science - მონაწილეები გაეცნობიან ადამიანის ანატომიის, ფიზიოლოგიის, დაავადებების მექანიზმების, სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ბიომედიცინის საფუძვლებს. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს, კლინიკურ სიმულაციებს და რეალურ სამედიცინო ქეისებზე მუშაობას.
Law and Global Justice - ინტერაქტიული გაკვეთილების, დებატებისა და პრაქტიკული სემინარების მეშვეობით, სტუდენტები განივითარებენ ანალიტიკურ უნარებს და გაიცნობენ გლობალური სამართალწესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებს და საერთაშორისო კონფლიქტებს.
შემეცნებითი პროგრამა
ასევე ექნებათ ვიზიტები უნივერსიტეტებში: Imperial College London, LSE, Oxford and Cambridge
უპირატესობები
მოთხოვნები
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- University of London-ის საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- • შერჩეული აკადემიურ პროგრამა 60 საათი
- სავიზო მომსახურებას
- სასწავლო მასალას
- ენის სერტიფიკატს
- 24 საათიან სუპერვიზირებას
- სემინარებს, ვორქშოფებს, ჯგუფურ პროექტებს
- აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
- ექსკურსიებს, ვიზიტებს წამყვან კომპანიებში და უნივერსიტეტებში
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
- სავიზო მოსაკრებელს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
სარეგისტარციო ფორმის შევსება
დეპოზიტი
არადაბრუნებადი დეპოზიტის გადახდა
ვიზა
სავიზო პროცედურის წარმართვა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა