მთავარ კონტენტზე გადასვლა
სარბოლო ინჟინერიის საზაფხულო პროგრამა

სარბოლო ინჟინერიის საზაფხულო პროგრამა

3 აპრილი 2026

პარმა1 ან 2 კვირა15-18

სკოლის შესახებ

Sportech Academy ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია იტალიაში, რომელიც მოზარდებს პროფესიულ და სპორტულ საზაფხულო პროგრამებს სთავაზობს. სპეციალიზირებული პროგრამები მოზარდებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროფესიონალებთან, მიიღონ პრაქტიკული და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული ცოდნა.

აკადემია თანამშრომლობს 10-ზე მეტ წამყვან ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის და მედიცინის დარგში, მათ შორისაა: Dallara Academy, UNISR (Università Vita-Salute San Raffaele), Raffles Milano, AC Milan, Moncler, Teatro alla Scala, Congusto Institute, Armani Silos, Technogym, Fondazione Prada და Eataly.

სასწავლო პროგრამები მოიცავს ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტულ დარგებს:

ინჟინერია
ბიზნესი და მეწარმეობა
დიზაინი და მოდა
კულინარია
მედიცინა
ტექნოლოგიები
სპორტი (ფეხბურთი ან ჩოგბურთი)

ბავშვებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ისწავლონ Formula 1-ის, ავტოსპორტის, ავიაციისა და მექანიკურიინჟინერიის ძირითადი პრინციპები ავტოსპორტის ინჟინერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ინოვაციურ დასაგანმანათლებლო ცენტრში.

მონაწილეები ისწავლიან წამყვან სპეციალისტებთან, გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს საკუთარი უნარების განვითარებისთვის. სასწავლო პროცესი აერთიანებს აკადემიურ და პრაქტიკულ სწავლას, სემინარებს, ვორქშოფებსა, დარგის წამყვან კომპანიებში და ინოვაციურ ჰაბებში ვიზიტებს რაც სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ კომბინაციას — აკადემიური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და მზადყოფნა წარმატებისთვის თანამედროვე პროფესიულ სამყაროში.

სპორტის მიმართულებით მოზარდებს ექნებათ წვრთნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად, განავითარებენ სპორტულ უნარებს, სტრატეგიულ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობას.

საცხოვრებელი

Camplus IT 

თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი ქალაქ პარმაში. კამპუსის ტერიტორიაზეა: ფიტნეს დარბაზიგასართობი, მოსასვენებელი და სასწავლო სივრცეები.

  • ერთი ან ორადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილით, საშხაპით
  • საერთომოხმარებისსივრცეგანტვირთვისდა სოციალიზაციისათვის
  • ფიტნეს დარბაზი
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო  და  ყოველკვირეული  დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება (House parents)
  • Wi-Fi

საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამა

სარბოლო მანქანების ინჟინერიის საზაფხულო სკოლა იტალიაში Dallara Academy-ში, რომელიც ავტოსპორტის ინოვაციების, განათლებისა და ინჟინერიის მსოფლიო დონის ჰაბია

სასწავლო პროგრამა მოიცავს 30 საათიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას

ბავშვებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ისწავლონ Formula 1-ის, ავტოსპორტის, ავიაციისა და მექანიკური ინჟინერიის ძირითადი პრინციპები ავტოსპორტის ინჟინერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ინოვაციურ და საგანმანათლებლო ცენტრში.

პროგრამას აკადემიური მიმართულება მოიცავს:
  • ინჟინერიის საფუძვლები და დიზაინი
  • ტექნიკური უნარები და სიმულაცია
  • ინდუსტრიული გამოცდილება

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან:

  • სარბოლო ავტომობილების კონსტრუქციისა და მუშაობის თეორიულ პრინციპებს, მათ შორის აეროდინამიკის, მანქანის დინამიკისა და ციფრული დიზაინის მიმართულებებს. 
  • იმუშავებენ CAD პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც გამოიყენება ავტომობილების, საინჟინრო კონსტრუქციებისა და მექანიკური დეტალების დასაპროექტებლად.
  • მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას — ააწყობენ და გატესტავენ Formula 1-ის მცირე ზომის მოდელს, იმუშავებენ პროფესიონალურ სიმულატორებთან და ეწვევიან ავტოსპორტის მსოფლიო დონის ცენტრებს, როგორიცაა Ferrari და Imola.

იტალიის ქალაქ პარმაში მდებარე ავტოსპორტის აკადემია აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და სფეროში დაგროვილი ათწლეულების გამოცდილებას, რაც მას იდეალურ სასწავლო სივრცედ აქცევს მოტორსპორტის მომავალ პროფესიონალთათვის.

კულტურული პროგრამა

აკადემიური ნაწილის გარდა, პროგრამა მოიცავს:

  • ვიზიტი Ferrari- მუზეუმი
  • ვიზიტი Imola- ავტოდრომი
  • სპორტული და გასართობი აქტივობები
  • კულტურული ვიზიტები და ექსკურსიები

უპირატესობები

მომავალი პროფესიის გაცნობა
პრაქტიკული გამოცდილება

მოთხოვნები

  • პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ადგილობრივი კურატორების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიSportech Academy
ქვეყანაიტალია
ქალაქიპარმა
ვიზიტებიFerrari-ს მუზეუმი
ხანგრძლივობა1 ან 2 კვირა
ასაკი15-18
თარიღები
5 -18 ივლისი

ფასები

1 კვირიანი პროგრამის საფასური
2750EUR
2 კვირიანი პროგრამის საფასური
5050EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • სასწავლო პროგრამას
  • პრაქტიკულ სემინარებს და ვორქშოფებს
  • სასწავლო მასალას
  • სერტიფიკატს
  • ვიზიტს Ferrari-ს მუზეუმი
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • 24/7 სუპერვიზირებას
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა 

5

დოკუმენტები

საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება