მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა ათენში

საზაფხულო სკოლა ათენში

19 მარტი 2026

ათენი2 კვირა9-17

სკოლის შესახებ

Worldbound Education-ის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ათენში

საზაფხულო სკოლა ათენის ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლის ბაზაზე ტარდება. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ინგლისური ენა ან პროფესიული პროგრამები.

თანამედროვე სასწავლო მიდგომა მოიცავს პრაქტიკულ ვორქშოფებსა და რეალურ სიმულაციებს. გამოცდილ ინსტრუქტორებთან და მოწვეულ სპიკერებთან ერთად, ბავშვები იმუშავებენ პროექტებზე, რაც დაეხმარება მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და ლიდერული თვისებების გამოვლენაში. პროფესიული კურსები ეხმარება ბავშვებს მომავალი პროფესიის არჩევაში და მომავლის სწორად დაგეგმვაში.

ინტენსიური სასწავლო პროცესის გარდა, ბავშვები გაეცნობიან საბერძნეთის უძველეს კულტურასა და ისტორიას, მოინახულებენ ღირშესანიშნაობებს. მონაწილებას მიიღებენ შემეცნებით აქტივობებსა და ექსკურსიებში, რაც მათ მსოფლმხედველობას უფრო მრავალფეროვანს გახდის.

საცხოვრებელი

ახალაშენებული და თანამედროვედ აღჭურვილი სტუდენტური კომპლექსი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე და მოიცავს: უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკლასო ოთახებს, ლაბორატორიებს, სპორტულ მოედნებსა და დასასვენებელ სივრცეებს.

  • ოთხი ან ექვსადგილიანი ოთახები საზიარო სველი წერტილით (6:1)
  • თანამედროვე აუდიტორიები და ლაბორატორიები
  • ფეხბურთის და ჩოგბურთის მოედნები
  • საცურაო აუზი
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება და უსაფრთხოება
  • Wi-Fi მთელ ტერიტორიაზე

      საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამა

პროგრამა გამოირჩევა თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო მოდულებით, რომლებიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი დარგები.

სწავლების პროცესს უძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის, საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალები. პროგრამა მოიცავს სემინარებს  და კვლევაზე დაფუძნებულ, აკადემიურად მაღალი დონის სწავლებას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლების ინოვაციურ მეთოდებს: 

ვირტუალური რეალობის (VR) გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები
ქეისებზე დაფუძნებული სწავლება (case studies), რეალური მაგალითების ანალიზით
პერიპატეტიკული სწავლება — სწავლა მოძრაობაში, გარემოსთან უშუალო ინტერაქციით

სწავლის ინტენსივობა - კვირაში 5 დღე - 25 საათი

ბავშვები ირჩევენ ორ სასწავლო კურსს მოცემული დისციპლინებიდან:

  • Intensive English – ინგლისური ენის გაძლიერებული კურსი
  • Negotiations – მოლაპარაკებების ხელოვნება
  • International Business – საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლები
  • Economic History – ეკონომიკის ისტორია
  • Big Data & AI – მონაცემთა ანალიზი და ხელოვნური ინტელექტი
  • Energy & Environment – ენერგეტიკა და გარემოს დაცვა
  • Brain & Decisions – ფსიქოლოგია და გადაწყვეტილების მიღება
  • Personal Finance – პირადი ფინანსების მართვა
  • STEM

ბავშვებს ირჩევენ ერთ დამატებით ვორქშოფს:

Speech and Persuasion – საჯარო გამოსვლები და დარწმუნების უნარები.
Build with AI – პრაქტიკული მუშაობა ხელოვნურ ინტელექტთან.
Robotics Challenge – რობოტექნიკის საფუძვლები და კონსტრუირება.
Leadership Workshop – ლიდერული თვისებების განვითარება.

შენიშვნა:  9-11 წლის მონაწილეებისთვის სავალდებულოა ერთი კურსი იყოს Intensive English 

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მოინახულებენ მსოფლიო ცივილიზაციის აკვანს - ათენს, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერწყმის ერთმანეთს. 

კულტურული პროგრამა

  • ათენის აკროპოლისი და მუზეუმი 
  • პართენონი
  • უძველესი ქალაქი დელფი
  • აპოლონის ტაძარი
  • სოკრატეს ციხე
  • მსოფლიოს უძველესი ამფითეატრი
  • პლაკა
  • პარნასის მთები
  • აგორა

გასართობ/შემეცნებითი პროგრამა

  • Art, music, and cultural workshops
  • Greek Night
  • Culinary evening
  • Karaoke & Talent Show
  • Outdoor Movie Night
  • Star Gazing & Board Games
  • Graduation & Awards

სპორტი

ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ 2 სპორტული აქტივობა:

კალათბურთი 
ფეხბურთი
ჩოგბურთი
ხელბურთი
ცურვა
საფეხმავლო მოგზაურობა - Hiking

უპირატესობები

სასწავლო პროგრამების და ვორქშოფების არჩევის შესაძლებლობა
პროფესიული პროგრამები

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიWorldbound Education
ქვეყანასაბერძნეთი
ქალაქიათენი
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი9-17
თარიღები
ივლისი; აგვისტო

ფასები

რეგისტრაციის საფასური
200GEL
2 შერჩეული კურსი
2600EUR
STEM მოდული
+750EUR
პროფესიის შერჩევის მოდული
+350EUR
უნივერსიტეტისთვის მზადების მოდული
+350EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • 2 შერჩეულ სასწავლო პროგრამას
  • 1 შერჩეულ ვორქშოფს
  • სერტიფიკატს
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • სპორტი
  • Graduation - კურსის დასრულების ცერემონიას
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
  • სასწავლო მასალებს
  • საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა 

5

დოკუმენტები

ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება