მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა ბარსელონაში

საზაფხულო სკოლა ბარსელონაში

13 მარტი 2026

ბარსელონა2 კვირა5-18

სკოლის შესახებ

ინგლისური ან ესპანური ენის საზაფხულო სკოლა ბარსელონაში, The Polytechnic University of Catalonia-ს ბაზაზე. 

პროგრამა შექმნილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული ესპანური და ინგლისური ენების სასწავლო ქსელის Enforex -ის მიერ, რომელიც დაარსდა 1989 წელს.

Enforex-ში სწავლობენ საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 85-ზე მეტი ქვეყნიდან, რაც ქმნის მრავალფეროვან საერთაშორისო გარემოს და საშუალებას აძლევს სტუდენტებს ენა გამოიყენონ რეალურ ყოველდღიურ კომუნიკაციაში. სკოლას აქვს ცენტრები ესპანეთისა და ლათინური ამერიკის 30-ზე მეტ ქალაქში.

საზაფხულო სკოლის პროგრამა დატვირთულია ინტელექტუალური, სპორტული და გასართობ/შემეცნებითი აქტივობებით. ბავშვები მოინახულებენ ესპანეთის სხვდასხვა ქალაქებს, გაიცნობენ ესპანურ კულტურას, დაათვალიერებენ მთავარ ღირშესანიშნაობებს. პროგრამის განმავლობაში ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ ინგლისური ან ესპანური ენის გაკვეთილები ჩაერთონ სხვადასხვა ვორქშოფში და სპორტულ აქტივობებში ზღვის სანაპიროზე

საცხოვრებელი

The Polytechnic University of Catalonia

უსაფრთხო და თანამედროვედ აღჭურვილი სტუდენტური საცხოვრებელი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქალაქის საუკეთესო სანაპირო Castelldefels-დან 10 წუთის ფეხით სავალ მანძილზე. კამპუსის ტერიტორიაზე სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები. ენის გაკვეთილები ტარდება საცხოვრებლიდან 5 წუთის ფეხით სავალ მანძილზე. ოთახებში ბავშვების განაწილება ხდება სქესის და ასაკის მიხედვით. 

  • ორადგილიანი ნომრები ინდივიდუალური სველი წერტილით, საშხაპითა და კონდიციონერით
  • თითოეულოთახშიგანთავსებულიატანსაცმლისდასხვადასხვანივთის შესანახიკარადა და მინი სამზარეულო
  • საერთომოხმარებისსივრცეგანტვირთვისდა სოციალიზაციისათვის
  • კამპუსის ტერიტორიაზე გამწვანებული გარე სივრცეები
  • ხელმისაწვდომიასამრეცხაო დაყოველკვირეულიდასუფთავებისსერვისი
  • Wi-Fi
  • 24/7-ზე მიმღების და ტექნიკური პერსონალის მომსახურება
  • სადღეღამისო დაცვის სამსახური

     საცხოვრებლის ფოტოები 

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური ან ესპანური ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი

სწავლება ეფუძნება CEFR-ის (Common European Framework of Reference for Languages) საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს პრაქტიკულ, რეალურ ცხოვრებაზე დაფუძნებულ აქტივობებს. გაკვეთილები და პროექტები ყოველთვის ადაპტირებულია თითოეული სტუდენტის დონისა და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, რაც სწავლას უფრო ეფექტურსა და საინტერესო პროცესად აქცევს. 

გაკვეთილებს ჩაატარებენ Native Speaker მასწავლებლები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ უცხო ენების ბუნებრივ აქცენტსა და საუბრის ტემპს. ასეთ გარემოში სწავლა ბავშვებს ეხმარება გაიუმჯობესონ მოსმენისა და საუბრის უნარები და უფრო თავდაჯერებულად გამოიყენონ ინგლისური რეალურ სიტუაციებში.

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და შერჩეული ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

პროგრამის განმავლობაში ბავშვები მოინახულებენ ესპანეთის სხვდასხვა ქალაქებს, გაიცნობენ ესპანურ კულტურას, დაათვალიერებენ მთავარ ღირშესანიშნაობებს. 

ერთ დღიანი ექკურსიები:

  • Tossa de Mar
  • Pal
  • Cadaqués and Gerona
  • Sitges
  • Tarragona
  • Castelldefels

ნახევარდღიანი ექსკურსიები:

  • Sagrada Familia and Park Güell
  • Pueblo Español
  • Montjuic Mountain and Magic Fountain
  • Olympic Canal
  • Tibidabo Amusement Park

სპორტი

სურვილის შემთხვევაში ბავშვებს შეუძლიათ დაამატონ სპორტული აქტივობები. სპორტული სესიების ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთია.

  • ფეხბურთი + 290 ევრო (16 სესია)
  • ჩოგბურთი + 290 ევრო (12 სესია)
  • წყლის სპორტი + 350 ევრო (8 სესია)

უპირატესობები

უცხო ენების არჩევის შესაძლბელობა
დამატებითი სპორტული აქტივობები
სწავლა ესპანეთის საუკეთესო სკოლაში

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

რეგისტრაციის ბოლო ვადა

30 მაისი 2026

სასარგებლო რესურსები

პროგრამის ბროშურის და კვირის განრიგის ნიმუშის სანახავად, გთხოვთ ჩამოტვირთოთ ფაილი

მოკლე ინფო

პარტნიორიEnforex
ქვეყანაესპანეთი
ქალაქიბარსელონა
ენები ესპანური
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი5-18
თარიღები
4.07.2026 - 18.07.2026ან აგვისტო

ფასები

რეგისტრაციის საფასური
200GEL
პროგრამის საფასური
2495EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • The Polytechnic University of Catalonia-ის საცხოვრებელს ოთხჯერადი კვებით
  • ინგლისური ან ესპანური ენის გაკვეთილებს
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • სასწავლო მასალას
  • ენის სერტიფიკატს
  • 24 საათიან სუპერვიზირებას
  • One World-ის კურატორის 24/7 მეთვალყურეობას
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
  • პრემიუმ ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ფორმის შევსება და 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე სრულად გადახდა 

5

დოკუმენტები

ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება