მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა ბერლინში

საზაფხულო სკოლა ბერლინში

19 მარტი 2026

ბერლინი2 კვირა14-17

სკოლის შესახებ

გერმანული ენის  საზაფხულო სკოლა ბერლინში

Did deutsch-institut გერმანული ენის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელსაც საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
ინსტიტუტის მთავარი მიზანია საერთაშორისო სტუდენტებს შესთავაზოს გერმანული ენის სწავლების ეფექტური და პრაქტიკული მეთოდები უშუალოდ გერმანიაში, რეალურ გარემოში.

Did deutsch-institut მრავალი წლის განმავლობაში აღიარებულია, როგორც გერმანული ენის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო პროვაიდერი და რეგულარულად ნომინირდება საერთაშორისო განათლების სფეროს პრესტიჟულ ჯილდოებზე.

საზაფხულო პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ენის შესწავლას, არამედ გერმანული კულტურის გაცნობასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას. გერმანული ენის გაკვეთილების გარდა, მოსწავლეები მოინახულებენ ქალაქის მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებს, ჩაერთვებიან მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, ასევე იმოგზაურებენ გერმანიის სხვა ქალაქებში.

საცხოვრებელი

Residence Berlin Park 

მულტიფუნქციური საცხოვრებელი მდებარეობს ბერლინის ცენტრში. გაკვეთილები ბავშვებს ჩაუტარდებათ იმავე შენობაში, სადაც ცხოვრობენ. თანამედროვედ აღჭურვილი კომპლექსი  მოიცავს მონაწილეებისთვის მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს. 

  • ოთხადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილით და საშხაპით
  • საერთომოხმარებისსივრცეგანტვირთვისდა სოციალიზაციისათვის
  • Roof Terrace
  • ბილიარდი
  • სათამაშო ოთახი
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო  და  ყოველკვირეული  დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება
  • Wi-Fi

საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა მოიცავს გერმანული ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი.

Did deutsch-institut-ის მეთოდოლოგია ეფუძნება თანამედროვე, კომუნიკაციურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. პროცესში მთავარი აქცენტი კეთდება ენის აქტიურ გამოყენებაზე, განსაკუთრებით საუბარზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ გერმანულად თავისუფლად და თავდაჯერებულად კომუნიკაცია. გაკვეთილები არის ინტერაქტიული და კრეატიული, რაც ეხმარება მოსწავლეებს ენის „ბუნებრივად“ ათვისებაში.

სწავლება მოიცავს ყველა ძირითად უნარს: საუბარს, მოსმენას, კითხვას და წერას

ასევე, კურსის განმავლობაში ტარდება მოკლე ტესტები და შეფასებები, რაც სტუდენტებს ეხმარება პროგრესის მუდმივად მონიტორინგში. გაკვეთილებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური, Native speaker მასწავლებლები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ენის ბუნებრივ აქცენტსა და საუბრის ტემპს. 

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და გერმანული ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

პროგრამის ფარგლებში ბავშვები მოინახულებენ ბერლინის მთავარ ღირსშესანიშნაობებს:

Brandenburg Gate; Pergamon Museum; Holocaust Memorial; Berlin Wall Memorial; Berlin Cathedral Church; Museum of Technology; Museum for urban contemporary art; Olympia Stadium; New Museum; State Security Museum; German History Museum; Boat tour და სხვა.

მოინახულებენ გერმანიის სხვა ქალაქებსაც: პოტსდამი, დრეზდენი ან ლაიფციგი

გასართობ/შემეცნებითი პროგრამა:
სპორტი+თამაშები
Barbecue
კინოს საღამო
დისკოს საღამო
სხვადასხვა ვორქშოფები

უპირატესობები

სრული ენობრივი იმერსია

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიDid deutsch-institut
ქვეყანაგერმანია
ქალაქიბერლინი
ვიზიტებიპოტსდამი, დრეზდენი ან ლაიფციგი
ენები გერმანული
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი14-17
თარიღები
ივლისი; აგვისტო

ფასები

რეგისტრაციის საფასური
200GEL
პროგრამის საფასური
2050EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • გერმანული ენის გაკვეთილები
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • სასწავლო მასალას
  • სერტიფიკატს
  • პოტსდამი, დრეზდენი ან ლაიფციგი
  • გასართობი აქტივობები
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • 24/7 სუპერვიზირებას
  • კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
  • საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა 

5

დოკუმენტები

ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება