მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა ბრიუსელში

საზაფხულო სკოლა ბრიუსელში

24 მარტი 2026

ბრიუსელი2 კვირა12-17

სკოლის შესახებ

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა ბრიუსელში

InterCamps წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ენის სწავლებას, კულტურულ გამოცდილებასა და აქტიურ დასვენებას. კომპანიის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს შესთავაზოს ისეთი გარემო, სადაც სწავლა და თავგადასავალი ბუნებრივად ერთიანდება.

ორგანიზაცია დიდ ყურადღებას უთმობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებსა და თანამედროვე სწავლების მეთოდებს, უსაფრთხო და ორგანიზებულ გარემოს, ბავშვების კომფორტსა და კეთილდღეობას - ეს ყველაფერი ქმნის სრულფასოვან და სანდო გამოცდილებას როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

საზაფხულო პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ენის შესწავლას, არამედ ევროპული კულტურის გაცნობასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას. ინგლისური ენის გაკვეთილების გარდა, მოსწავლეები მოინახულებენ ბრიუსელის მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებს და ბელგიის სხვადასხვა ქალაქს.

ექნებათ საგანმანათლებლო ვიზიტი ევროპარლამენტში და იმოგზაურებენ გერმანიაში, ნიდერლანდებში ან საფრანგეთში. 

საცხოვრებელი

Van Orley International Student House

თანამედროვე და კომფორტული სტუდენტური საცხოვრებელი ბრიუსელის ცენტრში მდებარეობს. კამპუსი სკოლიდან 2 წუთის სავალზეა. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს ბავშვებისთვის საერთო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს. 

  • ორადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილით და საშხაპით
  • საერთომოხმარებისსივრცეგანტვირთვისდა სოციალიზაციისათვის
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო  და  ყოველკვირეული  დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება
  • Wi-Fi

საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი.

InterCamps-ის სწავლების მეთოდოლოგია ეფუძნება კომუნიკაციურ, ინტერაქტიულ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომას, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ენის რეალურ გარემოში გამოყენებაზე. გაკვეთილებს ატარებენ Native speaker მასწავლებლები.

სწავლება მიმდინარეობს დინამიურ და საერთაშორისო გარემოში, სადაც სტუდენტები მუდმივად ურთიერთობენ თანატოლებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ბუნებრივად ავითარებს მათ კომუნიკაციურ უნარებს.

გაკვეთილები არის ინტერაქტიული, ჩართულია თამაშები, დისკუსიები და ჯგუფური აქტივობები, რაც სწავლას უფრო ეფექტურსა და საინტერესო პროცესად აქცევს. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი არის სრული ენობრივი იმერსია — სტუდენტები სწავლობენ ენას არა მხოლოდ კლასში, არამედ ყოველდღიურ აქტივობებში, ექსკურსიებსა და სოციალურ გარემოში.

ამ მიდგომის შედეგად, სტუდენტები სწრაფად ივითარებენ ენის ცოდნას, იძენენ თავდაჯერებულობას და კომუნიკაციის უნარს რეალურ ცხოვრებაში.

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

პროგრამის ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ იმოგზაურონ ევროპის ქვეყანებში: ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში ან საფრანგეთში.

ბრიუსელში მოინახულებენ მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებს და ექნებათ საგანმანათლებლო ვიზიტი ევროპარლამენტში.

მოინახულებენ ბელგიის სხვა ქალაქებსაც: ბრუგეს და გენტს

კულტურული პროგრამა ასევე მოიცავს ექსკურსიებს სამეფო სასახლესა და პარკში; მაგრიტის მუზეუმში; Atomium-ში; ევროპის ისტორიის სახლში; კომიქსების მუზეუმში და სხვა.

უპირატესობები

სრული ენობრივი იმერსია
ვიზიტი ევროპის 5 სხვადასხვა ქალაქში

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიIntercamps
ქვეყანაბელგია
ქალაქიბრიუსელი
ვიზიტებინიდერლანდები, გერმანია და საფრანგეთი
ენებიინგლისური
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი12-17
თარიღები
ივლისი; აგვისტო

ფასები

რეგისტრაციის გადასახადი
200GEL
პროგრამის საფასური
2550EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • ინგლისური ენის გაკვეთილები
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • სასწავლო მასალას
  • სერტიფიკატს
  • ბრუგე, გენტი, მაასტრიხტი, ლილი ან აახენი
  • გასართობი აქტივობები
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • 24/7 სუპერვიზირებას
  • კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
  • საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა 

5

დოკუმენტები

ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება