
საზაფხულო სკოლა კვიპროსზე
19 მარტი 2026
სკოლის შესახებ
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა Xenion Boarding School-ის ბაზაზე
Xenion Education 1980 წელს დაარსდა და კვიპროსში საგანმანათლებლო სფეროს ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. ორგანიზაციას 40-წლიანი გამოცდილება აქვს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ საგანმანათლებლო ინსტიტუციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სასწავლო საფეხურსა და პროგრამას.
კერძო სკოლა Xenion Boarding School-ი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილ ინგლისური ენის საზაფხულო პროგრამას, რომელიც ყოველწლიურად იმართება სკოლის თანამედროვე და უსაფრთხო დახურულ კამპუსში.
ინგლისური ენის გაკვეთილების გარდა, ბავშვები მოინახულებენ კუნძულის სხვადასხვა ისტორიულ ქალაქს, დაათვალიერებენ მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებს, ჩაერთვებიან მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებში სანაპიროზე და ერთ სრულ დღეს გაატარებენ ევროპის ყველაზე დიდ აკვაპარკში.
საცხოვრებელი
უსაფრთხო და თანამედროვედ აღჭურვილი სტუდენტური კომპლექსი მდებარეობს ქალაქ პარალიმნიში და მოიცავს: საკლასო ოთახებს, ბიბლიოთეკას, სპორტულ მოედნებს, რეკრეაციულ ზონებს, საცურაო აუზს, Computer Lab.
- სამი ან ოთხადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილით და საშხაპით
- თითოეულ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
- საერთო მოხმარების სივრცე განტვირთვის და სოციალიზაციისათვის
- საცურაო აუზი
- ფეხბურთის, ჩოგბურთის და ხელბურთის მოედნები
- კინოთეატრი
- Computer Lab
- ბიბლიოთეკა
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- 24/7 სუპერვიზირება
- Wi-Fi
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი.
სწავლება ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და ორიენტირებულია ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარების განვითარებაზე. გაკვეთილებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური, Native-level მასწავლებლები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ენის ბუნებრივ აქცენტსა და საუბრის ტემპს. ინტერაქტიული გარემო ეხმარება ბავშვებს გაიუმჯობესონ მოსმენისა და საუბრის უნარები, დაძლიონ ენობრივი ბარიერი და თავდაჯერებულად გამოიყენონ ინგლისური რეალურ სიტუაციებში.
ყველა სასწავლო მასალა, მათ შორის აუდიო-ვიზუალური რესურსები და სპეციალურად მომზადებული ბუკლეტები, დაფუძნებულია საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო სახელმძღვანელოებზე.
სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.
კულტურული პროგრამა
პროგრამის ფარგლებში ბავშვები მოინახულებენ უძველეს ქალაქებს. ნახავენ კუნძულის საუკეთესო სანაპიროებს, კულტურულ ღირშესანიშნაობებს, ეროვნულ ტყე პარკს, გამოქვაბულებს ხმელთაშუა ზღვაში. ერთ სრულ დღეს გაატარებენ ევროპაში ყველაზე დიდ აკვაპარკში. ქალაქებს შორის გადაადგილება ხდება კერძო კომფორტული ავტობუსებით.
• ქალაქები ლიმასოლი და პაფოსი - ანტიკური თეატრი; აფროდიტეს დაბადების ადგილი; მეფეთა სამარხები; პაფოსის ნავსადგური; პაფოსის შუასაუკუნეების ციხესიმაგრე; მოზაიკები
• აკვაპარკი "Waterworld”
• გასართობი პარკი "Luna Park"
ნახევარდღიანი ექსკურსიები:
• აია ნაპა - აია ნაპას შუა საუკუნეების მონასტერი; ზღვის მუზეუმი
• კაპო გრეკო - ეროვნული ტყე-პარკი; ზღვის მღვიმეები; ციკლოპის მღვიმე
• პარალიმნი - წმინდა გიორგის ეკლესია; პარალიმნის ტრადიციული სახლი
• დერინია - ოკუპირებული ფამაგუსტა - მოჩვენებათა ქალაქი; ფოლკლორის მუზეუმი
• პროტარას - წმინდა ელიას კაპელა
• კუნძულის ულამაზესი სანაპიროები
გასართობი პროგრამა:
• Welcome Pack
• Bonding
• Karaoke Night
• Talent Show
• Beach/pool time
• Disco Night
• Cinema Night
• Fitness
• Quiz Night
• Drama Workshop
დამატებითი აქტივობები
სურვილის შემთხვევაში ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ დამატებითი აქტივობები:
ნიქოზიას ძველი ქალაქი + 25 €
უპირატესობები
მოთხოვნები
- ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
რეგისტრაციის ბოლო ვადა
15 ივნისი 2026
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- ინგლისური ენის გაკვეთილები
- ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
- სასწავლო მასალას
- სერტიფიკატს
- ვიზიტებს სხვადასხვა ქალაქებში
- სპორტულ და გასართობ აქტივობებს
- ვიზიტს აია ნაპას Waterworld Waterpark-ში
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- 24/7 სუპერვიზირებას
- კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
- საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება