
საზაფხულო სკოლა ლინდენბერგში
20 მარტი 2026
სკოლის შესახებ
გერმანული ენის საზაფხულო სკოლა ლინდენბერგში
Humboldt-Institut გერმანული ენის ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე გამოცდილი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1977 წელს დაარსდა და საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებს.
ინსტიტუტს 45+ წლიანი გამოცდილება აქვს და ამ დროის განმავლობაში 70,000-ზე მეტმა საერთაშორისო სტუდენტმა ისწავლა სხვადასხვა პროგრამებზე, რაც ორგანიზაციის საერთაშორისო რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს.
Humboldt-Institut სტუდენტებს სთავაზობს არა მხოლოდ ენის შესწავლას, არამედ სრულ კულტურულ გამოცდილებას — ექსკურსიებს, აქტივობებს და ყოველდღიურ კომუნიკაციას გერმანულ გარემოში, რაც სწავლას უფრო ეფექტურს და საინტერესო პროცესად აქცევს. ინსტიტუტის პროგრამები გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და დონის სტუდენტებზე და ეხმარება მათ წარმატებით გააგრძელონ სწავლა გერმანიის სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
საზაფხულო პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ენის ინტენსიურ შესწავლას, არამედ გერმანული კულტურის გაცნობასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას. მოსწავლეები მოინახულებენ ბავარიის რეგიონის მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს, ჩაერთვებიან მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, ასევე ისარგებლებენ ალპების სიახლოვის უპირატესობით და იმოგზაურებენ გერმანიის და შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში.
საცხოვრებელი
ინსტიტუტის საზაფხულო პროგრამა ბავარიის რეგიონში, კურორტ ლინდენბერგში, კერძო სკოლა-პანსიონში ტარდება. აღნიშნული ლოკაცია იდეალურ პირობებს ქმნის მათთვის, ვისაც სურს გერმანული ენის შესწავლა მშვიდ, ბუნებრივ და უსაფრთხო გარემოში.
მონაწილეები განთავსდებიან სკოლის ოთხსართულიან შენობაში. ამავე შენობაში ჩატარდება გაკვეთილები, რაც ბავშვებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზებსა და მოედნებს, ასევე გამწვანებულ გარე სივრცეებს საიდანაც იშლება ალპების ულამაზესი ხედები.
- ორი ან ოთხადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილით და საშხაპით
- თითოეულ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
- საცურაო აუზი
- სპორტული დარბაზები
- ფრენბურთის მოედანი
- ბილიარდი
- საცოცი კედელი
- დასასვენებელი სივრცეები
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- 24/7 სუპერვიზირება
- Wi-Fi
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა მოიცავს გერმანული ენის ინტენსიურ გაკვეთილებს - კვირაში 30 გაკვეთილი
Humboldt-Institut იყენებს ინტენსიურ, კომუნიკაციურ და სრულ ენობრივ იმერსიაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ შედეგებს. გაკვეთილებს ატარებენ native speaker მასწავლებლები, ხოლო სწავლება არის ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული.
პროგრამა მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში, მოიცავს ინტენსიურ სასწავლო საათებს და თანაბრად ავითარებს ყველა ენობრივ უნარს — საუბარს, მოსმენას, კითხვასა და წერას. სტუდენტების პროგრესი რეგულარულად მოწმდება სხვადასხვა შეფასებისა და ტესტირების საშუალებით, რაც უზრუნველყოფს სწავლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.
ამ მეთოდოლოგიის შედეგად, სტუდენტები არა მხოლოდ იძენენ თეორიულ ცოდნას, არამედ სწავლობენ ენის პრაქტიკულად გამოყენებას, რაც მათ ეხმარება გერმანულ ენაზე თავისუფლად და თავდაჯერებულად კომუნიკაციაში.
სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და გერმანული ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.
კულტურული პროგრამა
პროგრამის ფარგლებში ბავშვები მოინახულებენ რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრებს, როგორებიცაა - მიუნხენი, ციურიხი, შტუტგარტი, აუგსბურგი ან სხვა. ექნებათ ექსკურსიები გერმანიის ან შვეიცარიის ტბებზე. ქალაქშ ექსკურსიების დღეს ეწვევიან მუზეუმებსაც.
გასართობ/შემეცნებითი პროგრამა:
• Team Building Games - გუნდური თამაშები, რომლებიც ხელს უწყობს მეგობრული ატმოსფეროს შექმნასა და სოციალიზაციას.
• Movie Nights - კინოჩვენებები და საერთო საღამოები მყუდრო გარემოში.
• Grill Party - ტრადიციული გრილი ფართი ღია ცის ქვეშ, რაც მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობაა.
სპორტი
ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ სპორტული აქტივობები:
- კალათბურთი
- ფეხბურთი
- მაგიდის ჩოგბურთი
- ფრენბურთი
- ბადმინტონი
- მაგიდის ფეხბურთი
- ცურვა
- მინი გოლფი
- კედელზე ცოცვა
- ბილიარდი
უპირატესობები
მოთხოვნები
- ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- სასწავლო პროგრამას
- სასწავლო მასალებს
- სერტიფიკატს
- ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
- სპორტს
- ვიზიტებს სხვა ქვეყნებში
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
- საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება