მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა ლონდონში

საზაფხულო სკოლა ლონდონში

13 მარტი 2026

ლონდონი2 კვირა12-19

სკოლის შესახებ

ინგლისური ენის პრემიუმ საზაფხულო სკოლა ცენტრალურ ლონდონში, University of London-ის ბაზაზე.

პროგრამა შექმნილია Malvern International-ის ჯგუფში შემავალი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის Language in Action-ის მიერ, რომელიც 25 წელზე მეტია მოზარდებს სთავაზობს მაღალი სტანდარტების პროგრამებს: ინგლისური ენის სკოლებს, პროფესიულ და პრაქტიკაზე დამყარებულ მოკლე პროგრამებს.

2 კვირიანი პროგრამის განმავლობაში ინგლისური ენის გაკვეთილების გარდა ბავშვებს ექნებათ შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ნახავენ ლონდონის მთავარ ღირშესანიშნაობებს და ექნებათ ექსკურსიები ოქსფორში და ბრაიტონში

საცხოვრებელი

მონაწილეები ისწავლიან და იცხოვრებენ University of London-ის კამპუსში, ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საუნივერსიტეტო უბანში - Bloomsbury (Zone 1). კამპუსიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ღირშესანიშნაობები.

Garden Hall - უსაფრთხო და თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი

  • ერთადგილიანი ნომრები ინდივიდუალური სველი წერტილით, საშხაპითა და Queen size საწოლით.
  • თითოეულოთახშიგანთავსებულიასამუშაო მაგიდა,ტანსაცმლისდასხვადასხვანივთის  შესანახიკარადა.
  • ბავშვებისთვისგამოყოფილისაერთომოხმარებისსივრცეგანტვირთვისდა სოციალიზაციისათვის.
  •  ხელმისაწვდომია თამაშებისდამუსიკის ოთახები,კინოთეატრი
  • კამპუსის წინ არის დიდი გამწვანებული სივრცეები და პარკი
  • ხელმისაწვდომიასამრეცხაო დაყოველკვირეულიდასუფთავებისსერვისი 
  • უფასო Wi-Fi
  • 24/7-ზე მიმღების და ტექნიკური პერსონალის მომსახურება
  • სადღეღამისო დაცვის სამსახური

     საცხოვრებლის ფოტოები 

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი

პროგრამა ორიენტირებულია ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე და სტუდენტების კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე.

გაკვეთილებს ჩაატარებენ Native Speaker მასწავლებლები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ინგლისური ენის ბუნებრივ აქცენტსა და საუბრის ტემპს. ასეთ გარემოში სწავლა ბავშვებს ეხმარება გაიუმჯობესონ მოსმენისა და საუბრის უნარები და უფრო თავდაჯერებულად გამოიყენონ ინგლისური რეალურ სიტუაციებში.

აკადემიური პროგრამა ეფუძნება სწავლების სამ ძირითად პრინციპს:

საუბრის თავდაჯერებულობა
თანატოლებთან ინტერაქციის, როლური თამაშებისა და პრეზენტაციების საშუალებით მასწავლებლები უზრუნველყოფენ, რომ კურსის განმავლობაში სტუდენტების საუბრის უნარები მნიშვნელოვნად განვითარდეს.

კავშირი რეალურ ცხოვრებასთან
თითოეული სასწავლო თემა დაკავშირებულია რეალურ სიტუაციებთან, რომლებსაც სტუდენტები ექსკურსიების დროს შეხვდებიან. სტუდენტები ენას ყველაზე ეფექტურად მაშინ სწავლობენ, როდესაც მას პრაქტიკაში, რეალურ გარემოში იყენებენ.

ბრიტანული კულტურა
გაერთიანებული სამეფოს კულტურა ინტეგრირებულია ყველა გაკვეთილში. ეს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ ინგლისური ენა ისწავლონ, არამედ გაეცნონ ბრიტანეთის ისტორიას, სამზარეულოს, მუსიკას და ბრიტანეთის კუნძულების მრავალ სხვა კულტურულ ასპექტს.

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

პროგრამის განმავლობაში ბავშვებს ექნებათ მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს უფრო სიღრმისეულად გაეცნონ ბრიტანეთის ისტორიასა და კულტურას. 
ერთ დღიანი ექკურსიები:
Oxford by Train with Official Guided Tour
Brighton by Train with Brighton Pier
Westminster (Green Park, Buckingham Palace, St. James Park, Westminster, Downing Street; Trafalgar Square; National Gallery)
Greenwich (Thames River Cruise, Greenwich Market and Park and Maritime Museum)
ნახევარ დღიანი ექსკურსიები:
British Museum
Covent Garden
Natural History Museum
Camden Town
Madame Tussauds 
Portobello Road & Notting Hill
British Library & Granary Square
Oxford Street Shopping & Oxford Circus
London Eye & Southbank Evening Walk
Piccadilly, Leicester Square & China Town
Clubbing in London City – LIA POP WORLD (Supervised)

უპირატესობები

უნივერსიტეტში სწავლის სიმულაცია

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიLanguage in Action
ქვეყანადიდი ბრიტანეთი
ქალაქილონდონი
ვიზიტებიოქსფორდი, ბრაიტონი
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი12-19
თარიღები
06.08.2026 - 20.08.2026

ფასები

3300GBP

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • University of London-ის საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • ინგლისური ენის გაკვეთილებს
  • სავიზო მომსახურებას და მოსაკრებელს
  • სასწავლო მასალას
  • ენის სერტიფიკატს
  • 24 საათიან სუპერვიზირებას
  • კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

სარეგისტარციო ფორმის შევსება

2

დეპოზიტი

არადაბრუნებადი დეპოზიტის გადახდა

3

ვიზა

სავიზო პროცედურის წარმართვა

4

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

5

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა