
სკოლის შესახებ
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა მალტაზე
Embassy Summer საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა და გლობალური საგანმანათლებლო ქსელის, EC English-ის ნაწილი. კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მასპინძლობს სტუდენტებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან და სთავაზობს პროგრამებს მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე, თანამედროვე სასწავლო ცენტრებში და უნივერსიტეტების კამპუსებში, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს.
Embassy Summer სპეციალიზდება ინგლისური ენის საზაფხულო პროგრამებში და ახალგაზრდებს სთავაზობს უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას, სადაც სწავლა, კულტურა და თავგადასავალი ბუნებრივად ერთიანდება.
Embassy Summer გამოირჩევა მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით. მისი სანდოობისა და განათლების მაღალი ხარისხის დასტურია სტუდენტთა კმაყოფილების 99%-იანი მაჩვენებელი და განათლების სფეროში მიღებული არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის StudyTravel Star Awards და BETA Silver Award.
ინგლისური ენის გაკვეთილების გარდა, ბავშვები მოინახულებენ კუნძულის სხვადასხვა ისტორიულ ქალაქს, დაათვალიერებენ მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებს. ჩაერთვებიან მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებში სანაპიროზე.
საცხოვრებელი
The Campus Hub Student Village
მონაწილეები ისწავლიან და იცხოვრებენ მალტის უნივერსიტეტის კომფორტულ და უსაფრთხო სტუდენტურ კომპლექსში. ახალაშენებული და თანამედროვედ აღჭურვილი სტუდენტური კომპლექსი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე და მოიცავს: უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკლასო ოთახებს, ლაბორატორიებს, სპორტულ მოედნებსა და დასასვენებელ სივრცეებს.
- ოთხი ან ექვსადგილიანი ოთახები საზიარო სველი წერტილით (5:1)
- თანამედროვე აუდიტორიები და ლაბორატორიები
- ფეხბურთის და ჩოგბურთის მოედნები
- საცურაო აუზი
- მაღაზიები და რესტორანი
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- კლინიკა Mater Dei Hospital – საცხოვრებლიდან რამდენიმე წუთის გზაზე
- 24/7 სუპერვიზირება და უსაფრთხოება
- Wi-Fi მთელ ტერიტორიაზე
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის გაკვეთილებს - კვირაში 20 გაკვეთილი
Embassy Summer-ის სწავლის მეთოდოლოგია ეფუძნება კომუნიკაციურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომას, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ენის რეალურ გარემოში გამოყენებაზე.
გაკვეთილები ინტერაქტიულია, ჩართულია თამაშები, დისკუსიები, პროექტები და ჯგუფური აქტივობები, ხოლო სწავლების პროცესი ინტეგრირებულია კულტურულ და გასართობ პროგრამებთან, რაც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს უკეთ გაიგონ ადგილობრივი კულტურა და ჩაერთონ აქტივობებში.
Embassy Summer-ი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე, უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის Native Speaker მასწავლებლებს და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს როგორც სწავლას ისე კულტურულ და შემეცნებით აქტივობებს. პროგრამები არა მხოლოდ აუმჯობესებს ენის ცოდნას, არამედ ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობას, გუნდურ მუშაობასა და კულტურულ ინტეგრაციას.
სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.
კულტურული პროგრამა
პროგრამის ფარგლებში ბავშვები მოინახულებენ კუნძულის მთავარ კულტურულ ცენტრებს, ულამაზეს სანაპიროებსა და ისტორიულ ქალაქებს:
- ვიზიტი ვალეტაში (უძველესი ქალაქი და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი)
- ვიზიტი მდინაში
- მარსაშლოკსი (Marsaxlokk)
- კუნძული კომინო (Comino)
- Blue Lagoon
- Rocky Beach
- Golden Bay
- მეცნიერების მუზეუმი
- აკვაპარკი
გასართობ/შემეცნებითი პროგრამა
საზაფხულო პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობს მეგობრული ატმოსფეროს შექმნას, თანატოლებთან სოციალიზაციასა და დროის ხალისიანად გატარებას:
- Team Building & Social Events - Karaoke; Talent Show
- Malta Experience - სპეციალური პროგრამა კუნძულის ისტორიისა და კულტურის გასაცნობად;
- ვიზიტი მეცნიერების ცენტრში
- სპორტის ფესტივალი
- ბოულინგი
უპირატესობები
მოთხოვნები
- ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- ინგლისური ენის გაკვეთილები
- სერტიფიკატს
- ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
- სპორტს და დამატებით აქტივობებს
- ვიზიტებს სხვა ქალაქებში
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
- სასწავლო მასალებს
- საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება