მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა ნიუ-იორკში

საზაფხულო სკოლა ნიუ-იორკში

24 მარტი 2026

ნიუ-იორკი2 კვირა12-18

სკოლის შესახებ

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა ნიუ-იორკში, University of Mount Saint Vincent-ის ბაზაზე

Kings Education საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა და  სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამებს, მათ შორის უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელ კურსებს (Foundation, A-level, Degree Pathway), ინგლისური ენის კურსებს და საზაფხულო პროგრამებს. 

კომპანია თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის არაერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტთან, მათ შორის არიან ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორებიცაა University of Bristol, University of the Arts London, Aston University და University of Wisconsin. აღნიშნული პარტნიორობები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შესაბამისი აკადემიური შედეგების შემთხვევაში, პირდაპირ გააგრძელონ სწავლა არჩეულ უნივერსიტეტში.

ყოველწლიურად Kings Education-ის კურსდამთავრებულები სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ. სწავლების ხარისხი დადასტურებულია წამყვანი საერთაშორისო აკრედიტაციებით, რაც პროგრამის მაღალ აკადემიურ სანდოობას განაპირობებს.

საზაფხულო პროგრამები აერთიანებს მაღალ აკადემიურ სტანდარტებსა და კულტურულ შემეცნებას. Kings Education-ის საზაფხულო კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ქალაქში, განავითაროს გლობალური ხედვა და ჩამოყალიბდეს მომავალ ლიდერად საერთაშორისო გარემოში.

საცხოვრებელი

University of Mount Saint Vincent

პროგრამის მონაწილეები ისწავლიან და იცხოვრებენ University of Mount Saint Vincent-ის თანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსში, ნიუ იორკის ცენტრალური სადგურიდან 30 წუთის სავალზე. საცხოვრებელი კომპლექსი განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში, ჰადსონის მდინარეზე ხედით. კამპუსის ტერიტორიაზეა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, მოსასვენებელი სივრცეები და სრული სპორტული ინფრასტრუქტურა.

  • 2 ან 3 ადგილიანი ოთახი კონდენციონერით და  საზიარო სველი წერტილით (6:1)
  • თითოეულ ოთახში განთავსებულია  ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
  • ღია საფეხბურთო მოედანი
  • სპორტული დარბაზები
  • ცეკვის დარბაზები
  • საერთო მოსასვენებელი სივრცეები
  • რესტორანი
  • 24/7 სუპერვიზირება
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
  • Wi-Fi

     საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი

სწავლება მოიცავს პრეზენტაციებს, კრეატიულ პროექტებსა და გუნდურ მუშაობას, რაც სტუდენტებს ეხმარება საკუთარი იდეების გამოხატვაში და თავდაჯერებულობის განვითარებაში. ყოველკვირეული შეფასებები და განხილვები უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის გამყარებას. მსგავსი დინამიკური გარემო ბავშვებს ეხმარება ენობრივი ბარიერის გადალახვასა და ინგლისურად თავდაჯერებულად საუბარში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომუნიკაციას — საუბარს, როლურ თამაშებს, ლექსიკის გაფართოებასა და გამოთქმის გაუმჯობესებას. გაკვეთილებში ასევე ინტეგრირებულია ბრიტანული ან ამერიკული კულტურის შესწავლა, რაც სტუდენტებს ეხმარება ენის უკეთ გააზრებასა და გამოყენებაში. ექსკურსიების წინ სტუდენტები ეცნობიან იმ ადგილებს, რომლებიც უნდა მოინახულონ, რაც გამოცდილებას უფრო საინტერესოსა და ინფორმაციულს ხდის.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია „21-ე საუკუნის ცხოვრება“, სადაც ყოველ კვირას განიხილება სხვადასხვა აქტუალური თემა, რაც ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და მსჯელობის უნარს.

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

პროგრამის განმავლობაში ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, მოინახულონ ნიუ-იორკის მთავარი ღირშესანიშნაობები:

  • Metropolitan Museum of Art
  • Natural History Museum
  • Central Park & 5th Avenue
  • Statue of Liberty
  • Times Square
  • Manhattan Soho
  • Greenwich Village Walking Tour & NYU
  • Brooklyn Bridge & One World Observatory.

გასართობი პროგრამა

პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით, რაც ხელს უწყობს მეგობრული ატმოსფეროს შექმნას, თანატოლებთან სოციალიზაციასა და დროის ხალისიანად გატარებას.

საღამოს  ღონისძიებები: Dance, disco, casino night, bingo, games night, quiz nights, and movie night

შემოქმედებითი აქტივობები: Arts and crafts, fashion show, karaoke, and talent show

უპირატესობები

სრული ენობრივი იმერსია

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიKings Education
ქვეყანააშშ
ქალაქინიუ-იორკი
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი12-18
თარიღები
26.07.2026 - 08.08.2026

ფასები

პროგრამის საფასური
4200USD

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • ინგლისური ენის გაკვეთლები
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • sports and recreational activities
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
  • სასწავლო მასალებს
  • სერთიფიკატს
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
  • ღირებულება არ მოიცავს სავიზო მოსაკრებელს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

არადაბრუნებადი დეპოზიტის გადახდა

3

ვიზა

სავიზო პროცედურის წარმართვა

4

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

5

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა