
სკოლის შესახებ
ფრანგული ან ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა პარიზში
Alpadia Language Schools საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1996 წელს დაარსდა და დღეს გლობალური საგანმანათლებლო ჯგუფის — Kaplan International Languages-ის ნაწილს წარმოადგენს.
Alpadia სპეციალიზდება ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენების სწავლებაში და მოზარდებს სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს მთელ მსოფლიოში. კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია, მიღებული აკრედიტაციები და მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს მის სანდოობას და მაღალ ხარისხს, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს მათთვის, ვისაც სურს უცხო ენის სწავლა საერთაშორისო გარემოში და სრულფასოვანი საგანმანათლებლო გამოცდილების მიღება.
Alpadia-ს მოდელი ეფუძნება უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს, სადაც თითოეული ბავშვის კეთილდღეობა პრიორიტეტულია. პროგრამები აერთიანებს მაღალ აკადემიურ სტანდარტებსა და კულტურულ შემეცნებას.
საზაფხულო პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ სასწავლო პროგრამას, არამედ კულტურულ და შემეცნებით აქტივობებს და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას. ბავშვები მოინახულებენ პარიზის სხვადასხვა ისტორიულ ღირშესანიშნაობებს და აქტიურად ჩაერთვებიან სპორტულ და გასართობ/შემეცნებით აქტივობებში.
საცხოვრებელი
პროგრამის მონაწილეები ისწავლიან და იცხოვრებენ სტუდენტურ საცხოვრებელში, რომელიც პარიზის ცენტრიდან 45 წუთის სავალზე მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ და უსაფრთხო გარემოში. კამპუსის ტერიტორიაზეა ინტერაქციული დაფებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, მრავალფეროვანი მოსასვენებელი სივრცეები და სრული სპორტული ინფრასტრუქტურა.
- ერთადგილიანი ოთახები საზიარო სველი წერტილით (1:8)
- თითოეულ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
- თანამედროვედ აღჭურვილი საკლასო ოთახები;
- სპორტული მოედნები
- ბილიარდი და ტენისის მაგიდები
- გამწვანებული პარკები
- სამრეცხაო და ყოველკვირეული დალაგების სერვისი
- 24/7 სუპერვიზირება
- Wi-Fi
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური ან ფრანგული ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი
სწავლების მეთოდოლოგია ეფუძნება კომუნიკაციურ, ინტერაქტიულ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომას, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ენის რეალურ გარემოში გამოყენებაზე. Native Speaker მასწავლებლების მიერ სპეციალურად შემუშავებული კურიკულუმი ფარავს ენის ათვისების ყველა ასპექტს: მეტყველებას, მოსმენას, კითხვას და წერას.
სწავლება მიმდინარეობს დინამიურ, საერთაშორისო გარემოში და მცირე ჯგუფებში, რაც უზრუნველყოფს თითოეული სტუდენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კოლაბორაციული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კრეატიულობის, დროის მენეჯმენტისა და ლიდერული თვისებების განვითარებას.
პროგრამის მთავარი უპირატესობა სრული ენობრივი იმერსიაა. სტუდენტები უცხო ენას არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ ყოველდღიურ აქტივობებში, ექსკურსიებსა და სოციალურ გარემოში გამოიყენებენ. ამ მიდგომის შედეგად, სტუდენტები სწრაფად ეუფლებიან ცოდნას, იძენენ თავდაჯერებულობას და კომუნიკაციის უნარს რეალურ ცხოვრებაში.
სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და შერჩეული ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.
კულტურული პროგრამა
პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი აქტივობებით. სტუდენტებს მოინახულებენ პარიზის მთავარ კულტურული ცენტრებს, ღირშესანიშნაობებს და ისტორიულ უბნებს. ლოკალური სამზარეულოს გაცნობა და ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილების დათვალიერება ბავშვებს საშუალებას მისცემს, სრულად შეიგრძნონ ფრანგული კულტურა და გაიღრმავონ გლობალური ხედვა.
- ეიფელის კოშკი
- ვერსალის სასახლე
- ლუვრის მუზეუმი
- ორსეის მუზეუმი
- პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
- ლუქსემბურგის ბაღი
- ტრიუმფალური თაღი
- მონმარტი
გასართობ/შემეცნებითი პროგრამა
პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობს მეგობრული ატმოსფეროს შექმნას, თანატოლებთან სოციალიზაციასა და დროის ხალისიანად გატარებას.
საღამოს ღონისძიებები: Disco, Movie Night, Quiz Night.
შემოქმედებითი აქტივობები: Karaoke, Talent/Fashion Show, Drama workshops და Arts & Crafts.
დამატებით ექსკურსია
ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ დამატებითი აქტივობები:
- დისნეილენდის პარკი + 220€
- PSG საფეხბურთო მოედანი + 100€
- ექსკლუზიური გიდირებული ტური პარიზში (Grévin Wax Museum and Catacombs) + 160€
უპირატესობები
მოთხოვნები
- ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- ინგლისური ან ფრანგული ენის გაკვეთლებს
- ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
- სპორტს და გასართობ/შემეცნებითი პროგრამას
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
- სასწავლო მასალებს
- სერთიფიკატს
- საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება