მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა პრაღაში

საზაფხულო სკოლა პრაღაში

17 მარტი 2026

პრაღა2 კვირა11-20

სკოლის შესახებ

ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორის, Prague Language Institute-ის საზაფხულო სკოლა პრაღაში 

PLI ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია ჩეხეთში, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ეხმარება საერთაშორისო სტუდენტებს განავითარონ ინგლისური ენა და მოემზადონ ჩეხეთში წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის. 

სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი უნიკალური სასწავლო და შემეცნებითი პროგრამები აერთიანებს სწავლას, მოგზაურობას და საერთაშორისო გამოცდილებას. პროგრამის განმავლობაში ბავშვები იმოგზაურებენ ევროპის 4 ქვეყანაში: ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და სლოვაკეთში. მონაწილეები გაეცნობიან განსხვავებულ კულტურებს და  გაიუმჯობესებენ უცხო ენის ცოდნას საერთაშორისო გარემოში.

ინგლისური ენის გარდა ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ პროფესიული სასწავლო პროგრამები - Innovative Business & AI ან Digital Skills & IT. სპეციალიზირებული პროგრამები მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ ნაწილს, არამედ კვლევის და ანალიტიკური აზროვნების განვითარების კომპონენტებს.

საცხოვრებელი

Sazava Student Residence

სტუდენტური რეზიდენცია მდებარეობს პრაღის ცენტრიდან 30 წუთის სავალ მანძილზე, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. საცხოვრებლის ტერირორიაზეა გამწვანებული გარე სივრცეები, სპორტული მოედნები, კვების ობიექტი, სურსათის მაღაზიები. ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი Westfield Chodov 5 წუთის მანძილზეა, ხოლო სკოლამდე გზა დაახლოებით 30 წუთს შეადგენს. 

განთავსება: თითოეულ ბლოკში არის 2 ნათელი და კომფორტული ორ საწოლიანი ოთახი. თითოეულ ოთახში თავსდება 2 მონაწილე. ბლოკს აქვს საკუთარი სველი წერტილი, მინი-სამზარეულო მიკროტალღური ღუმელით და მაცივრით. ოთახებში ბავშვების განაწილება ხდება სქესის და ასაკის მიხედვით. 

 ოთახში განთავსებულია  ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
სპორტული მოედნები (კალათბურთი, ფეხბურთი)
ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
Wi-Fi
24/7-ზე მიმღების და ტექნიკური პერსონალის მომსახურება

საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამები არჩევით

• Intensive English Language
Innovation Business & AI
Digital Skills & IT

პროგრამები მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ ნაწილს, არამედ კვლევის, ანალიტიკური აზროვნების და განვითარების კომპონენტს. სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ კვლევით პროექტზე მინი-ჯგუფებში. ყველა პროგრამა მოიცავს სემინარებს პრეზენტაციების და პროექტებზე მუშაობის თემაზე, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს მოამზადონ მათი ფინალური პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე.

Intensive English Language

 ინგლისური ენის გაკვეთილები - 40 აკადემიური საათი 
 კვლევითი პროექტი მინი-ჯგუფებში
 დიაგნოსტიკური ტესტი ინგლისურ ენაში 
 კურსის დასრულების სერტიფიკატი

გაკვეთილებს ჩაატარებენ Native Speaker მასწავლებლები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ უცხო ენების ბუნებრივ აქცენტსა და საუბრის ტემპს. ასეთ გარემოში სწავლა ბავშვებს ეხმარება გაიუმჯობესონ მოსმენისა და საუბრის უნარები და უფრო თავდაჯერებულად გამოიყენონ ინგლისური რეალურ სიტუაციებში.

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

Innovative Business & AI

ასაკი: 15+, ინგლისურის დონე: B2 +190 ევრო
 ლექციები ბიზნეს ექსპერტებთან და ČZU-ს ლექტორებთან - 48 აკადემიური საათი
 ბიზნეს ინგლისური
 ბიზნეს ქეისების ანალიზი
 მასტერ-კლასი პერსონალურ ბრენდირებასა და CV-ს შექმნაზე
 მასტერ -კლასი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ChatGPT, Midjourney
 სტარტაპ-პროექტი “Shark Tank”-ის სტილში (ინვესტორებთან პრეზენტაციის სიმულაცია)
 ვორქშოფები კონტენტის შექმნის, SMM, ციფრული მარკეტინგისა და ბიზნეს-პიჩინგის შესახებ
 ვიზიტები კომპანიებში
 2 სერტიფიკატი: ინგლისური ენის და დარგის სერტიფიკატი უნივერსიტეტისგან

Digital Skills & IT

ასაკი: 15+, ინგლისურის დონე: B2 +190 ევრო
 გაკვეთილები IT ექსპერტებთან Magenta Experience Center-იდან და Microsoft-იდან - 48  აკადემიური საათი
 Tech/Digital/IT პროექტი „Shark Tank“-ის სტილში (ციფრული და IT პროექტების პრეზენტაცია ინვესტორებისთვის)
 ვორქშოფები და მასტერკლასები 3D მოდელირებაში, AI, ვირტუალურ რეალობასა და პროგრამირების საფუძვლებში
 ვიზიტები მსხვილ IT კომპანიებში
 2 სერტიფიკატი: დარგის და ინგლისური ენის სერტიფიკატი

კულტურული პროგრამა

პროგრამის განმავლობაში ბავშვები მოინახულებენ ევროპის 5 ქალაქს: პრაღას, დრეზდენს, ვენას, ბრატისლავას და ჩესკი კრუმლოვს. დაათვალიერებენ მთავარ ღირშესანიშნაობებს, გაეცნობიან სახვადასხვა კულტურას, ჩაერთვებიან გასართობ და შემეცნებით აქტივობებში.  ქალაქებს შორის გადაადგილება ხდება კომფორტული კერძო ავტობუსებით.

კულტურულ/შემეცნებითი პროგრამა მოიცავს:

ექსკურსიები დრეზდენში, ვენაში და ბრატისლავაში
ექსკურსია ჩესკი კრუმლოვში
ექსკურსიები ძველ და ახალ პრაღაში
პრაღის ციხე-სიმაგრე და ჩარლზის ხიდი
ეროვნული მუზეუმი
პრაღის ზოოპარკი
მისტიური თამაში „ძველი პრაღის ლეგენდები და მითები“
Treasure Hunt ვიშეჰრადის პარკში
კამპას კუნძული, ლენონის კედელი, მოცეკვავე სახლი
Welcome Night
წვეულება დახურულ კლუბში
გამოსაშვები საღამო და სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია
მთელი დღე Žluté lázně-ს სანაპიროზე - ცურვა, ქვიშის ფრენბურთი, პინგ პონგი და სხვა.
პიკნიკი - შეფ-მზარეულის ბურგერები
სპორტული თამაშები
გიტარის საღამო და მუსიკალური ვიქტორინა
შოპინგი აუთლეტ ცენტრში

დამატებითი აქტივობები

სურვილის შემთხვევაში ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ დამატებითი აქტივობები:

აკვაპარკი + 42€
რაფტინგი (ჩესკი კრუმლოვში) + 12€

კვება

ღირებულება მოიცავს ორჯერად კვებას: საუზმე, სადილი + ხემსი

საუზმე:
შვედური მაგიდა საცხოვრებლის ტერიტორიაზე: კვერცხი, სოსისი, ბურღულეული, სხვადასხვა სახის პური, ყველი და შაშხი, ხილი, ბოსტნეული.
სადილი:
ადგილობრივ კურატორებს მონაწილეები მიჰყავთ ქალაქის სხვადასხვა საკვებ ობიექტში, სადაც სერვირდება 
მთავარი კერძი და სასმელი.
ხემსი:
ვაფლი, შოკოლადის/შვრიის ბატონები, თხილეული, ხილი ან წვენი

ვახშამი:
ადგილობრივ კურატორებს მონაწილეები მიჰყავთ ქალაქის სხვადასხვა საკვებ ობიექტში, სადაც მონაწილეები თავად ირჩევენ საკვებს და იხდიან ფულს. თითო კვებისთვის რეკომენდირებული თანხა - 10 ევრო.

სკოლა ითვალისწინებს დიეტურ პრეფერენციებსა და ალერგიებს, შესაძლებელია ვეგეტარიანული და ვეგანური კერძების არჩევაც.

! სხვა ქვეყნებში მოგზაურობის დღეებში, სკოლა უზრუნველყოფს მხოლოდ საუზმეს. 

📽ვიდეო

უპირატესობები

სასწავლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა
მოგზაურობა ევროპის 4 ქვეყანაში

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიPrague Language Institute
ქვეყანაჩეხეთი
ქალაქიპრაღა
ვიზიტებიდრეზდენი, ვენა, ბრატისლავა, ჩესკი კრუმლოვი
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი11-20
თარიღები
1.07.2026 - 15.07.202621.07.2026 - 4.08.20261.08.2026 - 15.08.2026

ფასები

რეგისტრაციის საფასური
200GEL
Intensive English Language
1300EUR
Innovative Business & AI
1490EUR
Digital Skills (IT)
1490EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • სტუდენტურ საცხოვრებელს ორჯერადი კვებით + ხემსი; სხვა ქვეყნებში ვიზიტების დღეს მხოლოს საუზმეს
  • შერჩეულ სასწავლო პროგრამას
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • სასწავლო მასალას
  • სერტიფიკატს
  • 24 საათიან სუპერვიზირებას
  • კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • ჩეხური სიმ ბარათს+10გბ ინტერნეტით
  • ტრანსპორტის ბარათს
  • საჩუქრებს PLI-სგან
  • საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა 

5

დოკუმენტები

ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება