
საზაფხულო სკოლა რომში და ტოსკანაში
25 მარტი 2026
სკოლის შესახებ
იტალიური ან ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა იტალიაში
Alphabet International Camps საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა და უკვე 15 წელზე მეტია, რაც ინოვაციურ საზაფხულო პროგრამებს გვთავაზობს იტალიაში. კომპანისს მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის რეალური გამოცდილების შექმნა, სადაც სწავლა მიმდინარეობს ყოველდღიური აქტივობების, სპორტის, შემოქმედებითი დავალებებისა და კულტურული ჩართულობით.
კომპანია American Camp Association-ის წევრია, რაც მის ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს . მისი პროგრამები ეხმარება ახალგაზრდებს განივითარონ დამოუკიდებლობა, გუნდური მუშაობის უნარები, კომუნიკაცია და კულტურული გახსნილობა, რაც მათთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას ქმნის როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებაში.
საზაფხულო პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ სასწავლო პროგრამას, არამედ კულტურულ, სათავგადასავლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს. ბავშვები მოინახულებენ იტალიის სხვადასხვა რეგიონს უმბრიას, ტოსკანას. დაათვალიერებენ ისტორიულ ღირშესანიშნაობებს რომში და ფლორენციაში.
საცხოვრებელი
პროგრამის მონაწილეები 1 კვირის განმავლობაში ისწავლიან და იცხოვრებენ ცენტრალურ იტალიაში, ტოსკანასა და უმბრიის საზღვარზე, ისტორიული ქალაქ კიუზიში, ხოლო მე-2 კვირას იტალიის დედაქალაქ რომში.
1 კვირა - Chiusi Estate (კიუზის მამული)
საცხოვრებელი მდებარეობს ტოსკანასა და უმბრიის საზღვარზე, ქალაქ კიუზიში, რომიდან 1,5 საათის სავალზე. კამპუსი განთავსებულია 1500-იანი წლების მამულში, რომელიც მდებარეობს ულამაზეს ბუნებრივ გარემოში. ტერიტორიაზეა საცურაო აუზი, სპორტული მოედნები, შიდა და გარე სასადილო სივრცეები.
- ოთხადგილიანი ოთახები საკუთარი სველი წერტილით
- თითოეულ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
- საცურაო აუზი
- სპორტული მოედნები
- გამწვანებული სივრცეები
- 24/7 სუპერვიზირება
- Wi-Fi
ბავშვები განთავსდებიან 2 ან 3 ადგილიან ოთახებში საზიარო სველი წერტილით.
ხელმისაწვდომია Wi-fi,
- ორ ან სამადგილიანი ოთახები საზიარო სველი წერტილით
- თითოეულ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
- საერთო მოხმარების სივრცეები განთვირთვის და სოციალიზაციისთვის
- მზიანი ტერასა
- 24/7 სუპერვიზირება
- Wi-Fi
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა მოიცავს იტალიური ან ინგლისური ენის გაკვეთილებს
1 კვირა - ინგლისური ენის გაკვეთილები 12 საათი
2 კვირა - იტალიური ან ინგლისური ენის გაკვეთილები 15 საათი
სწავლება დაფუძნებულია კომუნიკაციურ და აქტიურ მიდგომაზე, რაც აადვილებს ინგლისური ენის ათვისებას და ახალგაზრდების შემოქმედებით განვითარებას.
მიზეზი, რის გამოც სწავლება ეფექტურია - რეალური კომუნიკაცია, ყოველდღიურ სიტუაციებში სწავლება და გამოცდილებაზე დაფუძნებული ჩართულობაა.
პროგრამა ინტერაქტიულია და მოსწავლეზე ორიენტირებული. ბავშვები უცხო ენას აითვისებენ არა მხოლოდ გაკვეთილებზე, არამედ ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა თამაშები, ვორქშოფები, პროექტები, ჯგუფური დავალებები და კულტურულ და შემეცნებით აქტივობები. ენის სწავლება არ ხდება მხოლოდ ტრადიციული, თეორიული ფორმით — აქცენტი კეთდება საუბარზე, კომუნიკაციაზე და რეალურ სიტუაციებში ენის გამოყენებაზე, რაც აუმჯობესებს მოსწავლეთა უნარს ენის ბუნებრივად გამოყენებაში.
კულტურული პროგრამა
უპირატესობები
მოთხოვნები
- ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- იტალიური ან ინგლისური ენის გაკვეთლებს
- ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
- სპორტს და გასართობ/შემეცნებითი პროგრამას
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
- სასწავლო მასალებს
- სერთიფიკატს
- საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
- სამოგზაურო დაზღვევას
- ვიზიტს ფლორენციაში
- ლექციებს კულტურასა და ისტორიაზე ანტიკურიდან - თანამედროვე პერიოდამდე
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება