მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა ჟუან-ლე-პანსში

საზაფხულო სკოლა ჟუან-ლე-პანსში

26 მარტი 2026

საფრანგეთი2 კვირა12-17

სკოლის შესახებ

ფრანგული ენის საზაფხულო სკოლა საფრანგეთში

Centre International d’Antibes (CIA France) ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისოსაგანმანათლებლო ორგანიზაციაა საფრანგეთში, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია საერთაშორისო სტუდენტებს ფრანგული ენის სასწავლი კურსებს და საზაფხულოპროგრამებს სთავაზობს გამოცდილებით. 

ორგანიზაცია საფრანგეთში ორ დიდ სასწავლო ცენტრს ფლობს უფროსებისთვის და ოთხ საზაფხულო სკოლას მოზარდებისთვის სამხრეთ საფრანგეთის ულამაზეს რეგიონში - კოტ დ'აზურზე.

CIA France გამოირჩევა მაღალი ხარისხის სწავლებით, გამოცდილი და კვალიფიციური Native Speaker პედაგოგებით და თანამედროვე, ინტერაქტიული სასწავლო მიდგომებით. პროგრამები მორგებულია ყველა ასაკისა და ენის დონის სტუდენტზე და მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე პრაქტიკულ და კულტურულ კომპონენტებს

Centre International d’Antibes სწავლების მაღალ ხარისხს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და სახელმწიფო აკრედიტაცია ადასტურებს.

საზაფხულო პროგრამის განმავლობაში ფრანგული ენის სწავლის გარდა ბავშვები მოინახულებენ სხვადასხვა ისტორიულ ღირშესანიშნაობებს და აქტიურად ჩაერთვებიან სპორტულ და გასართობ/შემეცნებით აქტივობებში. ხმელთაშუა ზღვისპირა გარემო სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სრულად ჩაერთონ ადგილობრივ კულტურაში, შეიძინონ ახალი მეგობრები და გაატარონ დაუვიწყარი არდადეგები სამხრეთ საფრანგეთში.

საცხოვრებელი

პროგრამის მონაწილეები განთავსდებიან პრესტიჟულ სტუდენტურ რეზიდენციებში: Residence Aragon, Residence Astor ან Residence Castel Arabel. თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებლები „Club Med Junior“-ის კონცეფციითაა შექმნილი და მდებარეობს ნიცასა და კანის შუაგულში, სანაპიროსა და ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე. კამპუსიდან სკოლამდე მანძილი სულ რაღაც 10 წუთია და ბავშებს მოემსახურებათ სკოლის კერძო ტრანსპორტი.

Aragon-ის რეზიდენცია:

  • 2-ადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილითა და კონდიციონერით
  • თითოეულ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
  • გამწვანებული ეზო
  • გარე ტერასები
  • საერთო მოსასვენებელი სივრცეები
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება
  • Wi-Fi

Astor-ის რეზიდენცია:

  • 3 ან 4 ადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილითა და კონდიციონერით
  • თითოეულ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
  • გამწვანებული ეზო
  • გარე ტერასები 
  • საერთო მოსასვენებელი სივრცეები
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება
  • Wi-Fi

Castel Arabel-ის რეზიდენცია (მხოლოდ Leadership Program-ის მონაწილეებისთვის):

  • 2 ან 4 ადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილითა და კონდიციონერით
  • თითოეულ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
  • ღია საცურაო აუზი რეზიდენციის ტერიტორიაზე
  • გამწვანებული ეზო
  • გარე ტერასები
  • საერთო მოსასვენებელი სივრცეები
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება
  • Wi-Fi

     Residence Aragon

     Residence Astor

     Residence Castel Arabel

სასწავლო პროგრამა

ფრანგული ენის გაკვეთილები - კვირაში 20 გაკვეთილი

გაკვეთილები ტარდება თანამედროვე სასწავლო და ინტერაქტიული მეთოდებით, რაც ხელს უწყობს მოსმენის, საუბრის, წერისა და წაკითხვის უნარების სწრაფ განვითარებას. სტუდენტები ყოველდღიურად ერთვებიან აქტიურ და საინტერესო აქტივობებში, რაც ენის ბუნებრივად, კომფორტულ გარემოში ათვისებას უზრუნველყოფს. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან გამოცდილი Native Speaker მასწავლებლები. 

Leadership Program - კვირაში 20 გაკვეთილი (აუცილებელია ფრანგული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა)

პროგრამა აერთიანებს ენის შესწავლას, ლიდერობასა და პიროვნულ განვითარებას.
ბავშვები მონაწილეობენ დებატებში, ვორქშოფებში. პროგრამა მეტად დატვირთულია სწავლის პრაქტიკული კომპონენტით იმისათვის, რომ მონაწილეებმა გაიუმჯობესონ კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და კრიტიკული აზროვნების უნარები. 
სწავლის ინოვაციური მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე „სწავლა მოქმედებით“, ეხმარება ბავშვებს:
ფრანგულის გამოყენებაში თავდაჯერებულობის მოპოვებაში
საკუთარი აზრის გამოხატვისა და საჯარო წარმოსახვის უნარების განვითარებაში
გადაწყვეტილების მიღებისა და ლიდერული უნარების გაღრმავებაში

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ფრანგული ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

პროგრამის ფარგლებში ბავშვები მოინახულებენ ფრანგული რივიერს მთავარ კულტურულ ცენტრებს, მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებს, 1 დღეს გაატარებენ აკვაპარკში

  • ვიზიტი ნიცაში
  • ვიზიტი მონაკოში
  • ექსკურსიები კანში
  • საზღვაო გასეირნება გემით
  • Aquasplash-ის წყლის პარკი 

გასართობი პროგრამა

პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობს მეგობრული ატმოსფეროს შექმნას, თანატოლებთან სოციალიზაციასა და დროის ხალისიანად გატარებას. 

  •  ბოულინგი
  •  გრილი ღია ცის ქვეშ
  •  საღამო სანაპიოროზე
  •  წყლის სპორტი

უპირატესობები

სრული ენობრივი იმერსია
ფრანგული ენის პრემიუმ პროგრამა

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიThe Centre International d’Antibes
ქვეყანასაფრანგეთი
ვიზიტებინიცა, მონაკო, კანი
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი12-17
თარიღები
ივლისი ან აგვისტო

ფასები

რეგისტრაციის ღირებულება
200GEL
ფრანგული ენის პროგრამა
3580EUR
Leadership Program
4580EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • ფრანგული ენის გაკვეთლებს
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • სპორტს და გასართობ/შემეცნებითი პროგრამას
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
  • სასწავლო მასალებს
  • სერთიფიკატს
  • საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა 

5

დოკუმენტები

ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება