
სკოლის შესახებ
Sportech Academy ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია იტალიაში, რომელიც მოზარდებს პროფესიულ და სპორტულ საზაფხულო პროგრამებს სთავაზობს. სპეციალიზირებული პროგრამები მოზარდებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროფესიონალებთან, მიიღონ პრაქტიკული და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული ცოდნა.
აკადემია თანამშრომლობს 10-ზე მეტ წამყვან ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის და მედიცინის დარგში, მათ შორისაა: Teatro alla Scala, Raffles Milano, AC Milan, UNISR (Università Vita-Salute San Raffaele), Moncler, Congusto Institute, Dallara Academy, Armani Silos, Technogym, Fondazione Prada და Eataly.
სასწავლო პროგრამები მოიცავს ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტულ დარგებს:
სპორტის მიმართულებით მოზარდებს ექნებათ წვრთნები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად, განავითარებენ სპორტულ უნარებს, სტრატეგიულ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობას.
საცხოვრებელი
Aparto Student Residence
მილანში ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტური საცხოვრებელი ქალაქის ცენტრში. კამპუსის ტერიტორიაზეა: კინოდარბაზი, ფიტნეს დარბაზი, იოგას ოთახი, ტერასები, გასართობი, მოსასვენებელი დასასწავლო სივრცეები.
- ერთადგილიანი სტუდიოს ტიპის ოთახი საკუთარი სველი წერტილით, საშხაპით და პატარა სამზარეულოთი
- საერთო მოხმარების სივრცე განტვირთვის და სოციალიზაციისათვის
- კინოდარბაზი
- ფიტნეს დარბაზი
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- 24/7 სუპერვიზირება (House parents)
- Wi-Fi
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა შექმნილია Teatro alla Scala-ს, Teatro Arcimboldi-ს და Piccolo Teatro-სთან — ევროპაში სამ ყველაზე გამორჩეულთეატრალურ ინსტიტუციასთან თანამშრომლობით.
სასწავლო პროგრამა მოიცავს 30 საათიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
იტალიის საუკეთესო თეატრების რეპეტიციულ სივრცეებსა და სახელოსნოებში ბავშვებს ჩაუტარდებათ სემინარები და რეპეტიციები სიმღერაში, რეჟისურაში, ექსპრესიული შესრულების ტექნიკებში, კოსტუმების და სცენოგრაფიის დიზაინში.
მონაწილეები იმუშავებენ მსოფლიო დონის არტისტებთან და პროფესიონალებთან რაც დაეხმარებათ განივითარონ როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური უნარები. პროგრამის დასასრულს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ერთობლივად დადგან და წარმოადგინონ საკუთარი საოპერო წარმოდგენა.
პროგრამას აქვს ორი აკადემიური მიმართულება:
-
ვოკალი და კოსტიუმების დიზაინი• ვოკალის და იტალიური დიქციის ტექნიკა• სასცენო სამსახიობო ოსტატობა და გუნდური შესრულება• პერსონაჟის დრამატურგიული განვითარების და ექსპრესიული შესრულების ტექნიკები• ლიბრეტოს ვიზუალურად გადმოცემის ხელოვნება - ქსოვილის, ფერისა და სილუეტის საშუალებით• კოსტიუმების ისტორიისა და დიზაინის პრინციპები• ესკიზების შექმნა, კოსტიუმების მორგებისა და სცენური გრიმის საბაზისო ტექნიკების დაუფლებას
-
რეჟისურა და სცენოგრაფია• რეჟისურის საფუძვლები და სცენური მოქმედების გეგმა• განათებისა და ხმოვანი დიზაინის ძირითადი პრინციპები• დეკორაციების შექმნის ტექნიკური პროცესები• სცენოგრაფია, სცენის მენეჯმენტი და რეპეტიციული პროცესის დაგეგმვა• სცენის მაკეტირება და ვიზუალური კონცეფციის შექმნა• კოსტიუმებისა და სცენური გრიმის კოორდინაცია
კულტურული პროგრამა
აკადემიური ნაწილის გარდა, პროგრამა მოიცავს:
უპირატესობები
მოთხოვნები
- პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ადგილობრივი კურატორების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- სასწავლო პროგრამას
- რეპეტიციებს და სემინარებს
- სასწავლო მასალას
- სერტიფიკატს
- Teatro alla Scala-ში ექსკლუზიური ტურს - კულისებს მიღმა
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- 24/7 სუპერვიზირებას
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება