მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა შანხაიში

საზაფხულო სკოლა შანხაიში

24 მარტი 2026

შანხაი2 კვირა7-17

სკოლის შესახებ

ინგლისური ან ჩინური ენის საზაფხულო სკოლა შანხაიში

Embassy Summer საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა და გლობალური საგანმანათლებლო ქსელის, EC English-ის ნაწილი. კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მასპინძლობს სტუდენტებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან და სთავაზობს პროგრამებს მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე, თანამედროვე სასწავლო ცენტრებში და უნივერსიტეტების კამპუსებში, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს.

Embassy Summer სპეციალიზდება ენის საზაფხულო პროგრამებში და ახალგაზრდებს სთავაზობს უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას, სადაც სწავლა, კულტურა და თავგადასავალი ბუნებრივად ერთიანდება.

Embassy Summer გამოირჩევა მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით. მისი სანდოობისა და განათლების მაღალი ხარისხის დასტურია სტუდენტთა კმაყოფილების 99%-იანი მაჩვენებელი და განათლების სფეროში მიღებული არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის StudyTravel Star Awards და BETA Silver Award.

ინგლისური და ჩინური ენის გაკვეთილების გარდა, ბავშვები მოინახულებენ ჩინეთის სხვადასხვა ისტორიულ ღირშესანიშნაობას, ჩაერთვებიან მრავალფეროვან სპორტულ და გასართობ/შემეცნებით აქტივობებში. გაატარებენ 1 დღეს შანხაის დისნეილენდში.

საცხოვრებელი

Vanke School Pudong Shanghai

ბავშვები განთავსდებიან ბრიტანულ-ამერიკული სტანდარტების დახურულ კერძო სკოლაში, Vanke School Pudong Shanghai-ში. კამპუსი მდებარეობს პრესტიჟულ ლოკაციაზე, მრავალ საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტთან ახლოს, მშვიდ, აკადემიურ და უსაფრთხო გარემოში. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, სალექციო დარბაზები და კრეატიული თეატრალური სივრცე სწავლების პროცესს მაქსიმალურად ინტერაქტიულს ხდის.

  • 2, 3 ან 4 ადგილიანი ოთახი კონდენციონერით და საზიარო სველი წერტილით 1:4
  • თითოეულ ოთახში განთავსებულია  ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
  • საერთო მოხმარების სივრცე განტვირთვის და სოციალიზაციისათვის
  • გარე და შიდა სპორტული მოედნები
  • გარე სარბენი ბილიკი
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო  და  ყოველკვირეული  დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება
  • Wi-Fi

    საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური ან ჩინური ენის გაკვეთილებს — კვირაში 15 საათს.

Embassy Summer-ის სწავლის მეთოდოლოგია ეფუძნება კომუნიკაციურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომას, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ენის რეალურ გარემოში გამოყენებაზე. 

გაკვეთილები ინტერაქტიულია, ჩართულია თამაშები, დისკუსიები, პროექტები და ჯგუფური აქტივობები, ხოლო სწავლების პროცესი ინტეგრირებულია კულტურულ და გასართობ პროგრამებთან, რაც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს უკეთ გაიგონ ადგილობრივი კულტურა და ჩაერთონ აქტივობებში.

Embassy Summer-ი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე, უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის Native Sepaker მასწავლებლებს და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს როგორც სწავლას ისე კულტურულ და შემეცნებით აქტივობებს. პროგრამები არა მხოლოდ აუმჯობესებს ენის ცოდნას, არამედ ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობას, გუნდურ მუშაობასა და კულტურულ ინტეგრაციას.

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და შერჩეული ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

ინტენსიური სასწავლო პროცესის პარალელურად, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ახლოს გაეცნონ ჩინეთის უძველეს კულტურასა და ულტრათანამედროვე გარემოს. პროგრამის ფარგლებში ბავშვები ეწვევიან:

  • შანხაის დისნეილენდს
  • Science and Technology Museum
  • Shanghai Ocean Aquarium
  • Shanghai Tower
  • იუ-გარდენის ბაღებს
  • შანხაის ძველ ქალაქს
  • Jade Buddha Temple
  • ცნობილ სანაპირო „The Bund“
  • პუდონგის რაიონს „აღმოსავლეთის მარგალიტისა“ და „შანხაის კოშკის“ ხედებით

ვორქშოფები:
A Royal Arts & Crafts Afternoon
The Great British Bake Off or Dim Sum
Chinese Lantern making
Afternoon of Tai Chi.
An afternoon of tea traditions
Drama Workshop

გასართობი პროგრამა: 
ბავშვები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ტიპის აქტივობაში, რაც მათ გუნდური მუშაობის, კრეატიულობისა და ლიდერული თვისებების განვითარებაში დაეხმარება. 

  • Scavenger Hunt
  • Quiz Nights
  • Murder Mystery
  • Fashion Shows
  • Craft and Drama workshops

სპორტი

ბავშვებს შეუძლიათ ჩაერთონ სასურველ სპორტულ აქტივობებში:

  • ფეხბურთი
  • კალათბურთი
  • ბადმინტონი
  • ფრენბურთი
  • მაგიდის ჩოგბურთი

უპირატესობები

სრული ენობრივი იმერსია
ინოვაციური სამყაროს რეალური გამოცდილება

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიEmbassy English
ქვეყანაჩინეთი
ქალაქიშანხაი
ენები ჩინური
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი7-17
თარიღები
ივლისი ან აგვისტო

ფასები

რეგისტრაციის საფასური
200GEL
პროგრამის საფასური
2400GBP

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • ინგლისური ან ჩინური ენის გაკვეთილებს
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • სპორტულ და გასართობ აქტივობებს
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
  • სასწავლო მასალებს
  • სერთიფიკატს
  • Graduation - კურსის დასრულების ცერემონიას
  • საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
  • ღირებულება არ მოიცავს სავიზო მოსაკრებელს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

არადაბრუნებადი დეპოზიტის გადახდა

3

ვიზა

სავიზო პროცედურის წარმართვა

4

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

5

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა