
საზაფხულო სკოლა შვეიცარიის ალპებში
27 მარტი 2026
სკოლის შესახებ
ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენების საზაფხულო სკოლა შვეიცარიის ალპებში
Filolo International Camp პრემიუმ კლასის საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც უმაღლესი სტანდარტის ენის საზაფხულო პროგრამებით არის ცნობილი. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და სტუდენტების წარმატებაზე ორიენტირებული მიდგომა საუკეთესო პირობებს ქმნის ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენების შესწავლისთვის. სწავლების ხარისხი ეფუძნება საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებს, რაც პროგრამის მაღალ სანდოობასა და პრესტიჟს განაპირობებს.
საზაფხულო პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ სასწავლო პროგრამას, არამედ კულტურულ, სათავგადასავლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს. ბავშვები მოინახულებენ შვეიცარიის სხვადასხვა რეგიონს, იურასა და ფრანშ-მონტანის მაღალმთიან პლატოს. დაათვალიერებენ ბუნებრივ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს სანიელეჟიეში, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნსა და შვეიცარიული ტბების სანაპიროებზე.
ეს დაუვიწყარი მოგზაურობა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სრულად შეიგრძნონ ადგილობრივი კულტურა, განავითარონ გლობალური ხედვა და მიიღონ უნიკალური საერთაშორისო გამოცდილება.
საცხოვრებელი
Jura Sport & Resort Hotel
ბავშვები ისწავლიან და იცხოვრებენ თანამედროვე და მყუდრო საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც განთავსებულია შვეიცარიაში, Franches-Montagnes-ის თვალწარმტაც პლატოზე, ზღვის დონიდან 1,000 მეტრის სიმაღლეზე.
სანიელეჟიეს უნიკალური ბუნება, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო საუკეთესო პირობებს ქმნის აქტიური დასვენებისა და სრულფასოვანი განტვირთვისთვის, ახალი მეგობრების შეძენისა და ენის ბუნებრივად, ყოველდღიურ გარემოში ათვისებისთვის. სასტუმროს ტერიტორიაზეა საცურაო აუზები და გასართობი სივრცეები.
- სამადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილით
- თითოეულ ოთახში განთავსებულია ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის შესანახი კარადა
- საერთო მოხმარების სივრცე განტვირთვისა და სოციალიზაციისათვის
- საცურაო აუზი
- ტობოგანი
- სათამაშო ოთახი
- ხელმისაწვდომია სამრეცხაო და ყოველკვირეული დასუფთავების სერვისი
- 24/7 სუპერვიზირება
- Wi-Fi
სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი
სწავლების მეთოდოლოგია ეფუძნება კომუნიკაციურ, ინტერაქტიულ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომას, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ენის რეალურ გარემოში გამოყენებაზე. Native Speaker მასწავლებლების მიერ სპეციალურად შემუშავებული კურიკულუმი ფარავს ენის ათვისების ყველა ასპექტს: მეტყველებას, მოსმენას, კითხვასა და წერას.
სწავლება მიმდინარეობს დინამიურ, საერთაშორისო გარემოში და მცირე ჯგუფებში, რაც უზრუნველყოფს თითოეული სტუდენტისადმი მაქსიმალურ ინდივიდუალურ მიდგომას და მასწავლებლის სრულ ფოკუსს მოსწავლის საჭიროებებზე. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კოლაბორაციული პროექტები და შემოქმედებითი ვორქშოფები, რომლებიც ხელს უწყობს კრეატიულობის, დროის მენეჯმენტისა და ლიდერული თვისებების განვითარებას.
სტუდენტები უცხო ენას არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ ყოველდღიურ აქტივობებში, ექსკურსიებსა და სოციალურ გარემოში გამოიყენებენ. ამ მიდგომის შედეგად, სტუდენტები სწრაფად ეუფლებიან ცოდნას, იძენენ თავდაჯერებულობას და კომუნიკაციის უნარს რეალურ ცხოვრებაში.
სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და შერჩეული უცხო ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.
კულტურული პროგრამა
პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი აქტივობებით. სტუდენტები მოინახულებენ შვეიცარიის მთავარ კულტურულ ცენტრებს, ღირშესანიშნაობებს და ისტორიულ რეგიონებს. ლოკალური სამზარეულოს გაცნობა და ქვეყნის მნიშვნელოვანი ადგილების დათვალიერება ბავშვებს საშუალებას მისცემს, სრულად შეიგრძნონ შვეიცარიული კულტურა და გაიღრმავონ გლობალური ხედვა.
- შვეიცარიის დედაქალაქი ბერნი
- Europa Park
- შოკოლადის ქარხანა
- საათების მუზეუმი
- სენტ-ურსანი და კაიაკინგი მდინარე დუბზე
- ნეშატელისა და ბილის ტბები
- Étang de la Gruère-ის ბუნებრივი ნაკრძალი
- შასერალის ქედი
გასართობ/შემეცნებითი პროგრამა
პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობს მეგობრული ატმოსფეროს შექმნას, თანატოლებთან სოციალიზაციასა და დროის ხალისიანად გატარებას.
საღამოს ღონისძიებები: BBQ & Campfire, Filolo Olympics, Disco Night, Movie Night, Quiz/Game Night.
შემოქმედებითი აქტივობები: კულინარიული ვორქშოფები, ხელოვნებისა და სპორტის ვორქშოპები, კაიაკინგი და ენობრივი მისიები ბუნებაში.
უპირატესობები
მოთხოვნები
- ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- ინგლისური, გერმანული ან ფრანგლული ენის გაკვეთილები
- ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
- სასწავლო მასალას
- სერტიფიკატს
- გასართობი აქტივობები
- აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
- 24/7 სუპერვიზირებას
- კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
- საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა
დოკუმენტები
ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება