მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა შვეიცარიაში

საზაფხულო სკოლა შვეიცარიაში

6 აპრილი 2026

ლეიზინი2 კვირა10-17

სკოლის შესახებ

Village Camps შვეიცარიაში დაფუძნებული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 50 წელზე მეტია აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებსა და თინეიჯერებს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებშიშვეიცარიაში, ავსტრიაში და პორტუგალიაში

სასწავლო პროგრამები მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და რეკრეაციულ აქტივობებს, რომლებიც აერთიანებს სწავლას, თავგადასავალსა და პიროვნულ განვითარებას და  ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობას, გუნდურ მუშაობას და კულტურულ ინტეგრაციას, რაც ახალგაზრდებს ამზადებს საერთაშორისო გარემოში წარმატებისთვის.

Village Camps ოპერირებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და ფლობს საკუთარ ინფრასტრუქტურას შვეიცარიაში, მათ შორის ცნობილ Swiss Alpine Centre-ს Leysin-ში, რომელიც მდებარეობს ალპებში და უზრუნველყოფს უსაფრთხო და შთამბეჭდავ გარემოს საერთაშორისო სტუდენტებისთვის. 

Village Camps განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას — კვალიფიციური პერსონალი, მათი ინტენსიური ტრენინგი და მაღალი ზედამხედველობის სტანდარტები უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის დაცულ და კომფორტულ გარემოს.

პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის:

• ლიდერობის პროგრამა (Leadership Camp)
• ლაბორატორიული მკვლევარები (Lab Explorers Camp)
• თინეიჯერთა სათავგადასავლო ბანაკი (Adventure Camp)
• ინგლისური ან ფრანგული ენის ბანაკები (Language Camp)
• სპორტული ბანაკი (Sports Camp)
• ჩოგბურთის ბანაკი (Tennis Camp)

საცხოვრებელი

Swiss Alpine Centre 

თანამედროვე და კომფორტული სტუდენტური საცხოვრებელი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. 

3 ან 4 ადგილიანი ოთახები საკუთარი სველი წერტილით
თანამედროვე საკლასო ოთახები
ხელოვნებისა და ხელნაკეთობების სტუდია
მუსიკისა და ცეკვის სტუდია
თეატრალური და საგნობრივი დარბაზები
საერთო დასასვენებელი სივრცეები
სამრეცხაო და ყოველკვირეული დალაგების სერვისი
24/7 სუპერვიზირება
Wi-Fi
ინფრასტრუქტურა:
დახურული საცურაო აუზი
სრული ზომის ყინულის სასრიალო მოედანი
ჩოგბურთის კორტები 
მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი
მინი გოლფის მოედანი
კორტები
ფეხბურთის მოედანი
მშვილდოსნობის ზონა
კალათბურთის მოედნები
ფრენბურთის მოედანი
დახურული და ღია კლდეზე ცოცვის კედლები
საზაფხულო ბობსლეის ტრასა

საცხოვრებლის ფოტოები 

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამები არჩევით: 
  • ინგლისური ენა
  • ფრანგული ენა
პროგრამები აერთიანებს სწავლის, კომუნიკაციის განვითარებისა და შემოქმედებით პროექტებზე მუშაობის კომპონენტს. გაკვეთილებს ატარებენ Native Speaker-ი მასწავლებლები. მათთან ურთიერთობა მონაწილეებს ეხმარება სწრაფად განავითარონ ლექსიკა და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები უცხო ენაზე კომუნიკაციისას.
ბავშვები დამოუკიდებლად ირჩევენ ინტერესებზე დაფუძნებულ თემებს, ასრულებენ გუნდურ დავალებებს, ავითარებენ პრეზენტაციის უნარებს. 

პროგრამა მოიცავს:
შერჩეული უცხო ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი
 საუბრის პრაქტიკა და ენობრივი თამაშები
ჯგუფური საუბრის აქტივობებს (favorite activities, music, previous-day review)
სიტყვების თამაშებს(Scrabble, tongue-twisters და სხვა)
ყოველდღიური პროექტებზე მუშაობას ჯგუფებში
პროექტების საბოლოო პრეზენტაციას (film, brochure, song და სხვ.)
პროექტები და თემები
Personality Poster — საკუთარი თავის აღწერა და შესაბამისი ლექსიკის გამოყენება
The Great Survival Debate — დებატები გადარჩენის თემაზე
Food Tasting Festival — საკვების  აღწერისთვის საჭირო ლექსიკა
The Song Project — ცნობილ სიმღერაზე ახალი, იუმორისტული ტექსტის შექმნა
Holiday Brochure — ტურისტული ბუკლეტის დიზაინი
Film Project — სცენარის წერა, პოსტერის შექმნა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება
სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

კულტურულ/შემეცნებითი პროგრამა მოიცავს:

Nestlé-ის შოკოლადის ქარხანა
საბაგირო ან რკინიგზით მგზავრობა
Les Diablerets და მისი მყინვარი
თოკების პარკი ახლოს მდებარე Aigle-ში
მარილის მაღარო Rhône Valley-ის ქალაქ Bex-ში
Gruyère – ტრადიციული შვეიცარიული სოფელი და ცნობილი ყველის ქარხანა
Montreux და Château de Chillon
Lausanne და Lake Geneva, ასევე ოლიმპიური მუზეუმი
Geneva – ტბის მონახულება, ძველი ქალაქი, გაეროს შენობა და წითელი ჯვრის შტაბ-ბინა
Zermatt – ცნობილი სათხილამურო კურორტი შვეიცარია–იტალიის საზღვართან, შთამბეჭდავი Matterhorn-ის ხედებით
Aigle - აკვა პარკი

საღამოს აქტივობები:

  • დისკოთეკა
  • ტალანტების შოუ
  • თემატური საღამოები
  • კოცონი და სხვა ჯგუფური აქტივობები
  • გუნდური თამაშები და კონკურსები
  • ჯგუფური გასართობები და სოციალური ღონისძიებები

უპირატესობები

სწავლა და მოგზაურობა ერთ პროგრამაში
სასურველი ენის არჩევის შესაძლებლობა

მოთხოვნები

  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
  • უსაფრთხოების მკაცრი პროტოკოლები მთაში გასვლისას

გალერეა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიVillage Camps
ქვეყანაშვეიცარია
ქალაქილეიზინი
ენებიფრანგული
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი10-17
თარიღები
5-18 ივლისი; 19 ივლისი - 1 აგვისტო

ფასები

პროგრამის საფასური
5100CHF

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • სტუდენტურ საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • შერჩეულ სასწავლო პროგრამას
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • სასწავლო მასალას
  • სერტიფიკატს
  • 24 საათიან სუპერვიზირებას
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

დარჩენილი თანხის გადახდა 1 მაისამდე

5

დოკუმენტები

საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება