მთავარ კონტენტზე გადასვლა
საზაფხულო სკოლა ვენაში

საზაფხულო სკოლა ვენაში

20 მარტი 2026

ვენა2 კვირა14-17

სკოლის შესახებ

გერმანული ენის  საზაფხულო სკოლა ვენაში

Did deutsch-institut გერმანული ენის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელსაც საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
ინსტიტუტის მთავარი მიზანია საერთაშორისო სტუდენტებს შესთავაზოს გერმანული ენის სწავლების ეფექტური და პრაქტიკული მეთოდები უშუალოდ ავსტრიაში, რეალურ გარემოში.

Did deutsch-institut მრავალი წლის განმავლობაში აღიარებულია, როგორც გერმანული ენის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო პროვაიდერი და რეგულარულად ნომინირდება საერთაშორისო განათლების სფეროს პრესტიჟულ ჯილდოებზე.

საზაფხულო პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ენის შესწავლას, არამედ ავსტრიული კულტურის გაცნობასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას. გერმანული ენის გაკვეთილების გარდა, მოსწავლეები მოინახულებენ ქალაქის მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებს, ჩაერთვებიან მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, ასევე იმოგზაურებენ ავსტრიის სხვა ქალაქებში.

საცხოვრებელი

მულტიფუნქციური საცხოვრებელი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ვენის ცენტრალურ სადგურთან. გაკვეთილები ბავშვებს ჩაუტარდებათ იმავე შენობაში სადაც ცხოვრობენ. თანამედროვედ აღჭურვილი კომპლექსი  მოიცავს მონაწილეებისთვის მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს. 

  • ოთხადგილიანი ოთახი საკუთარი სველი წერტილით და საშხაპით
  • საერთომოხმარებისსივრცეგანტვირთვისდა სოციალიზაციისათვის
  • Foos Ball
  • ბილიარდი
  • კარაოკე
  • სათამაშო ოთახი
  • ხელმისაწვდომია სამრეცხაო  და  ყოველკვირეული  დასუფთავების სერვისი
  • 24/7 სუპერვიზირება
  • Wi-Fi

საცხოვრებლის ფოტოები

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა მოიცავს გერმანული ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი.

Did deutsch-institut-ის მეთოდოლოგია ეფუძნება თანამედროვე, კომუნიკაციურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. პროცესში მთავარი აქცენტი კეთდება ენის აქტიურ გამოყენებაზე, განსაკუთრებით საუბარზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ გერმანულად თავისუფლად და თავდაჯერებულად კომუნიკაცია. გაკვეთილები არის ინტერაქტიული და კრეატიული, რაც ეხმარება მოსწავლეებს ენის „ბუნებრივად“ ათვისებაში.

სწავლება მოიცავს ყველა ძირითად უნარს: საუბარს, მოსმენას, კითხვას და წერას

ასევე, კურსის განმავლობაში ტარდება მოკლე ტესტები და შეფასებები, რაც სტუდენტებს ეხმარება პროგრესის მუდმივად მონიტორინგში. გაკვეთილებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური, Native speaker მასწავლებლები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ენის ბუნებრივ აქცენტსა და საუბრის ტემპს. 

სტუდენტები სასწავლო ჯგუფებში ნაწილდებიან ასაკისა და გერმანული ენის ცოდნის დონის მიხედვით. ენის დონე განისაზღვრება წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

კულტურული პროგრამა

პროგრამის ფარგლებში ბავშვები მოინახულებენ ვენის მთავარ ღირშესანიშნაობებს: 

Schönbrunn Castle; Castle Belvedere; Albertina; Sisi Museum; City Rally; Museum of Art History; Stadtteiltour Neighbourhood Universität Wien; Natural History Museum; Vienna Museum Karlsplatz და სხვა.

მოინახულებენ ავსტრიის სხვა ქალაქებსაც: ბადენი, ეიზენშტადტი, სემერინგი ან გაისეირნებენ გემით მდინარე დუნაიზე 

გასართობ/შემეცნებითი პროგრამა:
სპორტი+თამაშები
• ბოულინგი
• მინი გოლფი
Barbecue
კინოს საღამო
დისკოს საღამო
სხვადასხვა ვორქშოფები

უპირატესობები

სრული ენობრივი იმერსია

მოთხოვნები

  • ჯგუფს გაჰყვება ჩვენი წარმომადგენელი არასრულწლოვნების სუპერვიზირების გამოცდილებით
  • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
  • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
  • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
  • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
  • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

სასარგებლო რესურსები

მოკლე ინფო

პარტნიორიDid deutsch-institut
ქვეყანაავსტრია
ქალაქივენა
ვიზიტებიბადენი, ეიზენშტადტი, სემერინგი ან გაისეირნონ გემით მდინარე დანუბეზე
ენები გერმანული
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი14-17
თარიღები
ივლისი; აგვისტო

ფასები

რეგისტრაციის საფასური
200GEL
პროგრამის საფასური
2050EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
  • გერმანული ენის გაკვეთილები
  • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
  • სასწავლო მასალას
  • სერტიფიკატს
  • ბადენი, ეიზენშტადტი, სემერინგი ან გაისეირნონ გემით მდინარე დანუბეზე
  • გასართობი აქტივობები
  • აეროპორტის ორმხრივ ტრანსფერს
  • 24/7 სუპერვიზირებას
  • კურატორის 24/7 მეთვალყურეობა
  • საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას (დაბადების მოწმობა, მინდობილობა)
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ფორმის შევსება და რეგისტრაციის ღირებულების, 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე დარჩენილი თანხის გადახდა 

5

დოკუმენტები

ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება