
სკოლის შესახებ
Village Camps საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 50 წელზე მეტია აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებსა და თინეიჯერებს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებში — შვეიცარიაში, ავსტრიაში და პორტუგალიაში.
სასწავლო პროგრამები მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და რეკრეაციულ აქტივობებს, რომლებიც აერთიანებს სწავლას, თავგადასავალსა და პიროვნულ განვითარებას და ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობას, გუნდურ მუშაობას და კულტურულ ინტეგრაციას, რაც ახალგაზრდებს ამზადებს საერთაშორისო გარემოში წარმატებისთვის.
Village Camps განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას — კვალიფიციური პერსონალი, მათი ინტენსიური ტრენინგი და მაღალი ზედამხედველობის სტანდარტები უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის დაცულ და კომფორტულ გარემოს.
პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის:
• ლიდერობის პროგრამა (Leadership Camp)
• ლაბორატორიული მკვლევარები (Lab Explorers Camp)
• თინეიჯერთა სათავგადასავლო ბანაკი (Adventure Camp)
• ინგლისური ან ფრანგული ენის ბანაკები (Language Camp)
• სპორტული ბანაკი (Sports Camp)
• ჩოგბურთის ბანაკი (Tennis Camp)
• სერფინგის ბანაკი (Surf Camp)
საცხოვრებელი
საცხოვრებელი მდებარეობს სანაპიროდან და ქალაქ სანტა კრუზის ცენტრიდან მხოლოდ 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე და წარმოადგენს ახლად აშენებული „Pousada da Juventude“-ს კომპლექსის ნაწილს. „Residence“ ექსკლუზიურად Village Camps-ის სტუდენტებისთვისაა გამოყოფილი. ბანაკის მონაწილეებს აქვთ წვდომა დიდ, კერძო საცურაო აუზზე, ასევე ექსკლუზიურად სარგებლობენ ორი აქტივობის ოთახითა და სპორტული მოედნებით.
ვარჯიშები
Surf Camp
კულტურული პროგრამა
კულტურულ/შემეცნებითი პროგრამა მოიცავს:
პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან საღამოს აქტივობებსა და საგანმანათლებლო ექსკურსიებს:
- ერთდღიანი ვიზიტი ლისაბონში, კატამარანით გასეირნება და დელფინების დაკვირვება
- ვიზიტი შუა საუკუნეების ქალაქ ობიდუშშ
- ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები: ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს სანტა კრუზისმშვენიერი ქალაქი და ცნობილი სანაპირო პრაია დე სანტა კრუზი, ასევე დიდებული კლდოვანი ხედები.
საღამოს აქტივობები:
- დისკოთეკა
- ტალანტების შოუ
- პლაჟის ოლიმპიადა
- კოცონი და სხვა ჯგუფური აქტივობები
- ჯგუფური გასართობები და სოციალური ღონისძიებები
უპირატესობები
მოთხოვნები
- საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
- First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
- საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
- მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
- დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
- პროფესიონალი სერფინგის ინსტრუქტორები
- გადამზადებული სამაშველო პერსონალი
- პროფესიონალი სერფინგის ინსტრუქტორები
- გადამზადებული სამაშველო პერსონალი
- სანაპიროზე უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი
გალერეა
სასარგებლო რესურსები
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- სტუდენტურ საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
- სერფინგის გაკვეთილები
- ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
- 24 საათიან სუპერვიზირებას
- აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
- სამოგზაურო დაზღვევას
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ფორმის შევსება და 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე სრულად გადახდა
დოკუმენტები
ჯგუფის ლიდერზე მინდობილობის და დაბადების მოწმობის მომზადება