მთავარ კონტენტზე გადასვლა
სპორტის საზაფხულო ბანაკი

სპორტის საზაფხულო ბანაკი

7 აპრილი 2026

ლეიზინი2 კვირა10-17

სკოლის შესახებ

Village Camps შვეიცარიაში დაფუძნებული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 50 წელზე მეტია აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებსა და თინეიჯერებს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებშიშვეიცარიაში, ავსტრიაში და პორტუგალიაში

სასწავლო პროგრამები მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და რეკრეაციულ აქტივობებს, რომლებიც აერთიანებს სწავლას, თავგადასავალსა და პიროვნულ განვითარებას და  ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობას, გუნდურ მუშაობას და კულტურულ ინტეგრაციას, რაც ახალგაზრდებს ამზადებს საერთაშორისო გარემოში წარმატებისთვის.

Village Camps ოპერირებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და ფლობს საკუთარ ინფრასტრუქტურას შვეიცარიაში, მათ შორის ცნობილ Swiss Alpine Centre-ს Leysin-ში, რომელიც მდებარეობს ალპებში და უზრუნველყოფს უსაფრთხო და შთამბეჭდავ გარემოს საერთაშორისო სტუდენტებისთვის. 

Village Camps განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას — კვალიფიციური პერსონალი, მათი ინტენსიური ტრენინგი და მაღალი ზედამხედველობის სტანდარტები უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის დაცულ და კომფორტულ გარემოს.

პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის:

• ლიდერობის პროგრამა (Leadership Camp)
• ლაბორატორიული მკვლევარები (Lab Explorers Camp)
• თინეიჯერთა სათავგადასავლო ბანაკი (Adventure Camp)
• ინგლისური ან ფრანგული ენის ბანაკები (Language Camp)
• სპორტული ბანაკი (Sports Camp)
• ჩოგბურთის ბანაკი (Tennis Camp)
• სერფინგის ბანაკი (Surf Camp)

საცხოვრებელი

Swiss Alpine Centre 

თანამედროვე და კომფორტული სტუდენტური საცხოვრებელი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. 

3 ან 4 ადგილიანი ოთახები საკუთარი სველი წერტილით
თანამედროვე საკლასო ოთახები
ხელოვნებისა და ხელნაკეთობების სტუდია
მუსიკისა და ცეკვის სტუდია
თეატრალური და საგნობრივი დარბაზები
საერთო დასასვენებელი სივრცეები
სამრეცხაო და ყოველკვირეული დალაგების სერვისი
24/7 სუპერვიზირება
Wi-Fi
ინფრასტრუქტურა:
დახურული საცურაო აუზი
სრული ზომის ყინულის სასრიალო მოედანი
ჩოგბურთის კორტები 
მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი
მინი გოლფის მოედანი
კორტები
ფეხბურთის მოედანი
მშვილდოსნობის ზონა
კალათბურთის მოედნები
ფრენბურთის მოედანი
დახურული და ღია კლდეზე ცოცვის კედლები
საზაფხულო ბობსლეის ტრასა

საცხოვრებლის ფოტოები

სპორტული პროგრამა

    Sports Camp 

    ბანაკი განკუთვნილია აქტიური მონაწილეებისთვის, რომელთა ძირითადი ინტერესი სპორტია. ბავშვები გაეცნობიან ახალი სპორტის სახეობებს, შეასრულებენ გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს, რაც ხელს უწყობს მათი არსებული უნარების განვითარებას. თითოეული სესია 3 საათს გრძელდება, რაც მოთამაშეებს მეტ გამოცდილებას შესძენს.

    სპორტული აქტივობები:

    • ფეხბურთი
    • კალათბურთი
    • ცურვა
    • მშვილდოსნობა
    • პლაჟის ვოლეიბოლი
    • ცოცვა
    • ქუჩის ჰოკეი
    • ჩოგბურთი
    • ბადმინტონი

    კულტურული პროგრამა

    კულტურულ/შემეცნებითი პროგრამა მოიცავს:

    Nestlé-ის შოკოლადის ქარხანა
    საბაგირო ან რკინიგზით მგზავრობა
    Les Diablerets და მისი მყინვარი
    თოკების პარკი ახლოს მდებარე Aigle-ში
    მარილის მაღარო Rhône Valley-ის ქალაქ Bex-ში
    Gruyère – ტრადიციული შვეიცარიული სოფელი და ცნობილი ყველის ქარხანა
    Montreux და Château de Chillon
    Lausanne და Lake Geneva, ასევე ოლიმპიური მუზეუმი
    Geneva – ტბის მონახულება, ძველი ქალაქი, გაეროს შენობა და წითელი ჯვრის შტაბ-ბინა
    Zermatt – ცნობილი სათხილამურო კურორტი შვეიცარია–იტალიის საზღვართან, შთამბეჭდავი Matterhorn-ის ხედებით
    Aigle - აკვა პარკი

    საღამოს აქტივობები:

    • დისკოთეკა
    • ტალანტების შოუ
    • თემატური საღამოები
    • კოცონი და სხვა ჯგუფური აქტივობები
    • გუნდური თამაშები და კონკურსები
    • ჯგუფური გასართობები და სოციალური ღონისძიებები

    დამატებითი სპორტული აქტივობები

    ჩოგბურთი

    მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ მთავარი პროგრამა და დღის მეორე ნახევარში გაიარონ დამატებით 3-საათიანი ჩოგბურთის გაკვეთილები. საღამოს ყველა მონაწილე ერთიანდება საერთო აქტივობებზე

    უპირატესობები

    სხვადასხვა სპორტის გამოცდის შესაძლებლობა
    მრავალფეროვანი აქტიური გამოცდილება ალპურ გარემოში

    მოთხოვნები

    • საცხოვრებელში, სკოლაში და ექსკურსიებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცულია
    • First Aiders - პირველად სამედიცინო დახმარებაში დატრენინგებული ჯგუფი კამპუსის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
    • საცხოვრებლის ტერიტორიაზეა პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარი
    • მკაცრად კონტროლდება სიგარეტის, ალკოჰოლის და ყველა სხვა აკრძალული ნივთიერების მოხმარება
    • დაცვა: 24 საათი, ვიდეოთვალი კამპუსის ტერიტორიაზე
    • უსაფრთხოების მკაცრი პროტოკოლები მთაში გასვლისას

    გალერეა

    გაინტერესებთ?

    დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

    დაჯავშნე კონსულტაცია

    სასარგებლო რესურსები

    მოკლე ინფო

    პარტნიორიVillage Camps
    ქვეყანაშვეიცარია
    ქალაქილეიზინი
    ხანგრძლივობა2 კვირა
    ასაკი10-17
    თარიღები
    5-18 ივლისი; 19 ივლისი - 1 აგვისტო; 2-15 აგვისტო

    ფასები

    პროგრამის საფასური
    5100CHF
    ჩოგბურთი
    650CHF

    ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

    პროგრამაში შედის

    • სტუდენტურ საცხოვრებელს სამჯერადი კვებით
    • სპორტულ აქტივობებს
    • ექსკურსიებს და შემეცნებით პროგრამას
    • 24 საათიან სუპერვიზირებას
    • აეროპორტში დახვედრა-გაცილებას
    • სამოგზაურო დაზღვევას
    • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

    როგორ მუშაობს პროცესი?

    5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

    1

    რეგისტრაცია

    2

    დეპოზიტი

    პროგრამის ღირებულების 50%-ის გადახდა

    3

    ავიაბილეთი

    ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა 

    4

    მეორე გადახდა

    დარჩენილი თანხის გადახდა 1 მაისამდე

    5

    დოკუმენტები

    საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება