მთავარ კონტენტზე გადასვლა

ჩვენს შესახებ

საგანმანათლებლო სააგენტო One World დაარსდა 2005 წელს. ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს უცხო ენების, პროფესიული პროგრამების და საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამების მიმართულებით. უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც მოწინავე პოზიციას იკავებს საერთაშორისო განათლების სფეროში.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:

საზაფხულო სკოლები

უნივერსიტეტები

პროფესიული პროგრამები

ენის კურსები

საშუალო სკოლები

2005
წლიდან
600+
პარტნიორი
7000+
პროგრამა
20+
წლიანი გამოცდილება

საერთაშორისო პარტნიორები

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეუზღუდავ არჩევანს. გვაქვს 600-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორის 7000-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

გამორჩეული კონცეფცია

ჩვენ ვეხმარებით აპლიკანტებს უნივერსიტეტების, კოლეჯების, სხვადასხვა კურსების შერჩევაში, მათი მიდრეკილების, ფინანსური შესაძლებლობის და სურვილების გათვალისწინებით. ვუმარტივებთ მიღების რთულ და შრომატევად პროცესს, ვეხმარებით დაფინანსების მოპოვებაში, მათთან ერთად ვგეგმავთ განათლების ყოველ ეტაპს, რაც თავისთავად მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა. ჩვენი მიდგომა ობიექტურია და ორიენტირებულია აპლიკანტისთვის საუკეთესო ვარიანტის პოვნაზე.

ჩვენ არ ვართ შეზღუდული მხოლოდ პარტნიორი დაწესებულებებით. ჩვენი ექსპერტები ეძებენ იდეალურ ვარიანტს თითოეული აპლიკანტისთვის, საჭიროების შემთხვევაში მუშაობენ არაპარტნიორ უნივერსიტეტებთანაც, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევანის სრული თავისუფლება და მაქსიმალური შესაბამისობა აპლიკანტის მოთხოვნებთან.

გამოცდილება

გვაქვს დიდი გამოცდილება როგორც ინდივიდუალურ აპლიკანტებთან, ასევე მოზარდებისა და უფროსების დიდ ჯგუფებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან.

One World არის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციებისა და ღონისძიებების (როგორიცაა ICEF, WEBA, St Alphe, NET Conference, Euroasia Workshop და მრავალი სხვა) მუდმივი წევრი და აქტიური მონაწილე. ეს საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვიმუშაოთ პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე და ყურადღებით შევარჩიოთ სანდო და აკრედიტირებული სასწავლებლები მომავალი პარტნიორობისთვის.

ჩვენი ღირებულებები

ინდივიდუალური მიდგომა

თითოეული აპლიკანტისთვის საუკეთესო ვარიანტის პოვნა

გულწრფელობა

გამჭვირვალე კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის ღერძია

მომსახურების მაღალი ხარისხი

პროცესს მართავენ დარგის ექსპერტები

დაგვიკავშირდით

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაეცანით ჩვენს სერვისებს

დაჯავშნეთ კონსულტაცია
საგანმანათლებლო კომპანია One World