მთავარ კონტენტზე გადასვლა
გერმანული ენის კურსები გერმანიაში

გერმანული ენის კურსები გერმანიაში

9 ივნისი 2026

ბერლინი, მიუნხენი, ჰამბურგი, ფრანკფურტიმინიმუმ 1 კვირა18+

კურსის შესახებ

Did deutsch-institut გერმანული ენის სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მასშტაბური კერძო სკოლაა, რომელსაც საერთაშორისო საგანმანათლებლო სფეროში 50-წლიანი უნიკალური გამოცდილება აქვს. 1970 წლიდან იგი მასპინძლობს სტუდენტებსა და მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან და ეხმარება მათ ენობრივი უნარების, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. აქ გერმანულის სწავლა უბრალოდ კურსი არ არის, ეს არის სრულფასოვანი გამოცდილება, რომელიც ხსნის ახალ შესაძლებლობებს აკადემიურ და პროფესიულ კარიერაში.

Did deutsch-institut-ს აქვს სკოლები გერმანიის 4 გამორჩეულ ქალაქში: ბერლინში, ფრანკფურტში, ჰამბურგსა და მიუნხენში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტი მრავალგზის ჯილდოს მფლობელია - ის არის პირველი გერმანული სკოლა, რომელმაც 5-ჯერ გამარჯვების შემდეგ ინდუსტრიის უმაღლესი „Super Star Award“ მოიპოვა, ასევე ფლობს „EuroAsia Award“-სა და „UED Award“-ს. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ ის აღიარებულია საუკეთესო გერმანულ საზაფხულო სკოლად და სწორედ ამ უმაღლესი ხარისხისა და სანდოობის გამო, ჩვენი მომხმარებლები ყოველწლიურად სტუმრობენ მათ საზაფხულო სკოლებს.

Did deutsch-institut სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების მხარდაჭერას პირველივე დღიდან. სკოლის პროფესიონალთა გუნდი და უწყვეტი სერვის-ცენტრი მუდმივად ზრუნავს თითოეული მოსწავლის პროგრესსა და კეთილდღეობაზე. მაქსიმალური ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლას მკაცრი უსაფრთხოების პროტოკოლი აქვს, ფლობს FDSV-ს ევროპულ სტანდარტს (DIN EN 14804) და წარმოადგენს TestDaF-ისა და telc-ის (მათ შორის telc C1 Hochschule) ოფიციალურ საგამოცდო ცენტრს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული სტუდენტი იღებს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებასა და მომსახურებას.

სწავლების მეთოდოლოგია

did deutsch-institut-ის სწავლების მეთოდოლოგია თანამედროვე, კომუნიკაციურ მიდგომას ეფუძნება, სადაც მთავარი აქცენტი ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე კეთდება. გერმანულის შესწავლა აქ არ შემოიფარგლება მშრალი თეორიითა და გრამატიკის დაზეპირებით, სასწავლო პროცესი მაქსიმალურად დინამიკური, ინტერაქტიული და სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. 

სწავლებას უძღვებიან მაღალკვალიფიციური, Native Speaker პედაგოგები, რომლებიც აქტიურად იყენებენ როლურ თამაშებს, ჯგუფურ დისკუსიებსა და რეალური ცხოვრებისეული სცენარების სიმულაციას. მეთოდოლოგიის უმთავრესი საყრდენი ენობრივ გარემოში სრული შთანთქმის (Immersion) პრინციპია. მდიდარი სოციალური თუ კულტურული აქტივობები უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა მიღებული ცოდნა მყისიერად, ბუნებრივად და თავდაჯერებულად გამოიყენონ ყოველდღიურ რეალობაში.

გერმანული ენის კურსები

მოცემული კურსები ხელმისაწვდომია გერმანიის 4 ქალაქში: ბერლინი, მიუნხენი, ფრანკფურტი და ჰამბურგი

  • ზოგადი გერმანული (სტანდარტული - 20 გაკვეთილი/კვირა) - 200€-დან/კვირა
  • ინტენსიური გერმანული ( 24 გაკველი/კვირა) - 250€-დან/კვირა
  • გერმანულის პრემიუმ კურსი ( 28 გაკველი/კვირა) - 300€-დან/კვირა

  • ინდივიდუალური კურსი (1 გაკვეთილი) - 65€-დან/კვირა

  • ონლაინ კურსი (სტანდარტული - 20 გაკვეთილი/კვირა) - 200€-დან/კვირა
  • ონლაინ კურსი (ინტენსიური- 24 გაკვეთილი/კვირა) - 250€-დან/კვირა
  • ონლაინ კურსი (პრემიუმი - 28 გაკვეთილი/კვირა) - 300€-დან/კვირა
  • ინდივიდუალური ონლაინ კურსი (1 გაკვეთილი) - 65€-დან/კვირა

პროფესიული და საგამოცდო კურსები

ზოგადი ენობრივი პროგრამების გარდა, did deutsch-institut ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს პროფესიონალებისთვის და გთავაზობთ სპეციალიზებულ კურსებს კარიერული წინსვლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის:

  • ბიზნეს ინგლისური (სტანდარტული - 20 გაკვეთილი): 1300-დან /კვირა
  • მასწავლებლების ტრენინგი(26 გაკვეთილი/კვირაში): 750-დან /კვირა

აკადემიური და საგამოცდო მომზადება

გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისა და ენის კომპეტენციის ოფიციალურად დადასტურების მსურველთათვის, ინსტიტუტი გთავაზობთ საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდების მოსამზადებელ სპეციალურ პროგრამებს:

  • TestdaF გამოცდის მოსამზადებელი (4 კვირა): 500€-დან
  • telc გამოცდის მოსამზადებელი (4 კვირა): 400€-დან
  • Goethe B2+C1 გამოცდის მოსამზადებელი (3 კვირა): 400€-დან

წინასაუნივერსიტეტო მომზადება

გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, did deutsch-institut გთავაზობთ წინასაუნივერსიტეტო მომზადებისა და საუნივერსიტეტო განთავსების (Pathway) სპეციალურ პროგრამებს:

  • University Pathway - (1-3): 900€-დან
  • Studienkolleg-ის მოსამზადებელი კურსი (1 თვე): 600€-დან

საცხოვრებელი

did deutsch-institut გთავაზობთ საცხოვრებლის მრავალფეროვან არჩევანს გერმანიის ოთხივე ქალაქში: ბერლინში, მიუნხენში, ფრანკფურტსა და ჰამბურგში, რომელიც მორგებულია თითოეული სტუდენტის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე. ყველა საცხოვრებელი უზრუნველყოფს კომფორტს, უსაფრთხოებას და ადგილობრივი ცხოვრების ავთენტურ გამოცდილებას.

  • ოჯახთან განთავსება - 215€ -დან/კვირა
  • სტუდენტური რეზიდენცია (ერთადგილიანი ოთახი) - 500€-დან/კვირა
  • ახალგაზრდული სასტუმრო - 255€-დან/კვირა

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ კურსის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება

განათლების მრჩეველი დაგიკავშირდებათ

მოკლე ინფო

Partnerdid deutsch-institut
ქვეყანაგერმანია
ქალაქიბერლინი, მიუნხენი, ჰამბურგი, ფრანკფურტი
ენები გერმანული
ხანგრძლივობამინიმუმ 1 კვირა
ასაკი18+
Dates
ნებისმიერ ორშაბათს

ფასები

კურსი: 1 კვირა
200+EUR
საცხოვრებელი: 1 კვირა
215+EUR
რეგისტრაციის გადასახადი
50EUR
სასწავლო მასალა
25EUR
ტურისტული მოსაკრებელი: სრული ღირებულების 7.5%
EUR
მომსახურების გადასახადი
200GEL

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

კურსის შერჩევა

კურსის შერჩევა და 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

კურსის ღირებულების 20-50%-ის გადახდა

3

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა

4

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე სრულად გადახდა

5

გამგზავრება

საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება