კათოლიკას პროფესიული პროგრამები
23 თებერვალი 2026
პროგრამის შესახებ
Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC), ევროპის უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს ინტერდისციპლინურ საზაფხულო პროგრამებს. კურსები შექმნილია მათთვის, ვისაც სურს პროფესიული ცოდნის გაღრმავება იტალიის კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრებში - მილანსა და რომში.
პროგრამები მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს - ბიზნესითა და მოდით დაწყებული, ჯანდაცვის მეცნიერებებითა და კულტურული კვლევებით დასრულებული. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ კათოლიკას პროფესორებისგან და ჩაერთოთ ინტელექტუალურად მასტიმულირებელ სასწავლო პროცესში.
პროგრამები ხელს უწყობს შერჩეულ სფეროში კავშირების დამყარებას და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდისთვის.
სასწავლო პროგრამა
თითოეული პროგრამა მოიცავს 44 საკონტაქტო საათს, რაც 6 ECTS კრედიტის ტოლფასია. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, შეხვედრებს ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებთან და თემატურ გასვლით ვიზიტებს ისეთ კომპანიებში როგორიცაა ფერარი, ლამბორგინი, ფონდაციონე პრადა, ლინქდინი, გაეროს ოფისი, ა.შ.
პროგრამები არჩევით:
მილანი:
- Business
- Marketing and Communication
- Cultural Studies
- International Relations
- Psychology
- Education
- Sports Science
რომი:
საცხოვრებელი
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საცხოვრებელს MIL Service-თან (Milano International Living Service) პარტნიორობით. სტუდენტები განთავსდებიან კამპუსთან არსებულ აპარტამენტებსა თუ რეზიდენციებში, რომლებიც უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პირობით.
ღირებულება მოიცავს დასუფთავების სერვისს, Wi-Fi ინტერნეტს, კომუნალურ გადასახადებს.
შესვლის დღე: კურსების დაწყებამდე, კვირა დღე - 14:00 საათიდან
გასვლის დღე: კურსების დასრულების შემდეგ, შაბათი დღე - 10:00 საათამდე)
ღირებულება: 650-დან 750 ევრომდე. საცხოვრებლის შერჩევა ხდება მონაწილის პრეფერენსიების გათვალისწინებით.
უპირატესობები
მოთხოვნები
- აპლიკანტი უნდა იყოს უნივერსიტეტის მინიმუმ მეორე კურსის სტუდენტი
- მინიმალური GPA: 2.75
- IELTS 6.0, TOEFL iBT 79 ან მსგავსი საერთაშორისო სერტიფიკატი
- გაგზავნის ვადა: 15 აპრილი
✦ მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება
განათლების მრჩეველი დაგიკავშირდებათ
რეგისტრაციის ბოლო ვადა
15 აპრილი 2026
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- შერჩეული კურსი - 44 აკადემიური საათი
- სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსება
- აკადემიური ვიზიტები
- მისასალმებელი ღონისძიება და სადილი
- წვდომა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე
- სასწავლო მასალა
- უნივერსიტეტის ტრანსკრიპტი, აკადემიური კრედიტი: 6 ECTS
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ონლაინ რეგისტრაცია და 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 20-50%-ის გადახდა
აპლიკაცია
დოკუმენტების მომზადება და აპლიკაციის გაგზავნა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე სრულად გადახდა