მთავარ კონტენტზე გადასვლა
ICN Business School საზაფხულო სკოლა
🇫🇷საფრანგეთი
🇩🇪გერმანია

ICN Business School საზაფხულო სკოლა

23 მარტი 2026

პარიზი, ბერლინი2 კვირა18+

პროგრამის შესახებ

ICN Business School ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული ბიზნეს სკოლაა, რომელიც 1905 წელს დაარსდა. იგი მსოფლიოს ბიზნეს სკოლების საუკეთესო 1%-ში შედის და ფლობს პრესტიჟულ Triple Crown აკრედიტაციას (AACSB, EQUIS და AMBA).  120-წლიანი ისტორიის მქონე სკოლა კურსდამთავრებულებს სთავაზობს წვდომას გლობალურ პროფესიულ ქსელთან და ამზადებს მათ საერთაშორისო ბაზარზე წარმატებისთვის.

პროგრამის მიზნები:

  • პარიზისა და ბერლინის კრეატიული და კულტურული ეკოსისტემების გაცნობა
  • პრაქტიკული მუშაობა ადგილობრივ სტარტაპებთან
  • გუნდური მუშაობა საკუთარი კრეატიული ბიზნეს-პროექტების შესაქმნელად

სასწავლო პროგრამა

Design Thinking and Acting

კურსი შექმნილია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ აღმოაჩინონ საკუთარი სამეწარმეო პოტენციალი და შეისწავლონ სტარტაპ-აზროვნების პრინციპები. კურსი ეფუძნება Art-Technology-Management (ATM) ტრანსდისციპლინურ მიდგომას, რაც სტუდენტებს ეხმარება ბიზნესის კრეატიულად და მდგრადად მართვაში. ევროპის ორი უმნიშვნელოვანესი ჰაბი, პარიზი და ბერლინი, მონაწილეებს სთავაზობს იდეალურ გარემოს ინოვაციური ბიზნეს-პროექტების შესაქმნელად.

  • კურსის ბოლოს მონაწილეებმა უნდა წარადგინონ შემაჯამებელი პრეზენტაცია.
  • პროგრამის განმავლობაში მონაწილეები სამუშაო ვიზიტით ეწვევიან უნივერსიტეტის ორ პარტნიორ კომპანიას.
  • აკადემიური დატვირთვა: 60 საკონტაქტო საათი (8 ECTS აკადემიური კრედიტი)

საცხოვრებელი

სტუდენტები განთავსდებიან პარიზისა და ბერლინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კომფორტულ რეზიდენციებში 2 ან 4 ადგილიან ოთახებში. 

კულტურული პროგრამა

საზაფხულო პროგრამა მოიცავს ორ კულტურულ აქტივობას პარიზის და ბერლინის მთავარი ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად.

უპირატესობები

ორი ქალაქი: პარიზი და ბერლინი
Triple Crown აკრედიტაცია

მოთხოვნები

  • ინგლისური ენის B2 სერტფიკატი
  • სამოტივაციო წერილი
  • ცნობა უნივერსიტეტისგან სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • ნიშნების ფურცელი
  • აპლიკანტი უნდა იყოს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი
  • რეზიუმე (CV)

გაინტერესებთ?

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ

დაჯავშნე კონსულტაცია

მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება

განათლების მრჩეველი დაგიკავშირდებათ

რეგისტრაციის ბოლო ვადა

15 აპრილი 2026

მოკლე ინფო

PartnerICN Business School
ქვეყანასაფრანგეთი, გერმანია
ქალაქიპარიზი, ბერლინი
ხანგრძლივობა2 კვირა
ასაკი18+
Dates
22.06.2026 - 03.07.2026

ფასები

3200EUR

ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით

პროგრამაში შედის

  • უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა, 60 საათი
  • საცხოვრებელი, 2 ან 4 ადგილიანი ოთახები
  • სადილი სამუშაო დღეებში
  • 2 კულტურული აქტივობა
  • სასწავლო მასალა
  • სერტიფიკატი
  • მისასალმებელი ღონისძიება და გამოსამშვიდობებელი ვახშამი
  • 2 კომპანიის ვიზიტი
  • ტრანსპორტირება პარიზიდან ბერლინში
  • ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

რეგისტრაცია

ონლაინ რეგისტრაცია და 200 ლარის გადახდა 

2

დეპოზიტი

პროგრამის ღირებულების 20-50%-ის გადახდა

3

აპლიკაცია

დოკუმენტების მომზადება და აპლიკაციის გაგზავნა

4

ავიაბილეთი

ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა

5

მეორე გადახდა

გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე სრულად გადახდა