IFH Hospitality School საზაფხულო პროგრამა
23 მარტი 2026
პროგრამის შესახებ
IFH Paris-ის (Institut Français du Hospitality) არის მასპინძლობის მენეჯმენტის წამყვანი ბიზნეს სკოლა პარიზის ცენტრში, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და ფრანგულ Savoir-Vivre - ს.
მოკლე პროგრამების გარდა, ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სასტუმროს მენეჯმენტის, კულინარიის და სხვა მიმართულებით.
ინსტიტუტის წარმატება ეფუძნება მის უნიკალურ კავშირებს ინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა Four Seasons, Marriott, Hyatt, Hilton, LVMH, Hermès და მრავალი სხვა, რაც სტუდენტებს უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
IFH - ის საზაფხულო პროგრამა აერთიანებს აკადემიურ სწავლებას, პრაქტიკას, ფრანგული ენის გაკვეთილებს და კულტურულ აქტივობებს. სტუდენტები იღებენ მყარ საფუძველს მომავალი სწავლისთვის მასპინძლობის, ტურიზმის, კულინარიის თუ ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში.
სასწავლო პროგრამა
შესაძლებელია ორი მიმართულების არჩევა:
1. Hospitality Track
პროგრამა მოიცავს სასტუმროებისა და ღონისძიებების მენეჯმენტს, მომხმარებელთა გამოცდილების მართვასა და ფუფუნების ბრენდების სტრატეგიის საფუძვლებს. კულტურული აქტივობები სტუდენტებს ხელს უწყობს ადაპტაციაში და საშუალებას აძლევს გააცნობიერონ, თუ როგორ აყალიბებს მასპინძლობის სფერო და ფრანგული savoir-faire ცხოვრების გამორჩეულ ხარისხს.
2. Gastronomy Track
პროგრამა აერთიანებს კულინარიულ ვორქშოფებს, სენსორულ ანალიზსა და კვების კულტურის კურსებს რესტორნების მენეჯმენტისა და პროდუქტების მდგრადი მოპოვების საკითხებთან ერთად. სტუდენტები სწავლობენ შეფ-მზარეულებისა და ინდუსტრიის პროფესიონალებისგან და ეცნობიან მაღალი სამზარეულოს და კულინარიული ინოვაციების სამყაროს.
ფრანგული ენის კურსები
ძირითად პროგრამასთან ერთად, სტუდენტებს ყოველ დილით ჩაუტარდებათ ფრანგული ენის გაკვეთილები - 40 აკადემიური საათი. გაკვეთილები ტარდება Alliance Francaise - სთან კოლაბორაციით.
პრაქტიკა
ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებიდან დაწყებული, ექსკლუზიური ღონისძიებებითა და წამყვანი ბრენდების ბუტიკებით დასრულებული - სტუდენტები უმაღლესი კლასის მასპინძლობას პრაქტიკაში ეცნობიან.
ვიდეო
უპირატესობები
მოთხოვნები
- ინგლისური ენის B2 სერტიფიკატი
- პროგრამა ღიაა ყველა მსურველისთვის 18 წლიდან
- რეზიუმე (CV)
✦ მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება
განათლების მრჩეველი დაგიკავშირდებათ
რეგისტრაციის ბოლო ვადა
1 ივნისი 2026
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- შერჩეული სასწავლო პროგრამა
- საცხოვრებელი პარიზის ცენტრში
- სასწავლო ვიზიტები კომპანიებში
- მასტერკლასები დარგის ექსპერტებთან
- სასწავლო მასალა
- 2 სერტიფიკატი - IFH და Aliance Francaise
- ფრანგული ენის გაკვეთილები - 40 საათი
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ონლაინ რეგისტრაცია და 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 20-50%-ის გადახდა
აპლიკაცია
დოკუმენტების მომზადება და აპლიკაციის გაგზავნა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე სრულად გადახდა