Anglo American University საზაფხულო კურსები
30 მარტი 2026
პროგრამის შესახებ
35 წლიანი გამოცდილების მქონდე ჩეხეთის ყველაზე ძველი კერძო უნივერსიტეტი, Anglo-American University ერთადერთი უნივერსიტეტია ჩეხეთში, რომელსაც ერთდროულად ორი, ამერიკული და ევროპული აკრედიტაცია აქვს მინიჭებული.
მოკლე კურსებთან ერტად, უნივერსიტეტი ბიზნესის, პოლიტიკის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მრავალ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს აპლიკანტებს.
საზაფხულო მოკლე პროგრამები შექმნილია მათთვის, ვისაც სურს აკადემიური ცოდნის გაღრმავება, კრედიტების დაგროვება (6 ECTS) და საერთაშორისო კულტურული გამოცდილების მიღება. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, მცირე ჯგუფებში, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მიდგომასა და ინტერაქციულ გარემოს. საზაფხულო სკოლა აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ ვიზიტებსა და სოციალურ აქტივობებს პრაღის ისტორიულ გარემოში.
საზაფხულო სკოლა გაიმართება Anglo-American University-ის ულამაზეს კამპუსში - მე-17 საუკუნის Thurn-Taxis სასახლეში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში. შენობა გამოირჩევა ავთენტური, ხელით მოხატული ჭერით, დახვეწილი ჭაღებითა და მყუდრო შიდა ეზოთი.
სასწავლო პროგრამა
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, მცირე ჯგუფებში, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მიდგომასა და ინტერაქციულ გარემოს. ლექციებს ატარებენ უნივერსიტეტის ლექტორები. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, კვლევის და ანალიზის კომპონენტს. საზაფხულო სკოლა აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ ვიზიტებსა და სოციალურ აქტივობებს პრაღის ისტორიულ გარემოში.
პროგრამის ბოლოს სტუდენტს უგროვდება 3 US / 6 ECTS აკადემიური კრედიტი.
პროგრამები არჩევით:
- Psychology of Environmental Crisis
- Management Consulting Practicum
- Diplomatic History through Strategy Board Games
- Managing Customers: CRM, Services and Communication
- Political Writing
- Art in Practice
- Creativity and Design Thinking
- Postcolonial International Relations
- Leadership Through the Ages
- Summer Art Foundation Course
- Alternative & Underground Press
- Philosophy, Politics, and Economics @ AAU
საცხოვრებელი
საზაფხულო სკოლის მონაწილეები განთავსდებიან უნივერსიტეტის პარტნიორ სტუდენტურ რეზიდენციაში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ორადგილიანი ოთახებში, რომლებიც აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და ინვენტარით. ოთახები დაჯგუფებულია ბლოკებად, რომლებსაც აქვთ საკუთარი სველი წერტილი.
რეზიდენცია მდებარეობს პრაღის მე-7 რაიონში, რაც უნივერსიტეტის კამპუსიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაახლოებით 20-25 წუთის სავალზეა. საცხოვრებლის ახლოსაა პარკები, კაფეები და კულტურული ობიექტები. საცხოვრებლის ტერიტორიაზეა კეთილმოწყობილი საერთო სამზარეულოები (აღჭურვილი ჭურჭლითა და ტექნიკით), დასასვენებელი და სამეცადინო სივრცეები. შენობაში ფუნქციონირებს 24-საათიანი დაცვა და რეცეფცია. ხელმისაწვდომია უფასო Wi-Fi და სამრეცხაო. უსაფრთხო და მეგობრული გარემო სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ადვილად დაუმეგობრდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თანატოლებს.
უპირატესობები
მოთხოვნები
- საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
- პროგრამა ღიაა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, 18 წელს ზევით
გალერეა
✦ მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება
განათლების მრჩეველი დაგიკავშირდებათ
რეგისტრაციის ბოლო ვადა
1 ივნისი 2026
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- შერჩეული კურსი - 42 აკადემიური საათი
- აკადემიური კრედიტი: 3 US/ 6 ECTS
- სასწავლო მასალა
- აკადემიური ვიზიტები
- სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსება
- წვდომა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე
- ექსკურსია პრაღაში
- ერთი ვიზიტი ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქებში
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
რეგისტრაცია
ონლაინ რეგისტრაცია და 200 ლარის გადახდა
დეპოზიტი
პროგრამის ღირებულების 20-50%-ის გადახდა
აპლიკაცია
დოკუმენტების მომზადება და აპლიკაციის გაგზავნა
ავიაბილეთი
ავიაბილეთის ღირებულების დაფარვა
მეორე გადახდა
გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე სრულად გადახდა