საშუალო სკოლა გერმანიაში
9 აპრილი 2026
პროგრამის შესახებ
GLS Berlin გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ენების სკოლაა, რომელიც ხუთგზის არის აღიარებული STAR SCHOOL GERMANY ჯილდოს მფლობელად. ის ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა გერმანიაში, რომელიც ფლობს საკუთარ 5-ვარსკვლავიან კამპუსსა და ორ ბუტიკ-სასტუმროს ბერლინის შუაგულში. ყოველწლიურად სკოლა მასპინძლობს 5000-ზე მეტ სტუდენტს 80-ზე მეტი ქვეყნიდან, როგორც ზრდასრულთა, ისე მოზარდთა კურსებზე.
გერმანიის საშუალო სკოლების (High School) პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, სრულფასოვნად ჩაერთონ გერმანულ საგანმანათლებლო გარემოში სასურველი ხანგრძლივობით. პროგრამები ხორციელდება გერმანიის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრებში:
- ბერლინი და შემოგარენი (დედაქალაქის რეგიონი: ბერლინ-ბრანდენბურგი)
- ბრემენი
- კიოლნი / ბონი და შემოგარენი
- დრეზდენი
- ჰამბურგი და შემოგარენი
- მიუნხენი და შემოგარე
- ნურენბერგის მეტროპოლიტენის რეგიონი
- ულმი და შემოგარენი
❗Abitur-ის პერსპექტივა: იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ სწავლის გაგრძელებას გერმანიის უნივერსიტეტებში, შესაძლებელია Abitur-ის (გერმანული სკოლის გამოსაშვები ატესტატი) მიღება მინიმუმ 3-წლიანი სწავლების შემთხვევაში.
სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სამი ტიპის პროგრამა: Classic (მასპინძელი ოჯახი, ქალაქის არჩევის გარეშე), Select (კონკრეტული ქალაქის არჩევით) და Boarding School (პანსიონური სკოლა).
საჯარო სკოლები Classic & Select
განკუთვნილია 14-18 წლის მოზარდებისთვის, გერმანული საჯარო სკოლის პროგრამა. ფასები მოიცავს მასპინძელ ოჯახში ცხოვრებასა და სამჯერად კვებას.
Classic პროგრამა (14-18 წელი) - ქალაქის წინასწარი შერჩევის გარეშე, განთავსება ხდება შემთხვევითობის პრინციპით
2 თვე: 4,280 €
3 თვე: 5,120 €
4 თვე: 6,090 €
5 თვე (სემესტრი): 6,890 €
11 თვე (აკადემიური წელი): 13,350 €
Select პროგრამა (14-18 წელი) - კონკრეტული ქალაქის შერჩევის შესაძლებლობით
1 თვე (მხოლოდ ბერლინი): 2,890 €
2 თვე: 4,780 €
3 თვე: 6,020 €
4 თვე: 7,390 €
5 თვე (სემესტრი): 8,490 €
11 თვე (აკადემიური წელი): 15,650 €
პანსიონური სკოლები - Boarding Schools
განკუთვნილია 12-18 წლის მოზარდებისთვის. გერმანული სასკოლო პროგრამა ან IB პროგრამა. ფასები მოიცავს კერძო სკოლის კამპუსში ცხოვრებასა და სამჯერად კვებას.
5 თვე (სემესტრი): 22,500 €-დან
11 თვე (აკადემიური წელი): 29,850 €-დან
*შენიშვნა: ფასები ცვალებადია კონკრეტული სკოლის შერჩევის მიხედვით. მაგალითად, Ernst-Kalkuhl-Gymnasium-ის წლიური საფასური შეადგენს 41,200 €-ს.
უპირატესობები
მოთხოვნები
- აუცილებელია გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
- პროგრამა განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის 12 წლიდან
- ბოლო ორი წლის სკოლის ნიშნები
✦ მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება
განათლების მრჩეველი დაგიკავშირდებათ
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- ჩარიცხვა შერჩეულ საშუალო სკოლაში
- განთავსება პანსიონში ან მასპინძელ ოჯახში (ერთადგილიანი ოთახის გარანტიით)
- სამჯერადი კვება
- დახვედრა და გაცილება უახლოესი აეროპორტიდან
- ადგილობრივი კოორდინატორის ზედამხედველობა და დახმარება ყველა საკითხში
- საორიენტაციო ვებინარი გამგზავრებამდე
- წელიწადში ორ სპეციალურ შეხვედრას ბერლინში (Berlin Weekends) საერთაშორისო სტუდენტებისთვის
- ერთი ექსკურსია ყოველ სემესტრში
- სერტიფიკატი: გერმანული სკოლის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
პროგრამის შერჩევა
აპლიკანტის აკადემიური და ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად
აპლიკაცია
სააპლიკაციო პროცესს ვიწყებთ პროგრამის დაწყების თარიღამდე 6 - 8 თვით ადრე
დეპოზიტი
პირველი ნაწილის გადახდა (20-30%) ხდება რეგისტრაციისას
მეორე გადახდა
სრული გადახდა ვიზის პროცედურის დაწყებამდე
ვიზა
პროგრამის დაწყების თარიღამდე 4 - 3 თვით ადრე ვიწყებთ სავიზო პროცესს