საშუალო სკოლა საფრანგეთში
11 მაისი 2026
პროგრამის შესახებ
Student Management Group (SMG) - ის საშუალო სკოლების პროგრამების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ სხვადასხვა ქვეყნის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. SMG - ის გუნდი დაკომპლექტებულია გაცვლითი პროგრამების სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პერსონალით. SMG-ის პრიორიტეტია თითოეული სტუდენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევას. კონკრეტული პროგრამისა და ქვეყნის მიხედვით, ხდება სტუდენტების განთავსება როგორც კერძო სკოლა-პანსიონებში, ასევე მასპინძელ ოჯახებში. მონაწილეები ხდებიან ადგილობრივი სასკოლო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
სკოლების შერჩევა ხდება სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე, მათ შორის - მდებარეობა, პროგრამის ხანგრძლივობა, მდებარეობა, ხელმისაწვდომი აკადემიური კურსები, სპორტი, კლასგარეშე აქტივობები და სხვა.
SMG-ის პროგრამები დაყოფილია ორ კატეგორიად - Basic და Choice. ორივე პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სასკოლო განათლებას და კულტურულ ინტეგრაციას.
Basic - სკოლა შემთხვევითობის პრინციპით
- საცხოვრებელი: მასპინძელი ოჯახი სამჯერადი კვებით.
- სკოლა: განთავსება საჯარო სკოლაში, შერჩეული ქვეყნის სასკოლო პროგრამა.
- ასაკი: 14-18
- ხანგრძლივობა: მოკლევადიანი: 1 -4 კვირა, გრძელვადიანი: 1 ტრიმესტრიდან 2 წლამდე
- სწავლების ენა: ფრანგული
დამატებით:
- 4-დღიანი საორიენტაციო პროგრამა პარიზში +680 ევრო
- სასურველი რეგიონის არჩევა + 2000 ევრო:
- ხმელთაშუა ზღვის სანაპირო
- ატლანტის ოკეანის სანაპირო
- ლა-მანშის (Channel Sea) სანაპირო
- პირენეები
- ურბანული (ქალაქის) ზონა
Choice - კონკრეტული კერძო სკოლა
- საცხოვრებელი: ოჯახი ან სტუდენტური საცხოვრებელი სამჯერადი კვებით.
- სკოლა: განთავსება დღის ან პანსიონურ კერძო სკოლაში, შერჩეული ქვეყნის სასკოლო პროგრამა ან IB.
- ასაკი: 11-19
- ხანგრძლივობა: მინ. 1 აკადემიური წელი
- სწავლების ენა: შესაძლებელია ფრანგული ან ინგლისური ენის არჩევა
პროგრამა უზრუნველყოფს აკადემიურ გარემოში მაქსიმალურ ინტეგრაციას და მოზარდის პიროვნული განვითარების ყველაზე მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
დამატებით:
- 4-დღიანი საორიენტაციო პროგრამა პარიზში +680 ევრო
ფრანგული საგანმანათლებლო სისტემა
საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემა მაღალი აკადემიური სტანდარტებით გამოირჩევა. პროგრამის მონაწილეები გაკვეთილებს ადგილობრივ ლიცეუმებში (lycée) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დაესწრებიან, თუმცა შესაძლოა სასწავლო ცხრილში შაბათის გაკვეთილებიც იყოს გათვალისწინებული. სასწავლო დღე, როგორც წესი, 08:30-ზე იწყება და 17:30-ზე სრულდება.
Lower Secondary Education ISCED 2 - დაბალი საშუალო განათლება, 11-დან 15 წლამდე, რომლის დროსაც ფრანგი მოსწავლეები გადიან ძირითად საგნებს.
Upper Secondary Education ISCED 3 - მოსწავლეები ირჩევენ 1) ზოგად (generale), 2) ტექნოლოგიურ (technologique) ან 3) პროფესიულ (professionnel) ლიცეუმს (lycee). თითოეული სპეციალიზაცია გრძელდება 3 წელი და ამზადებს მოსაწავლეებს საშუალო განათლების კვალიფიკაციის (baccalaureat) მისაღებად. ეს დიპლომი გზას ხსნის უმაღლესი განათლებისკენ და აძლევს მათ უფლებას ჩაირიცხონ უნივერსიტეტში.
- სასწავლო წელი იწყება სექტემბერში და სრულდება ივნისში
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გრაფიკი (ოთხშაბათი შუადღის შემდეგ თავისუფალი დღე, ზოგიერთი გამოცდა ტარდება შაბათს)
- კლასში 30-მდე მოსწავლე
- 8-დან 12-მდე საგანი, საგნები იცვლება კლასის მიხედვით
- კლასგარეშე აქტივობები როგორც წესი ორგანიზებულია სკოლის გარეთ
- როგორც წესი, მოსწავლეები სადილს ყიდულობენ სკოლის კაფეტერიაში
- ფრანგულ სკოლებში დიდი ყურადღება ექცევა დისციპლინას, მკაცრად კონტროლდება წესების დაცვა
უპირატესობები
მოთხოვნები
- ფრანგული ენის მინ. B1 დონე, ენის სერტიფიკატი არ მოითხოვება
- ბოლო ორი წლის სკოლის ნიშნები
- შესაძლებელია დაემატოს შერჩეული სკოლის დამატებითი მოთხოვნები
✦ მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება
განათლების მრჩეველი დაგიკავშირდებათ
რეგისტრაციის ბოლო ვადა
1 აგვისტო 2026
მოკლე ინფო
ფასები
ფასები მოცემულია ლარის ექვივალენტით
პროგრამაში შედის
- ჩარიცხვა შერჩეულ საშუალო სკოლაში
- განთავსება სკოლა-პანსიონში ან მასპინძელ ოჯახში
- სამჯერადი კვება
- დახვედრა და გაცილება აეროპორტიდან
- ადგილობრივი კოორდინატორის ზედამხედველობა
- საორიენტაციო ვებინარი გამგზავრებამდე
- სერტიფიკატი: ფრანგული სკოლის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი
- ღირებულება არ მოიცავს ავიაბილეთის ხარჯს
- ღირებულება არ მოიცავს სავიზო მოსაკრებლებს
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
პროგრამის შერჩევა
აპლიკანტის აკადემიური და ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად
აპლიკაცია
სააპლიკაციო პროცესს ვიწყებთ პროგრამის დაწყების თარიღამდე 6 - 8 თვით ადრე
დეპოზიტი
პირველი ნაწილის გადახდა (20-30%) ხდება რეგისტრაციისას
მეორე გადახდა
სრული გადახდა ვიზის პროცედურის დაწყებამდე
ვიზა
პროგრამის დაწყების თარიღამდე 4 - 3 თვით ადრე ვიწყებთ სავიზო პროცესს