ჩვენ ვეხმარებით აპლიკანტებს უნივერსიტეტების, კოლეჯების, სხვადასხვა კურსების შერჩევაში, მათი მიდრეკილების, სურვილების, ინტელექტუალური და ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ჩვენ არ ვართ შეზღუდული მხოლოდ პარტნიორი სასწავლებლებით. ჩვენი ექსპერტები ეძებენ იდეალურ ვარიანტს თითოეული აპლიკანტისთვის, საჭიროების შემთხვევაში მუშაობენ არაპარტნიორ უნივერსიტეტებთანაც, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევანის სრული თავისუფლება და მაქსიმალური შესაბამისობა აპლიკანტის მოთხოვნებთან.
დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, დანია, გერმანია, ავსტრია, მალტა, ჩეხეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი (ლატვია, ლიტვა, ესტონეთი), ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, პორტუგალია და სხვა
აშშ, კანადა, მექსიკა, კოლუმბია და სხვა
ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, თურქეთი, ჩინეთი, მალაიზია და სხვა.
ინდივიდუალური კონსულტაცია, კანდიდატის პროფილზე მორგებული სასწავლო პროგრამის შერჩევა.
დეტალური ინსტრუქცია სავალდებულო დოკუმენტებზე; დახმარება სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილების შედგენაში.
სააპლიკაციო პროცესის მართვა როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პრაქტიკული რჩევები; უნივერსიტეტის წარმომადგენელთან გასაუბრების სიმულაცია მაქსიმალური შედეგისთვის.
სრული სავიზო მომსახურება: დოკუმენტაციის მოწესრიგება, ინსტრუქტაჟი და აპლიკაციის შევსება.
სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია და საერთაშორისო დაზღვევის უზრუნველყოფა.
1 პარტნიორი უნივერსიტეტი
1 არაპარტნიორი უნივერსიტეტი
სრული დაფინანსების მოპოვება
სავიზო მომსახურება მხოლოდ ჩვენი აპლიკანტებისთვის
სპორტულ გუნდში და უნივერსიტეტში მოწყობა
მომსახურების ტარიფი განისაზღვრება აპლიკანტთან გასაუბრების შემდეგ და დამოკიდებულია შერჩეული პროგრამების რაოდენობასა და სირთულეზე.