მთავარ კონტენტზე გადასვლა

მომსახურების პირობები

ჩვენ ვეხმარებით აპლიკანტებს უნივერსიტეტების, კოლეჯების, სხვადასხვა კურსების შერჩევაში, მათი მიდრეკილების, სურვილების, ინტელექტუალური და ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით.

ჩვენი უნიკალური მიდგომა: არჩევანის თავისუფლება

ჩვენ არ ვართ შეზღუდული მხოლოდ პარტნიორი სასწავლებლებით. ჩვენი ექსპერტები ეძებენ იდეალურ ვარიანტს თითოეული აპლიკანტისთვის, საჭიროების შემთხვევაში მუშაობენ არაპარტნიორ უნივერსიტეტებთანაც, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევანის სრული თავისუფლება და მაქსიმალური შესაბამისობა აპლიკანტის მოთხოვნებთან.

პარტნიორი უნივერსიტეტები: წვდომა 600-ზე საერთაშორისო პარტნიორის 7,000-ზე მეტ სასწავლო პროგრამაზე
არაპარტნიორი დაწესებულებები: ჩარიცხვის პროცედურის წაყვანა ყველა სხვა სასწავლებელში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გეოგრაფიული დაფარვა

ევროპა:

დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, დანია, გერმანია, ავსტრია, მალტა, ჩეხეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი (ლატვია, ლიტვა, ესტონეთი), ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, პორტუგალია და სხვა

ამერიკა:

აშშ, კანადა, მექსიკა, კოლუმბია და სხვა

აზია/ოკეანეთი:

ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, თურქეთი, ჩინეთი, მალაიზია და სხვა.

უნივერსიტეტში ჩარიცხვის სერვისის შესახებ

სასწავლებლისა და პროგრამის შერჩევა

ინდივიდუალური კონსულტაცია, კანდიდატის პროფილზე მორგებული სასწავლო პროგრამის შერჩევა.

დოკუმენტაციის მომზადება

დეტალური ინსტრუქცია სავალდებულო დოკუმენტებზე; დახმარება სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილების შედგენაში.

აპლიკაცია

სააპლიკაციო პროცესის მართვა როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მზადება ინტერვიუსთვის

პრაქტიკული რჩევები; უნივერსიტეტის წარმომადგენელთან გასაუბრების სიმულაცია მაქსიმალური შედეგისთვის.

სავიზო მხარდაჭერა

სრული სავიზო მომსახურება: დოკუმენტაციის მოწესრიგება, ინსტრუქტაჟი და აპლიკაციის შევსება.

საცხოვრებელი და ლოჯისტიკა

სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია და საერთაშორისო დაზღვევის უზრუნველყოფა.

დამატებითი სერვისები:

  • დაფინანსების მოპოვებაში დახმარება - მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში
  • One World Sports Abroad - სპორტულ გუნდში და უნივერსიტეტში მოწყობა
  • დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიული დამოწმება

ფასები

Partners

500

1 პარტნიორი უნივერსიტეტი

Non-Partners

1000

1 არაპარტნიორი უნივერსიტეტი

Scholarships

3000 -დან

სრული დაფინანსების მოპოვება

VISA

500

სავიზო მომსახურება მხოლოდ ჩვენი აპლიკანტებისთვის

Sports Abroad

4000 -დან

სპორტულ გუნდში და უნივერსიტეტში მოწყობა

მომსახურების ტარიფი განისაზღვრება აპლიკანტთან გასაუბრების შემდეგ და დამოკიდებულია შერჩეული პროგრამების რაოდენობასა და სირთულეზე.

საზღვარგარეთ სწავლის სერვისები | One World