მთავარ კონტენტზე გადასვლა
უკან დაბრუნება
Ca'foscari University of Venice logo

Ca'foscari University of Venice

23 ივლისი 2026

მდებარეობა:
ქალაქი:
ვენეცია
სწავლის საშუალო გადასახადი:approx. €2000
სწავლის ფორმა:
ონლაინ
ადგილზე

აღწერა

კაფოსკარის უნივერსიტეტის ისტორია საუკუნენახევარზე მეტს მოიცავს. უნივერსიტეტი დაარსდა ვენეციაში 1868 წელს და ის იყო პირველი ბიზნეს სკოლა იტალიაში, ხოლო ევროპის მასშტაბით - მეორე. სწორედ აქ გაერთიანდა ენების სწავლება და დიპლომატიური მეცნიერებები, რამაც საფუძველი ჩაუყარა პროგრესულ და მომავალზე ორიენტირებულ ინსტიტუციას. კაფოსკარის უნივერსიტეტი (Ca' Foscari) წარმოადგენს ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე აკადემიური პრესტიჟის უნიკალურ სინთეზს.

უნივერსიტეტის მიდგომა ეფუძნება იდეას, რომ თანამედროვე ლიდერს სჭირდება როგორც ღრმა ანალიტიკური ცოდნა, ისე კულტურული მრავალფეროვნების გაგება.კაფოსკარი მსოფლიოში ცნობილია თავისი ლინგვისტური პროგრამებით (განსაკუთრებით აღმოსავლური ენების მიმართულებით), რაც ინტეგრირებულია საერთაშორისო ურთიერთობებსა და ბიზნესთან. უნივერსიტეტი ლიდერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილების კვლევა, ციფრული ჰუმანიტარია და კულტურული მემკვიდრეობის მართვა. როგორც ევროპული უნივერსიტეტების ალიანსის წევრი, კაფოსკარი სტუდენტებს სთავაზობს ღია, საზღვრების გარეშე სწავლის შესაძლებლობას მთელ ევროპაში.
მთავარი კამპუსი განთავსებულია დიდებულ გოთიკურ სასახლეში, რომელიც პირდაპირ გადაჰყურებს დიდ არხს (Grand Canal). სხვა ფილიალები განთავსებულია ვენეციის ისტორიულ ცენტრში, ასევე მესტრესა (Mestre) და ტრევიზოში (Treviso). ეს გარემო სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას - სწავლობდნენ იქ, სადაც ისტორია და ხელოვნება ცოცხლდება.

სასწავლო პროგრამები

Business Administration and Management (3 წელი)
Economics and Business (3 წელი)
Digital Management (3 წელი)
Philosophy, International and Economic Studies - PIES (3 წელი)
Ancient Civilizations for the Contemporary World (3 წელი)
Hospitality Innovation and e-Tourism (3 წელი)
Computer science - Data Science (3 წელი)

გალერეა

მზად ხართ დასაწყებად?

შეავსეთ საზღვარგარეთ სწავლის სარეგისტრაციო ფორმა

დარეგისტრირდითდაგვიკავშირდით

გაიგეთ მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ

დააფიქსირეთ ინტერესი და მრჩეველი დაგიკავშირდებათ

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

შერჩევა

კანდიდატის პროფილზე მორგებული პროგრამის შერჩევა

2

დოკუმენტაცია

დეტალური ინსტრუქცია სავალდებულო დოკუმენტებზე

3

აპლიკაცია

სააპლიკაციო პროცესის მართვა

4

ვიზა

სავიზო პროცესის დაგეგმვა და მართვა

5

საცხოვრებელი

სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია