მთავარ კონტენტზე გადასვლა
უკან დაბრუნება
Nuova Accademia di Belle Arti logo

Nuova Accademia di Belle Arti

9 ივლისი 2026

მდებარეობა:
ქალაქი:
რომი
სწავლის საშუალო გადასახადი:approx. €15000
სწავლის ფორმა:
ადგილზე

აღწერა

Nuova Accademia di Belle Arti (NABA) არის მოდის, დიზაინისა  და ვიზუალური ხელოვნების წამყვანი, საერთაშორისო დონის აკადემია, რომელიც 1980 წელს დაარსდა მილანში და არის პირველი კერძო აკადემია იტალიაში, რომელსაც იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევის სამინისტრომ (MUR) ოფიციალური აღიარება მიანიჭა.

აკადემიას ორი ძირითადი კამპუსი აქვს: მოდისა და დიზაინის გლობალურ ცენტრში, მილანში, და ისტორიულ, ხელოვნებით მდიდარ ქალაქ რომში.
Nuova Accademia di Belle Arti (NABA) გამორჩეულია თავისი "Learning by Designing" მეთოდოლოგიით, სადაც თეორია და პრაქტიკა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს.

სტუდენტები ცოდნას უშუალოდ რეალურ პროექტებზე მუშაობისას იძენენ, რომლებიც ხორციელდება 200-ზე მეტ წამყვან კომპანიასთან (როგორიცაა Gucci, BMW, L'Oréal) თანამშრომლობით. სწავლის პროცესში ჩართულები არიან ინდუსტრიის აქტიური ექსპერტები და დიზაინერები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების მაქსიმალურ მომზადებას შრომის ბაზრისთვის და ძლიერი პორტფოლიოს შექმნას.

NABA ცნობილია მულტიკულტურული გარემოთი, ის აერთიანებს სტუდენტებს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან. როგორც Laureate International Universities-ის ქსელის წევრი, აკადემია თავის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მიიღონ ორმაგი დიპლომები.

2020 წლის მონაცემებით, NABA-ს კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი  სწავლის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში საქმდება.

სასწავლო პროგრამები

Film and Animation
Creative Technologies
Graphic Design e Art Direction
Comics and Visual Storytelling
Fashion Design
Painting & Visual Arts
Media Design and New Technologies

გალერეა

მზად ხართ დასაწყებად?

შეავსეთ საზღვარგარეთ სწავლის სარეგისტრაციო ფორმა

დარეგისტრირდითდაგვიკავშირდით

გაიგეთ მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ

დააფიქსირეთ ინტერესი და მრჩეველი დაგიკავშირდებათ

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

შერჩევა

კანდიდატის პროფილზე მორგებული პროგრამის შერჩევა

2

დოკუმენტაცია

დეტალური ინსტრუქცია სავალდებულო დოკუმენტებზე

3

აპლიკაცია

სააპლიკაციო პროცესის მართვა

4

ვიზა

სავიზო პროცესის დაგეგმვა და მართვა

5

საცხოვრებელი

სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია