მთავარ კონტენტზე გადასვლა
უკან დაბრუნება
University of Social Sciences and Humanities (SWPS) logo

University of Social Sciences and Humanities (SWPS)

23 ივლისი 2026

მდებარეობა:
სწავლის საშუალო გადასახადი:approx. €6000
სწავლის ფორმა:
ონლაინ
ადგილზე

აღწერა

University of Social Sciences and Humanities (SWPS) პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც სპეციალიზებულია ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, სამართლისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით. უნივერსიტეტი ფლობს რამდენიმე კამპუსს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში (ვარშავა, ვროცლავი, პოზნანი, სოპოტი და კატოვიცე). კამპუსები აღჭურვილია უახლესი კვლევითი ლაბორატორიებით,თანამედროვე ბიბლიოთეკით,მათ შორის  ვირტუალური რეალობისა (VR) და ფსიქოფიზიოლოგიური კვლევებისთვის განკუთვნილი სივრცეებით. ეს გარემო სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ თანამედროვე სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

SWPS University გამოირჩევა სწავლებისა და პრაქტიკის ინტეგრირებით. უნივერსიტეტში მოქმედებს მრავალი კლინიკური და საკონსულტაციო ცენტრი, სადაც სტუდენტები გამოცდილი პროფესორების ზედამხედველობით ეუფლებიან პროფესიულ უნარებს. სწავლების პროცესი ორიენტირებულია კრიტიკულ აზროვნებაზე, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიებაზე. საერთაშორისო თანამშრომლობა და Erasmus+ პროგრამები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაიფართოონ თვალსაწიერი და გახდნენ გლობალური აკადემიური საზოგადოების წევრები.

University of Social Sciences and Humanities გვთავაზობს მრავალფეროვან ინგლისურენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. 

სასწავლო პროგრამები

Computer Science
Design
Management
Psychology
English Studies

გალერეა

მზად ხართ დასაწყებად?

შეავსეთ საზღვარგარეთ სწავლის სარეგისტრაციო ფორმა

დარეგისტრირდითდაგვიკავშირდით

გაიგეთ მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ

დააფიქსირეთ ინტერესი და მრჩეველი დაგიკავშირდებათ

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

შერჩევა

კანდიდატის პროფილზე მორგებული პროგრამის შერჩევა

2

დოკუმენტაცია

დეტალური ინსტრუქცია სავალდებულო დოკუმენტებზე

3

აპლიკაცია

სააპლიკაციო პროცესის მართვა

4

ვიზა

სავიზო პროცესის დაგეგმვა და მართვა

5

საცხოვრებელი

სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია