
Universidad Antonio de Nebrija
23 ივლისი 2026
აღწერა
Nebrija University მდებარეობს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. კულტურული მრავალფეროვნება, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მულტინაციონალური გარემო, მეგობრული ატმოსფერო, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, რომელიც გაძლევთ საშუალებას იმოგზაუროთ ევროპის სხვა ქალაქებში მარტივად - ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რასაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი გთავაზობთ.
ნებრიხას უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პერსონალიზებულ და ინტერაქტიულ განათლების სისტემას, რომელიც მიმართულია მათი სრული პოტენციალის რეალიზებაზე, სწავლებას ხელმძღვანელობენ მაღალკვალიფიციური პროფესორები, ამასთან, უნივერსიტეტი თანამშრომლობს ცნობილ ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, რაც სტუდენტებს აძლევს პრაქტიკული სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიას 10 – 20%-მდე (განისაზღვრება ნიშნებით), Work permit-ს, რომლის ფარგლებშიც კვირის განმავლობაში შესაძლებელია მუშაობა 30+ საათი, სწავლის საფასურის გადახდის ყოველთვიურ განაწილებას. ასევე, არ არის დაწესებული აპლიკაციების გაგზავნის დედლაინი.
უნივერსიტეტის კამპუსი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სტუდენტებისთვის განკუთვნილი საერთო მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეებით, ბიბლიოთეკით, კაფეტერიითა და ყველა საჭირო ტექნიკით.
სასწავლო პროგრამები
გალერეა
✦ გაიგეთ მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ
დააფიქსირეთ ინტერესი და მრჩეველი დაგიკავშირდებათ
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
შერჩევა
კანდიდატის პროფილზე მორგებული პროგრამის შერჩევა
დოკუმენტაცია
დეტალური ინსტრუქცია სავალდებულო დოკუმენტებზე
აპლიკაცია
სააპლიკაციო პროცესის მართვა
ვიზა
სავიზო პროცესის დაგეგმვა და მართვა
საცხოვრებელი
სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია