
Universidad Europea Spain
23 ივლისი 2026
აღწერა
Universidad Europea არის ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტი ესპანეთში, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა პრაქტიკულ სწავლებაზე, ინოვაციაზე და მრავალფეროვან სტუდენტურ გარემოზე ორიენტირებული მიდგომით. უნივერსიტეტის მთავარ კამპუსებს ვხვდებით მადრიდში, ვალენსიასა და კანარის კუნძულებზე, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ მრავალკულტურულ, თანამედროვე და ტექნოლოგიურად აღჭურვილ აკადემიურ სივრცეებში. უნივერსიტეტი გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით: ინოვაციური ლაბორატორიები, კვლევითი ცენტრები, მედიცინის სიმულაციის სივრცეები, საინჟინრო სახელოსნოები, შექმნილია „learning-by-doing“ მიდგომის გასაძლიერებლად. პროგრამების დიდი ნაწილი მოიცავს რეალურ პროექტებზე მუშაობას, კლინიკურ პრაქტიკას, სემინარებს ინდუსტრიის პროფესიონალებთან და საერთაშორისო გაცვლით შესაძლებლობებს.
სტუდენტები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ კვლევით პროექტებში, სტაჟირებებში წამყვან კომპანიებში და ისარგებლონ უნივერსიტეტის მძლავრი კარიერული მხარდაჭერით. განსაკუთრებული მიმზიდველია Sport Management-ის პროგრამები, რომლებიც ახორციელებს Real Madrid Graduate School-თან ერთად.
პარტნიორობა და კარიერული შესაძლებლობები:
Universidad Europea მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ წამყვან ესპანურ და საერთაშორისო ორგანიზაციისთან, მათ შორის: Real Madrid CF (Sports School), Deloitte, KPMG, Siemens, Iberdrola, Indra, NH Hotels, Roche, Amazon, BMW & Mercedes-Benz Spain.
Universidad Europea-ს კარიერული ცენტრი აქტიურად ეხმარება სტუდენტებს CV-ისა და პორტფოლიოს შექმნაში, ასწავლის რეკრუტმენტის პროცესში ეფექტურ ნავიგაციასა და უზრუნველყოფს მათ დაკავშირებას ინდუსტრიულ პარტნიორებთან.
სასწავლო პროგრამები
გალერეა
✦ გაიგეთ მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ
დააფიქსირეთ ინტერესი და მრჩეველი დაგიკავშირდებათ
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
შერჩევა
კანდიდატის პროფილზე მორგებული პროგრამის შერჩევა
დოკუმენტაცია
დეტალური ინსტრუქცია სავალდებულო დოკუმენტებზე
აპლიკაცია
სააპლიკაციო პროცესის მართვა
ვიზა
სავიზო პროცესის დაგეგმვა და მართვა
საცხოვრებელი
სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია