მთავარ კონტენტზე გადასვლა
უკან დაბრუნება
Universitat Autònoma de Barcelona logo

Universitat Autònoma de Barcelona

22 დეკემბერი 2025

მდებარეობა:
ქალაქი:
ბარსელონა
სწავლის საშუალო გადასახადი:9000
პარტნიორი:Universitat Autònoma de Barcelona
სწავლის ფორმა:
ონლაინ

აღწერა

Universitat Autònoma de Barcelona (UAB) ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის აკადემიურ მომზადებასა და საერთაშორისო გარემოს. უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგში (QS World University Rankings 2024) საპატიო 149-ე ადგილს იკავებს, რაც მის გლობალურ აღიარებაზე მიუთითებს.

UAB გამოირჩევა თავისი მასშტაბურობითა და მრავალფეროვნებით, აქვს 112 საბაკალავრო, 269 სამაგისტრო და 67 სადოქტორო პროგრამა. უნივერსიტეტი მასპინძლობს 45,000-ზე მეტ სტუდენტს მთელი მსოფლიოდან, რაც ქმნის მრავალფეროვან და მულტიკულტურულ გარემოს. უნივერსიტეტის ერთ-ერთი კამპუსი, Casa Convalescència, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მდებარეობს ბარსელონას ცენტრში. სტუდენტების განკარგულებაშია 9 სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, 24-საათიანი სამუშაო სივრცეები და კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი - Vila Universitària. სტუდენტები სარგებლობენ SAF-ის (ფიზიკური აქტივობის სერვისი) თანამედროვე სპორტული დარბაზებით, საცურაო აუზებითა და კორტებით, რაც სწავლასა და დასვენებას შორის ბალანსს უზრუნველყოფს.

One World - ის და Fundació Universitat Autònoma de Barcelona - ს პარტნიორობის ფარგლებში, ხელმისაწვდომია კონკრეტული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.

BUSINESS MANAGEMENT ACROSS EUROPE (BME)

მდებარეობა: ესპანეთი, ბელგია და მესამე ქვეყანა არჩევით (გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია ან გაერთიანებული სამეფო)
სწავლის ხანგრძლივობა:
3 წელი
სწავლის გადასახადი:
წელიწადში 9000 ევრო
ხარისხი:
ორმაგი ბაკალავრის ხარისხი (Double Degree)

Universitat Autònoma de Barcelona (UAB) - ს საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ყოველი სასწავლო წელი ახალ ქვეყანაში გაატარონ, შეისწავლონ ბიზნესის მართვა სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში და სწავლის დასრულებისას მიიღონ ორმაგი აკადემიური ხარისხი. პროგრამის მთავარი კონცეფციაა: 3 წელი, 3 ქვეყანა, 3 პერსპექტივა.

  • პირველი წელი (ესპანეთი): სწავლა იწყება ბარსელონაში, Universitat Autònoma de Barcelona (UAB)-ის კამპუსში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. სტუდენტები ეუფლებიან ბიზნესის საფუძვლებს მულტიკულტურულ გარემოში და ამყარებენ პირველ საერთაშორისო კავშირებს.

  • მეორე წელი (ბელგია): სწავლა გრძელდება ლუვენში, UC Leuven-Limburg-ის (KU Leuven-ის ასოცირებული წევრი) ბაზაზე. ეს ეტაპი ფოკუსირებულია ევროპულ ბიზნეს გარემოზე, ლოგისტიკასა და საერთაშორისო მარკეტინგზე.

  • მესამე წელი (თქვენი არჩევანი): ფინალურ ეტაპზე სტუდენტები თავად ირჩევენ, თუ სად სურთ სწავლის დასრულება და დიპლომის მიღება. შესაძლებელია შემდეგი უნივერსიტეტების არჩევა:

  • London South Bank University (LBSU)
  • University of Worcester
  • Coventry University (CU)
  • Rennes School of Business (Rennes SB)
  • Dublin Business School (DBS)
  • FH Aachen University of Applied Sciences

BME პროგრამის მთავარი უპირატესობები:

კონსორციუმი აერთიანებს ევროპის წამყვან და მაღალი აკადემიური რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტებს. თითოეული პარტნიორი სასწავლებელი გამოირჩევა სწავლების უმაღლესი სტანდარტით, ინოვაციური მიდგომებითა და ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირით. 

სტუდენტები სწავლის პროცესში მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ იღებენ. ისინი მუშაობენ რეალურ ბიზნეს ქეისებზე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ეუფლებიან მოლაპარაკებების ხელოვნებას და სწავლობენ უცხო ენებს (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული). სტუდენტები მუშაობენ პრაქტიკულ პროექტებზე, ეუფლებიან ფინანსურ მენეჯმენტს, ლოგისტიკას, მარკეტინგსა და მოლაპარაკებების ხელოვნებას. პროგრამა ორიენტირებულია ადაპტაციის, ემპათიის და სტრატეგიული აზროვნების უნარების განვითარებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნეს ლიდერისთვის.

BME-ს სტუდენტები მხოლოდ ერთ ქვეყანაში არ ჩერდებიან. ისინი ყოველ წელს იცვლიან ევროპულ ქვეყანასა და უნივერსიტეტს, რაც მათ საშუალებას აძლევს ბიზნესს სამი სხვადასხვა კულტურული და ეკონომიკური პერსპექტივიდან შეხედონ.

კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ აკადემიურ ხარისხს, რაც მათთვის ევროპის საუკეთესო კომპანიების კარებს ხსნის. ეს არის შესაძლებლობა, სწავლის პარალელურად იმოგზაუროთ, გაიცნოთ სხვადასხვა კულტურა და გახდეთ საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

სასწავლო პროგრამები

BUSINESS MANAGEMENT ACROSS EUROPE (BME) 3 წელი
Tourism 4 წელი

გალერეა

მზად ხართ დასაწყებად?

შეავსეთ საზღვარგარეთ სწავლის სარეგისტრაციო ფორმა

დარეგისტრირდითდაგვიკავშირდით

გაიგეთ მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ

დააფიქსირეთ ინტერესი და მრჩეველი დაგიკავშირდებათ

როგორ მუშაობს პროცესი?

5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ

1

შერჩევა

კანდიდატის პროფილზე მორგებული პროგრამის შერჩევა

2

დოკუმენტაცია

დეტალური ინსტრუქცია სავალდებულო დოკუმენტებზე

3

აპლიკაცია

სააპლიკაციო პროცესის მართვა

4

ვიზა

სავიზო პროცესის დაგეგმვა და მართვა

5

საცხოვრებელი

სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია