
University of Europe for Applied Sciences
6 აგვისტო 2024
აღწერა
University of Europe for Applied Sciences (UE) სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე კამპუსებს გერმანიის ოთხ გამორჩეულ ქალაქში: ბერლინში, ჰამბურგში, იზერლონსა და პოტსდამში. ეს ქალაქები იდეალური გარემოა საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან აერთიანებს უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, მულტინაციონალურ გარემოს, მოწესრიგებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
როგორც გერმანიის სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული უნივერსიტეტი, UE გამოირჩევა საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ინტერდისციპლინური სწავლების მოდელით. სასწავლებელი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტური სტარტაპების განვითარებას, პრესტიჟულ სტაჟირებებსა და კურსდამთავრებულთა წარმატებულ დასაქმებას. ამასთან, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სწავლის საფასურის 30%-მდე დაფინანსების მოპოვების შანსს. დამატებითი კომფორტისთვის კი, 17 წლის ასაკის სკოლადამთავრებულებისთვის ხელმისაწვდომია მეურვეობის სპეციალური სერვისიც (წლიური საფასური 300 ევროდან).
უნივერსიტეტის თითოეული კამპუსი სრულად არის ადაპტირებული სტუდენტების საჭიროებებზე — აღჭურვილია კეთილმოწყობილი სალექციო აუდიტორიებით, უახლესი ტექნოლოგიებითა და კომფორტული, დამოუკიდებელი სამუშაო სივრცეებით.
ჩარიცხვა შესაძლებელია IELTS, TOEIC, TOEFEL-ის ან Duolingo-ს ტესტის შესაბამისი ქულით
სასწავლო პროგრამები
გალერეა
✦ გაიგეთ მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ
დააფიქსირეთ ინტერესი და მრჩეველი დაგიკავშირდებათ
როგორ მუშაობს პროცესი?
5 მარტივი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ
შერჩევა
კანდიდატის პროფილზე მორგებული პროგრამის შერჩევა
დოკუმენტაცია
დეტალური ინსტრუქცია სავალდებულო დოკუმენტებზე
აპლიკაცია
სააპლიკაციო პროცესის მართვა
ვიზა
სავიზო პროცესის დაგეგმვა და მართვა
საცხოვრებელი
სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია